სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
         
09
14 15 16
17 22 23
30
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ მოტოციკლების ტრეკს ესტუმრნენ, რომელიც კერძო ინვესტიციით "ჰასკი ჯგუფის" მიერ მოეწყო.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 28
28 აპრილს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა Jr.NBA-ის და კალათბურთის ფედერაციის ლიგის გახსნა და კენჭისყრა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ასევე ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 28
28 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს - კახა გუგეშაშვილს, რუსთავის მერს დავით ჯიქიას, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მაღლაკელიძეს და საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტს და რუსთავის ავტოდრომის მფლობელს შოთა აფხაზავას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 27
27 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ძიუდოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს შეხვდა და მოპოვებული გამარჯვებები მიულოცა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 აპრილი 26
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს შევარდენის სარაგბო კომპლექსზე საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრებს შეხვდა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 26
იტალიის მონცას ლეგენდარულ ავტოდრომზე იასპარეზა და ჩემპიონი გახდა ქართული დროშის ქვეშ მოასპარეზე "არტლაინი", რომელმაც ლამბორგინის ევროპის სუპერტროფეოს პირველობა მოიპოვა, გუნდებს შორის და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.   
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 აპრილი 26
26 და 27 აპრილს მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის თასი სვანეთს ეწვევა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 26
შეჯიბრში მონაწილეობენ საქართველოს, ბელორუსიის, თურქეთის, რუსეთის, რუმინეთისა და ყაზახეთის 17 წლამდე ნაკრებები.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აპრილი 26
საქართველოს კალათბურთს ეროვნულ ფედერაციასა და კახეთის კალათბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამით დაიწყო რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის განხორციელება, რომელზეც საქართველოს კალათურთის ეროვნული ფედერაცია 2 წლის მანძილზე მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა იმ პრინციპებსა და დეტალებზე, რომელთა გატარებაც რეგიონებში კალათბურთის განვითარებას უზრუნველყოფს.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აპრილი 26
21-23 აპრილს თელავში 2004-2007 წლებში დაბადებულთა შორის კახეთის რეგიონის საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ხუთმა გუნდმა მიიღო. ტურნირში თელავის 2 გუნდთან ერთად იასპარეზეს ლაგოდეხის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს წარმომადგენლებმა.   
კატეგორია : ევროპის ჩემპიონატები თარიღი : 2017 აპრილი 26
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 25
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია ხმლით ფარიკაობაში.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 აპრილი 25
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მზიურის კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას. ტერიტორიას არ შეეცვლება სპორტული პროფილი და განკუთვნილი იქნება ჩოგბურთისთვის.
კატეგორია : I კვარტალი თარიღი : 2017 აპრილი 25
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 25
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად „ანტინიკოტინური კამპანიის" სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აპრილი 25
გაირკვა ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი. ტურნირი 2017 წლის 8-20 აგვისტოს გაიმართება თბილისის ოლიმპიური სასახლეში. ამერიკის კონფედერაციიდან 5 საგზური მოიპოვეს არგენტინის, ბრაზილიის, ჩილეს, ვენესუელისა და მექსიკის გუნდებმა. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 24
საქართველოს ნაკრების წევრი კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილი (61 კგ) WKN-ის ვერსიით ფულკონტაქტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა 12-რაუნდიან ფინალურ ბრძოლაში ფრანგი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ჯონათან პასტორინი დაამარცხა.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აპრილი 24
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 24
ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრმა ლუკა ღაღანიძე პირველად ისტორიაში რაპირით ფარიკაობაში ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აპრილი 24
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 20-23 აპრილს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში 3 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, ხოლო გუნდურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს !
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 აპრილი 24
დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ევროპის ინდივიდუალური პირველობის გამარჯვებულია! ძაგნიძე პირველი ქართველი ქალია, რომელმაც კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული მოიგო.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 24
22-23 აპრილს დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში გაიმართა სუმოს ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენმა.   
კატეგორია : 2017 თარიღი : 2017 აპრილი 21
კატეგორია : ევროპის ჩემპიონატები თარიღი : 2017 აპრილი 21
კატეგორია : მსოფლიო ჩემპიონატები თარიღი : 2017 აპრილი 21
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 21
დანიის ქალაქ როსკილდში გამართულ კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო; 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.   
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აპრილი 20
ვიტალი დარასელიას სახელობის მეორე საერთაშორისო ტურნირი 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის დღეს დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აპრილი 20
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის - "საქართველოს მოხალისეს"   ფარგლებში, რომლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან  20 მაისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ქ. თბილისიდან და  საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე). კონკურსის პირველი ეტაპი კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან  20 მაისის ჩათვლით  რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე http://youth.gov.ge/home  კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 20
20 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტს დარიუშ როზუმს და გენერალურ მდივანს რიხო რანიკმას. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე.   
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აპრილი 19
დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილი ქართული ჭიდაობა იყო. ტურნირი სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერის" ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები კი საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იყვნენ. შეჯიბრი რვა წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა,
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 19
დღეს ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი სპორტსმენების და გუნდებისადმი მიძღვნილი პირველი ფოტოკრებულის „ქართული სპორტის დიდი სახელები" პრეზენტაცია გაიმართა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 19
10 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირები გაიმართება სპორტულ ნარდში. 10-14 მაისს სასტუმროში „თბილისი მარიოტი" მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდება სპორტულ ნარდში, 15-19 მაისს კი სასტუმრო  „წყალტუბო პლაზა"  საერთაშორისო  მედია-ტურნირს უმასპინძლებს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აპრილი 19
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 19 აპრილს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აპრილი 18
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გამართულ ძიუდოისტთა ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ჯამში 8 მედალი - 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 აპრილი 18
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (18-წლამდელებმა) რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის ფინალში მასპინძელ საფრანგეთს 2 ლელო დაუდეს, 2 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაუტანეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 18:36.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აპრილი 13
დღეს თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა. თბილისის და გორის სტადიონები კონტინენტის პირველობას 2-15 ივლისს უმასპინძლებენ.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აპრილი 13
2017 წლის 8-20 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური სასახლე ხელბურთში მსოფლიო 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს 24 გუნდის მონაწილეობით.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 12
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს, ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებს და ასაკობრივი ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს უმასპინძლა. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 12
საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება. პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს და მოახლოებული შეჯიბრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.   
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 აპრილი 12
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (18-წლამდელები) 2017 წლის რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში მებრძოლი იაპონია 42:17 დაამარცხეს და ტურნირის ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 12
8-9 აპრილს, დანიის ქალაქ როსკილდში, კონტაქტურ კარატეში, ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.   
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აპრილი 12
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში ჯგუფის ფავორიტ იტალიასთან ფრედ 2:2 ითამაშა, მეორე ადგილი დაიკავა და ახლა ფლეი ოფში ეცდება ევრო 2018-ის საგზურის მოპოვებას.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 აპრილი 11
დასრულდა დევისის თასზე ვაჟთა შორის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში მოასპარეზე საქართველო - ლიტვის შეხვედრა, რომლებიც ამავე ზონის პირველ ჯგუფში გადასასვლელად იბრძოდნენ. შეხვედრას თბილისში „მზიურის" კორტებმა უმასპინძლა. 3:2 გაიმარჯვა ლიტვამ. რაც შეეხება საქართველოს, იგი პირველ ჯგუფს ვერ შესწვდა და მომავალი სეზონიდან ასპარეზობას ისევ ამ ჯგუფში გააგრძელებს.
კატეგორია : 2016 წლის ანგარიში თარიღი : 2017 აპრილი 10
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 10
11-14 აპრილს თბილისი სახელგანთქმული ქართველი მოკრივის დავით კვაჭაძის სახელობის პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 10
10 აპრილს ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფიგურულად მოციგურავე მორის ყვითელაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე  მოპოვებული წარმატება მიულოცეს.   
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 10
საქართველოს უსინათლო ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. კონტინენტის პირველობას 17 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 10
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი! ლაშამ ერთ-ერთ მოძრაობაში - ატაცში - მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა!
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 08
  სამოყვარულო ტურნირის  ნატოს თასი 2017-ის  გამარჯვებული  შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდა.  გამარჯვებულ გუნდს  ნატოს თასი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 07
დიღომში, ახალ ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ფრენბურთის დარბაზში მინი-ფეხბურთში ნატოს თასი-2017 გრძელდება. უკვე გამოვლინდნენ 1/4-ფინალისტები.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 აპრილი 07
თბილისში, "მზიურის" კორტებზე დღეს დაიწყება დევისის თასის გათამაშება. ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფის ჩოგბურთელ ვაჟთა გუნდები - საქართველო და ლიტვა პირველ დივიზიონში გადასასვლელი ფლეიოფის საგზურისთვის ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას. ჩვენებმაც და ბალტიისპირელებმაც პირველი რაუნდის შეხვედრები მოიგეს და ზონაში ადგილი დაიბევეს.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 აპრილი 06
6 აპრილს 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჩოგბურთში დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა. დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები საქართველოსა და ლიტვის  ნაკრებებს შორის 7-9 აპრილს  მზიურში მდებარე საჩოგბურთო კორტებზე  ჩატარდება
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 06
ტურნირი მინი-ფეხბურთში ნატოს თასი-2017 ოფიციალურად დაიწყო! გათამაშება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. სამოყვარულო ტურნირი ნატო-ს დღეების 10 წლის იუბილეს ეძღვნება და მის მთავარ მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
კატეგორია : თბილისის გრან პრი თარიღი : 2017 აპრილი 05
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2017 აპრილი 04
5 აპრილს, 13 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მზიურის კორტებზე ჩოგბურთელთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრება.სამინისტროს პრესსამსახური
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 აპრილი 04
4 აპრილს შევარდენის რაგბის ბაზაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სს „საქართველოს რკინიგზასა" და სარაგბო კლუბ „ლოკომოტივს" შორის.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 აპრილი 04
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის ჯგუფურ ეტაპზე ლიტვას დაუპირისპირდება. "დევისის თასის" ევრო-აფრიკული ზონის, მეორე ჯგუფის მატჩი 2017 წლის 7-9 აპრილს  მზიურში მდებარე საჩოგბურთო კორტებზე  საქართველოს და ლიტვის ნაკრებს შორის გაიმართება.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 03
3 აპრილს, სასტუმრო ,,რედისონში" საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ სეზონის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 03
3 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.   
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 03
სპორტული ჟურნალისტიკა სერიოზული ტრანსფორმაციის ეტაპზეა. არის ეს პროცესი ბუნებრივი განვითარება თუ ახალ რეალობებთან ადაპტირება, ჯერ-ჯერობიით ძნელი სათქმელია.   
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 03
TCR International Series-ის 2017 წლის ჩემპიონატი 2 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიხსნა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აპრილი 03
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. კონტინენტის პირველობა 1-2 აპრილს უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში გაიმართა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აპრილი 02
ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა თბილისის ძიუდოს გრან პრის გათამაშება. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.   
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აპრილი 01
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს გრან პრის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისთვის ნაკლებად წარმატებული გამოდგა. გუშინ მოპოვებული 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლის შემდეგ, დღეს ირაკლი ცირეკიძის გუნდმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.