სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
         
15
20 23
30
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 სექტემბერი 29
კუს ტბაზე დასრულდა სტუდენტური ტურნირი პლაჟის ფრენბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის. ფინალური შეხვედრები 28 სექტემბერს გაიმართა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 29
მანუჩარ მარკოიშვილის იტალიურმა კლუბმა "კანტუმ" გამარჯვებით დაასრულა ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი და კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 სექტემბერი 28
22 სექტემბერს კუს ტბაზე დაიწყო სტუდენტური ტურნირი პლაჟის ფრენბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის. შეჯიბრის ორგანიზატორია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ფრენბურთის ფედერაციასთან ერთად თბილისის მერიის მხარდაჭერით.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 27
26 სექტემბერს იტალიის საკალათბურთო სერია A ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკისა" და "ენელ ბრინდიზის" შეხვედრით გაიხსნა, სადაც ქართველი ფორვარდის გუნდმა 92:65 იმარჯვა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 26
26 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე–7 ტურის შეხვედრები გაიმართა. მხოლოდ თითო ქულა მოიპოვეს ჩემპიონატის ლიდერებმა – ქუთაისის "ტორპედომ" და თბილისის "დინამომ", რომელთაც თანაბარი ოდენობით აქვთ როგორც ქულები, ასევე გატანილ–გაშვებული ბურთების ბალანსიც, თუმც ცხრილში "ტორპედო" ლიდერობს მეტი გატანილი გოლის წყალობით.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 26
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრისთვის მე-5 კალათაში განთსეს. საქართველოსთან ერთად მეხუთე კალათაში ბელგია, ლატვია და თურქეთი მოხვდნენ
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 სექტემბერი 25
25 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ კარალეთში ახალგაზრდული ლიტერატურული კლუბი გაიხსნა. ახალგაზრდა შემოქმედთა ასოციაცია „CREATIVE ClUB"-ის პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2012 წლის მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 სექტემბერი 25
ევროპირველობებიდან დაბრუნების შემდეგ, ძიუდოისტთა და სამბისტთა ნაკრებების მწვრთნელებმა, ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად შემაჯამებელი პრესკონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართეს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 24
20 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, მცეთა-მთიანეთის გუბერნიისა და კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით  მცხეთაში ქუჩის კალათბურთის ტურნირი ჩატარდა. სპორტსკოლის ტერიტორიაზე  მოწყობილ მოედანზე საინტერესო შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 სექტემბერი 24
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლევან მატიაშვილმა ხორვატიის ქალაქ პორეჩში 21-23 სექტემბერს ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 5 შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 24
იტალიაში ახალი საკალათბურთო სეზონი სუპერთასის გათამაშებით გაიხსნა, სადაც მანუჩარ მარკოიშვილის "ბენეტ კანტუმ" დაძაბულ ბრძოლაში 80:73 დაამარცხა ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი", თავად მარკოიშვილი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშის წოდებით დაჯილდოვდა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 სექტემბერი 24
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა სამბოში 21-24 სექტემბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართ ევროპის პირველობაზე დიდ წარმატებას მიაღწია. გუნდური ჩემპიონები გახდნენ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 24
საქარველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა კარგი შეხვედრა ჩაატარა თელ–ავივის "მაკაბის" რიგებში, რადაც ამ სეზონის დაწყების წინ იტალიური "კანტუდან" გადავიდა
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 სექტემბერი 24
21-23 სექტემბერს ბაქოში ჩატარებულ ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" ქართველმა მოჭიდავეებმა 2 მედალი მოიპოვეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 სექტემბერი 24
შაბსთს და კვირას საქართველოს რაგბის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. მიმდინარე ჩემპიონატში პირველად დამარცდა ერთპიროვნული ლიდერი "ლელო", რომელსაც საწყისი სამივე მატჩი ბონუსით მოეგო. ლევან მაისაშვილის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 30:23 დაამარცხა მოქმედმა ჩემპიონმა "არმიამ".
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 24
22 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე–6 ტური ჩატარდა. იმარჯვეს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფმა გუნდებმა – ქუთაისის "ტორპედომ" და თბილისის "დინამომ", ხოლო საჩხერის "ჩიხურა" დამარცხდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 სექტემბერი 22
22 სექტემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 30-მდე სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მინისტრთან ერთად სრულიად საქართველოს სპორტული საზოგადოების სახელით გაკეთდა შემდეგი განცხადება -
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 22
ორშაბათს საქართველოში ვლადიმერ ბოისა ჩამოდის. ვეტერანი კალათბურთელი, რომელმაც ბოლო 14 წელი უცხოურ კლუბებში გაატარა, სამშობლოში იმისთვის ბრუნდება, რომ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და ევროსარბიელზე მოასპარეზე ერთადერთ ქართულ გუნდ "არმიასთან" კონტრაქტი გააფორმოს.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 სექტემბერი 22
ქართველმა სუმიტორმა ლევან ცაგურიამ 31 წლის ასაკში დაასრულა კარიერა. იგი ათეული წელი "კოკაის" შიკონით გამოდიოდა სუმოში და გახლდათ პირველი ქართველი, რომელმაც იაპონიაში ძალზე პრესტიჟულ სპორტის სახეობაში თავი დაიმკვიდრა და ძლიერი სუმიტორის სახელი დაიმსახურა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 სექტემბერი 21
21 სექტემბერს თბილისის ფარიკაობის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 100-მდე მოფარიკავე ვაჟი და გოგონა მონაწილეობს. 
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 სექტემბერი 19
საქართველოს კადეტთა ნაკრები სამბოში 21-24 სექტემბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გასამართ ევროპის პირველობაზე მიემგზავრება.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 სექტემბერი 19
ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიის ქალაქ პორეჩში გაემგზავრა, სადაც 21–23 სექტემბერს ევროპის პირველობაში მიიღებს მონაწილეობას. გუნდის მწვრთნელმა გია გუგავამ ბოლომდე გამოიყენა ლიმიტი და რვავე წონით კატეგორიაში ორ–ორი ძიუდოისტი იახლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 19
18 აპრილს ყოველგვარი მოულოდნელი ანგარიშების გარეშე დაიწყო უეფა–ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. სენსაციად ნაკლებად ჩაითვლება იტალიური "მილანის" უგოლო ფრე ბელგიურ "ანდერლეჰტთან", რადგდან წლეულს "მილანი" ისეა დასუსტებული, როგორც არასდროს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 19
საქართველოს სუპერლიგის გამარჯვებული, საკალათბურთო "არმია" ახალი საკლუბო სეზონის დაწყების წინ მნიშვნელოვნად ძლიერდება ახალწვეული მოთამაშეებით.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 სექტემბერი 19
რაზილიის ქალაქ სან ვისენტეში გამართულ მკლავჭიდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები თბილისში დაბრუნდნენ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 18
თორნიკე შენგელია რამდენიმე დღეში ამერიკაში გაემგზავრება, სადაც ნბა-ს ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ გუნდ „ბრუკლინ ნეთსში" ელიან.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 სექტემბერი 18
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ბოლნისს ეწვია, სადაც ის ახლად შექმნილი რაგბის გუნდის წევრებს შეხვდა და მათთან ერთად მოინახულა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, რომლის ბაზაზეც ნოემბერში გაიხსნება ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 სექტემბერი 18
მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დღევანდელი რესპონდენტი ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე საკმაოდ ცნობილია. 26 წლის დავით ქუბრიაშვილი ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული გრანდის, “ტულონის” პირველხაზელია. “დუდუ” უკვე მეხუთე წელია, თავის წარმატებულ სარაგბო კარიერას საფრანგეთში წარმართავს.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 სექტემბერი 18
10-17 სექტემბერს ბრაზილიის ქალაქ სან ვისენტეში გამართულ მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე  დიდ წარმატებას მიაღწია საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 სექტემბერი 17
15–16 სექტემბერს საქართველოს სარაგბო ჩემპონატის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. კვლავ დიდი ანგარიშით იმარჯვა ლიდერმა "ლელომ", რომელსაც სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი აქვს მოპოვებული. სხვა მატჩები კი დაძაბული გამოდგა და ყველა მცირე სხვაობით დასრულდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 17
„მე მიყვარს სამტრედია“ – ამ სახელწოდების საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლა სამტრედიამ. შეჯიბრი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე „მომავლის პარკში“ გაიმართა, 13 გუნდი მონაწილეობდა. მონაწილეთა სიმრავლესთან ერთდად ტურნირს ბლომად მაყურებელი და საპატიო სტუმარი ჰყავდა, რომლებმაც მშვენიერი სანახაობა იხილეს.  
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 17
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკა ბასილაშვილმა თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდი 15 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებმა უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 17
მეხუთე ტურის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა. თბილისის "დინამომ" პირველი მარცხი იწვნია, ხოლო ქუთაისის "ტორპედომ" დიდი სხვაობით მოიგო, "დინამოს" დაეწია და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით პირველობა ჩამოართვა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 სექტემბერი 16
15-16 სექტემბერს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში სამბოში ახალაგზრდებსა და ჭაბუკებს შორის საქართველოს პირველობა გაიმართა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 სექტემბერი 16
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი "ლიგამუსი-თბილისი" წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. საქართველოს ჩემპიონებმა თბილისში გამართული საკვალიფიკაციო რაუნდი წარმატებით გაიარეს და A ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვეს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 სექტემბერი 14
საცურაო აუზ „ოლიმპიკში" 14 სექტემბერს დაიწყო წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის A ჯგუფის მატჩები. საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად თამაშობს საქართველოს ჩემპიონი - თბილისის „ლიგამუსი - თბილისი", რომელმაც პირველ შეხვედრაში პოლონეთის "არკონია შჟეცინი" 16:4 დამარცხა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 14
გასული სეზონის საკალათბურთო სუპერლიგის ერთ–ერთი გამორჩეული გუნდი "სოხუმი" ორმა საუკეთესო კალათბურთელმა დატოვა – ლაშა ფარღალავა ქვეყნის ჩემპიონ "არმიაში" გადავიდა, ხოლო ლევან ფაცაცია კარიერას ვიცე–ჩემპიონ "ოლიმპში" გააგრძელებს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 სექტემბერი 13
13 სექტემბერს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიშზე, ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა - დავით ხახალეიშვილმა ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელთა შტაბი დაასახელა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 სექტემბერი 13
  ტაილანდში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვეს. „ანტიკოსებმა" 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, „თავისუფლებმა" კი 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ბერძენ-რომაელთა ნაკრებიდან ვერცხლისმედალოსნები თორნიკე ძამაშვილი (74 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) გახდნენ, ხოლო იაკობ ქაჯაია (96 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 სექტემბერი 13
საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი - ვლადიმერ ახალკაცი, რომელიც ამავდროულად ევროპის კრივის კონფედერაციის მსაჯთა კოლეგიის წევრია დაინიშნა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტექნიკურ დელეგატად. კრივის ფედერაციაში ამ ამბის დამადასტურებელი წერილი 12 სექტემბერს ლოზანიდან მოვიდა, სადაც ევროპის კრივის კონფედერაცის შტაბბინაა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 12
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ერთთვიანი საკვალიფიკაციო ტურნირი 8 მოგებით და 2 წაგებით ჩაამთავრა, D ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება. ტურნირი ცალსახად წარმატებულად შეფასდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 12
„მე მიყვარს იმერეთი" - ამ სახელწოდების ტურნირმა ქუჩის კალათბურთში მთელი იმერეთის რეგიონი გააერთიანა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 11
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 0:1 დამარცხდა ესპანეთთან. "ჯვაროსნებმა" მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების მასირებულ ზეწოლას თითქმის საათნახევარი გაუძლეს და ათიოდ წუთი დააკლდათ სენსაციურ ფრემდე.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 11
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა "სპორტის სასახლეში" 97:89 დაამარცხა ჰოლანდია და ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლი მოგება–წაგებათა 6–2 ბალანსით დაასრულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 11
11 სექტემბერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 11
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი 7 სექტემბერს ბელარუსის ძლევით დაიწყო. 11 სექტემბერს კი "ჯვაროსნებს" ბევრად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოუწევთ თამაში – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანელებს დაუპირისპირდებიან.  
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 სექტემბერი 11
ტაილანდში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. ექვსდღიანი შეჯიბრების ბოლო ორ დღეს - 8-9 სექტემბერს ხალიჩა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ. საქმეში რვა ქართველიც ჩაერთო და მათგან ოთხმა მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 11
აშშ–ს ღია პირველობის კაცთა ტურნირი ბრიტანელი ენდი მიურეის გამარჯვებით დასრულდა. 25 შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა დაძაბულ და დროში გაწელილ ფინალში 3:2 დაამარცხა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და კარიერაში თავისი პირველი სლემტურნირი მოიგო.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 10
ანა ტატიშვილმა ახალი პირადი რეკორდი დაამყარა. ორშაბათს, 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო რეიტინგში იგი 52–ე საფეხურზეა, რაც 17 პოზიციით აღემატება ქართველი ჩოგბურთელის წინა რეკორდს.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 10
9 სექტემბერს ნიუ იორკში "ფლეშინგ მედოუზის" კორტებზე დასრულდა აშშ–ს ღია პირველობის ქალთა ტურნირი. საჩოგბურთო სეზონის მეოთხე და უკანასკნელი დიდი სლემის კატეგორიის სუპერტურნირის ჩემპიონი გახდა ამერიკელი სერენა უილიამსი, რომელმაც ფინალში ბელარუსი ვიკტორია აზარენკა 2:1 დაამარცხა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 10
10 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში" ესპანეთის ნაკრებმა პრესკონფერენცია გამართა და ესპანელი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ესპანელთა გუნდის თავკაცმა პრესკონფერენციაზე კაპიტანი იკერ კასილასი და ხავი ერნანდესი იახლა, ჟურნალისტთა შეკითხვებსაც თავიდან სწორედ მათ უპასუხეს, შემდეგ კი მოახლოებულ მატჩზე დელ ბოსკემაც ისაუბრა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 სექტემბერი 10
8–9 სექტემბერს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მეორე ტური ჩატარდა. პირველი მარცხი იწვნია მოქმედმა ჩემპიონმა "არმიამ", რომელსაც პრინციპულმა მოწინააღმდეგემ, ქუთაისის "აიამ" დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით აჯობა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 10
ზღვა, მზე და კალათბურთი - ანაკლიამ სიანტერესო და სახალისო საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლა. სათამაშო მოედანი პლაჟთან ახლოს, ანაკლიის ბულვარში მოეწყო, სადაც თავი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ქალაქების გუნდებმა მოიყარეს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 10
11 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები "სპორტის სასახლეში" ჰოლანდიას დაუპირისპირდება და ამით დაასრულებს 2013 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირს. ეს მატჩი რამდენადმე ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან "ჯვაროსნებს" უკვე დაბევებული აქვთ ჯგუფში მეორე ადგილი და სლოვენიის საგზური.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 10
9 სექტემბერს 17:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ესპანეთის ეროვნული ნაკრების თვითმფრინავი დაეშვა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები საქართველოში ჩარტერული რეისით, ესპანური მედიის წარმომადგენლებთან და დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოვიდნენ.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2012 სექტემბერი 10
თურქეთის ქალაქ სტამბულში დასრულდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, სადაც საქართველოს კაცთა და ქალთა ნაკრებები გამოდიოდნენ. ქართულმა გუნდებმა ამ ტურნირზე არცთუ კარგი შედეგები აჩვენეს.  
.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 10
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 09
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 8 აგვისტოს რიგაში 73:70 დაამარცხა ლატვია და 2013 წელს სლოვენიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზური საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 08
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 7 სექტემბერს ეროვნულ სტადიონზე 1:0 დაამარცხა ბელარუსი და გამარჯვებით გახსნა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 სექტემბერი 07
6 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა -  ვლადიმერ ვარძელაშვილმა მოადგილეებთან ერთად ისანი-სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, 107-ე სკოლის ტერიტორიაზე მშენებარე სპორტული დარბაზი მოინახულა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2012 სექტემბერი 07
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სტამბულში მიმდინარე მსოფლიო ოლიმპიადაზე ბოლო სამი ტური წარუმატებლად ჩაატარა და საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 06
საქართველოს 21–წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა "მიხეილ მესხზე" 2:1 დაამარცხა ესტონეთი და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჯგუფში მესამე ადგილით დაასრულა.  
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 06
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლს 7 სექტემბერს ბელარუსთან საშინაო შეხვედრით გახსნის, 11 სექტემბერს კი ასევე შინ შეხვდება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს. ორივე მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 სექტემბერი 06
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტაილანდის ქალაქ პატაიაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. თორნიკე ძამაშვილი (74 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო იაკობ ქაჯაია (96 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 06
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე ორი ტური რჩება. საქართველოს ნაკრებმა 5 სექტემბერს შინ ბოსნიასთან წაგებით ჯგუფში მდგომარეობა გაირთულა, თუმც საკვალიფიკაციო ტურნირის დაძლევის კარგი შანსი რჩება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 05
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები "სპორტის სასახლეში" 103:107 დამარცხდა უშუალო კონკურენტ ბოსნია–ჰერცეგოვინასთან და სატურნირო ვითარება გაიუარესა, ბოსნიამ კი ფაქტობრივად გაინაღდა ორ საუკეთესოს შორის ადგილი და ევროპის ჩემპიონატის საგზური.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 05
ტურნირს ქუჩის კალათბურთში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონმაც უმასპინძლა. ორდღიანი შეჯიბრი ამბროლაურის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა და მთელი რეგიონის წარმომადგენლები გააერთიანა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 05
5 სექტემბერს მნიშვნელოვან მატჩს ატარებს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები. იგორ კოკოშკოვის გუნდი "სპორტის სასახლეში" დაუხვდება ბოსნია–ჰერცეგოვინას, რომელიც სტუმრად, სარაევოში 96:95 ჰყავს დამარცხებლი და თუ ახლაც აჯობა, ფაქტობრივად გაინაღდებს ევროპის 2013 წლის ჩემპონატის საგზურს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2012 სექტემბერი 05
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები პირველად დამარცხდა სტამბულში მიმდინარე მსოფლიოს ოლიმპიადაზე. 4 სექტემბერს მეშვიდე ტურში ქართველებმა 1,5:2,5 დათმეს პირველ ნომრად განთესილ ჩინეთთან.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 05
საქართველოს 21–წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები 21 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის უკანასკნელი შეხვედრისთვის ემზადება – 6 სექტემბერს 17.00 საათზე "მიხეილ მესხზე" დაუხვდება ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 სექტემბერი 04
  4 სექტემბერს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა,  ებრაელთა ევრაზიული კონგრესის გენერალური საბჭოს მდივანმა იოსებ ზისელსმა და ეთნოსთაშორისი ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენელმა აგიტ მირზოევმა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 სექტემბერი 04
ლონდონში დასრულდა პარაოლიმპიური თამაშები, რომელშიც ორი ქართველი სპორტსმენი - შოთა ომარაშვილი და ნიკოლოზ თვაური გამოვიდნენ. 
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2012 სექტემბერი 04
სტამბულში მიმდინარე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე 3 სექტემბერს გამართული მეექვსე ტური წარმატებული გამოვიდა საქართველოს კაცთა და ქალთა ნაკრებებისთვის –  ქალებმა სლოვაკეთს სძლიეს, კაცებმა კი კოლუმბიას.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 სექტემბერი 03
საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო დივიზიონ ტოპ–14–ში, სადაც 13 ქართველი თამაშობს, მესამე ტური ჩათამაშდა და პირველი ქართული ლელო გავიდა, რომლის ავტორი "მონპელიეს" მორკინალი გიორგი ჟღენტია.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 03
დღეს, 3 სექტემბერს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში „ჯვაროსნები" საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ორი საშინაო მატჩისთვის მოემზადებიან.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2012 სექტემბერი 03
სტამბულში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეხუთე ტურში საქართველოს კაცთა გუნდი ვიეტნამს დაუზავდა, ხოლო ქალებმა უკრაინასთან ითამაშეს ფრე.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 03
გთავაზობთ რუმინეთისა და საქართველოს მატჩს შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს...
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 03
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, "Syrenka Cup"- ის გათამაშებაზე, პოლონეთის ქალაქ პლოცკში მეორე ადგილი დაიკავა. ფინალური მატჩი, სადაც გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქე დანიის ნაკრები გახლდათ, პლოცკის ცენტრალურ, „ვისლას" სტადიონზე გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 03
გორის "დილას" თავდამსხმელი მათე ვაწაძე კარიერას დანიურ "ორჰუსში" გააგრძელებს. ამ კლუბის ვებ–გვერდის ცნობით ქართველმა ფორვარდმა მათ მხარესთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 03
2 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურის თამაშები გაიმართა. თბილისის "დინამომ" კვლად იმარჯვა, ამასთან "ჩიხურას" მარცხით ისარგებლა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 03
ამერიკის ღია პირველობაზე ანა ტატიშვილის სვლა მეოთხედფინალში შეწყვიტა ვიქტორია აზარენკამ – ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან 2:6, 2:6 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 02
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რუმინეთის ქალაქ სიბიუში – მასპინძელთა ნაკრები 17–ქულიანი სხვაობით დაამარცხა და ამ მხრივ თავისი რეკორდი დაამყარა მიმდინარე ევროსაკვალიფიკაციო ციკლში.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 სექტემბერი 02
1 სექტემბერს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი დაიწყო განახლებული ფორმატით და მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობით.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 02
2 სექტემბერს კალათბურთის მოყვარულებს საშუალება ექნებათ ერთობლივად უგულშემატკვირონ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებისა და რუმინეთის ეროვნული ნაკრების დაპირისპირებას კაფე „დისქავერში", „Scarlet Sails" სა და რესტორანში „ მესტუმრე" (ძველი „მალიბუ").    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 სექტემბერი 01
ლონდონში მიმდინარე პარაოლიმპიურ თამაშებში ქართველი პარაოლიმპიელები 1 სექტემბრიდან ჩაერთვებიან. ლონდონის პარაოლიმპიურ სოფელში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, მოგვიანებით კი საქართველოს პარაოლიმპიური დელეგაციისათვის ლონდონში საქართველოს საელჩომ საგანგებო მიღებაც გამართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 01
31 აგვისტოს მონაკოში "ლუი მეორეს" სახელობის სტადიონზე ევროპის სუპერთასი გაიმართა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩემპიონთა ლიგის მომგები ლონდონის "ჩელსი" და ევროპის ლიგის გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკო".
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 სექტემბერი 01
ანა ტატიშვილმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა პირადი რეკორდი. ნიუ იორკში მიმდინარე აშშ–ს ღია პირველობაზე ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და მერვედფინალში გავიდა, არადა, მას მანამდე მაქსიმუმ ერთი თამაში ჰქონდა მოგებული დიდი სლემის კატეგორიის ტურნირებზე.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2012 სექტემბერი 01
თურქეთის ქალაქ სტამბულში მიმდინარე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე 31 აგვისტოს მეოთხე ტური გამართა, რომელიც წარმატებული გამოდგა ქართველი კაცების და ქალების გუნდებისთვის.