სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
06
09 12
20 21
26 28
       
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 მაისი 31
საფრანგეთის ღია პირველობის მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშილმა ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 31
მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვლავ ნიკოლოზ კვეზერელი უხელმძღვანელებს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მაისი 30
ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში დღეს კოკა-კოლას თასის თბილისის ფინალები გაიმართა. ვაჟთა შორის ფინალურ მატჩში 147-ე სკოლამ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა 23-ე სკოლის გუნდი.
კატეგორია : საქართველოს თასი თარიღი : 2017 მაისი 30
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 მაისი 30
იხილეთ მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური საიტი
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მაისი 30
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო თასს მასპინძლობს. მსოფლიო თასი რაგბიში პროექტის - check in Georgia ფარგლებში იმართება.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 მაისი 30
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში ჟილ სიმონს დაუპირისპირდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 29
29 მაისს, სპორტკომპლექს "ოლიმპიკში" , წყალბურთელთა ახალი გუნდის თბილისის "დინამოს" პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის "დინამო" ქართულ წყალბურთს 22 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. "დინამო" პირველ მატჩს დღესვე, საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით გამართავს.   
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 29
უნგრეთის ქალაქ სზეგედში გამართულ მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე კანოეში, წარმატებით იასპარეზა რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა ზაზა ნადირაძემ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 29
„დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონია. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა  ფინალური სერიის მესამე მატჩი ქუთაისში მოიგო და დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 27
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში რუსთველის გამზირზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მინისტრმა სპორტული და ახალგაზრდული თემატიკის ლოკაციები დაათვალიერა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის მიერ მოწყობილ საჩვენებელ ტურნირებს დაესწრო.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 25
პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გამართულ შშმპ მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრებმა 27 მედალი - 16 ოქრო, 5 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 25
25 მაისს, ახალ თბილისში მდებარე ფრენბურთის დარბაზის წინ (ამერიკის საელჩოს მიმდებარედ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია შეხვდნენ ბულგარეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებულ ავტომრბოლებს - სანდრო ლომაძეს და მევლუდ მელაძეს.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 25
2018 წელს საქართველო მნიშვნელოვან ღონისძიებას - ეპასის (EPAS - Enlarged Partial Agreement on Sport - გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის სფეროში) მე-15 საიუბილეო მინისტერიალს უმასპინძლებს!
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 24
24 მაისს სპორტკომპლექსში „ახალი თბილისი",  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს იდეითა და მხარდაჭერით განხორციელებული და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით მომზადებული ქართული სპორტის სტატისტიკის ვებ-პორტალის - www.sportstat.gov.ge  პრეზენტაცია გაიმართა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 24
23 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მდინარე მტკვარზე მოეწყო ჯომარდობის ევროპის  ჩემპიონატის წინა საჩვენებელი დაშვება.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 23
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამბოში ევროპის ჩემპიონ და პრიზიორ სპორტსმენებს უმასპინძლა. მასთან ერთად ნაკრების წევრებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 23
20-21 მაისს ავტომრბოლებმა სანდრო ლომაძემ და მევლუდ მელაძემ ევროპის თასის პირველ ეტაპზე იასპარეზეს, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ქართულმა წყვილმა ევროპის თასზე მესამე ადგილი დაიკავეს, ბულგარეთის პირველობის ეგიდით გამართული რბოლა კი მოიგეს!
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მაისი 22
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას „მომავლის ბანაკში" მდებარეობა: შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია რეგისტრაციის გავლა  შეუძლიათ  უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 18-25 წლის სტუდენტებს.      
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 22
19-21 მაისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 19
22-28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ჯომარდობაში.  ევროპირველობასთან დაკავშირებით 19 მაისს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 19
18 მაისს გორში გაიმართა საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის "დიდი 10"-ის გამარჯვებული გორის "ჯიქის" დაჯილდოების ცერემონია.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 19
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესტუმრნენ და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელებს და საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება მიულოცეს.   
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 18
თბილისის ოლიმპიური სასახლეში უშუს ევროპის ჩემპიონატს მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 18
თბილისის ოლიმპიური სასახლეში უშუს ევროპის ჩემპიონატს მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მაისი 18
ქ. გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პროექტ „არტიშოკის" ფარგლებში დადგმული სპექტაკლის ჩვენება სახელწოდებით - „ჩვენ აქ აღარ ვცხოვრობთ" გაიმართა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 17
17 მაისს სავაჭრო ცენტრში "თბილისი მოლი" ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის  -  ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი - "ოქროს ლიგა" გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც თბილისის "შევარდენი 2005" გახდა. ფინალში "შევარდენი 2005"-მა ქარელის "დურმიშხანი" დაამარცხა. მესამე ადგილოსნები გახდნენ - "ლიდერი" და "ოლიმპი".   
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 17
ევროპის ჩემპიონატში 28 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია 16 მაისს გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 მაისი 16
17 მაისს სავაჭრო ცენტრში "თბილისი მოლი" ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი - "ოქროს ლიგა" გაიმართება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 16
Junior NBA-GBF ლიგა იწყება.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 16
23-29 ივლისს უნგრეთის ქალაქი გიორი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მაისი 16
გორის ‘ჯიქმა' დიდი 10 ტოიოტას ფინალში ბათუმის ‘ბათუმს' 28:22 სძლია და არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 15
რევაზ ჩომახიძის გუნდმა დაამარცხა შვეიცარია 10:3, კვიპროსი 26:4, ხოლო საფრანგეთი - 7:1. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 15
თბილისის ოლიმპიური სასახლე 14-20 მაისს უშუს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 15
15 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე (ჭავჭავაძის 49ა, სპორტის სამინისტროს შენობა) გაიხსნა განახლებული ნინო სალუქვაძის ტირი, რომელსაც დაემატა ახალი სასროლეთი.   
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 15
ზაზა ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ითამაშა. ოკლენდური გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ, დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში, ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რითც დიდად დაეხმარა თავის გუნდს, რომელმაც 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა „სან ანტონიოს" და საბოლოოდ 113:111 იმარჯვა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 მაისი 13
ევროპის ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ კომპიუტერის წინააღმდეგ მატჩი  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართა.ღონისძება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 11
ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში, 23-წლამდელთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში, რაპირით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 11
6-9 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტდარბაზში ირაკლი გელდიაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი ჩატარდა მეკლდეურობაში.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 11
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილეებთან - აკაკი ლოდიასთან და შალვა გოგოლაძესთან ერთად, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს ოლიმპიურ სასახლეში შეხვდა და მოპოვებული წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 მაისი 11
წილისყრის სრული შედეგი ასეთია:
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მაისი 10
2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები „დ" ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ზღვისრეთის ზონის გამარჯვებულთან და ამერიკის მეორე გუნდთან ითამაშებენ.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 10
პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, წარმატებული მშვილდოსნები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში მიიღო და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მაისი 10
ოთხშაბათს, 10 მაისს, საქართველოს დროით 12 საათზე, კიოტოში (იაპონია) 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება და ბორჯღალოსნები მეტოქეები ვინაობას შეიტყობენ.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 10
ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციამ 9 მაისს 25 წლის იუბილე იზეიმა. VTB არენაზე გამართულ ღონისძიებას, რომელიც საჩვენებელ გამოსვლებსაც მოიცავდა, ფედერაციის მესვეურების გარდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, თბილისის მერიის სპორტის სამსახურის მესვეურები და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მაისი 08
გაცნობებთ, რომ ა.წ. 25-26 მაისს ესპანეთში (მალაგა), დაგეგმილია ეუთო-ს ახალგაზრდობისა და უსაფრთხოების კონფერენცია. კონფერენცია გაიხსნება 25 მაისს, სადაც კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთო-ს გენერალური მდივანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 08
6-9 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტდარბაზი ირაკლი გელდიაშვილის სახელობის მემორიალურ ტურნირს მასპინძლობს მეკლდეურობაში, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს უძლიერესი მეკლდეურები სხვადასხვა რეგიონებიდან.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 08
7 მაისს, თელავში (ვარდოშვილის 5/ა), სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მშენებარე მრავანფუნქციურ სპორტულ კომპლექსს ესტუმრნენ, სადაც უკვე დაიწყო მუშაობა ორმა საცურო აუზმა, უახლოეს პერიოდში კი დამატებით ორი აუზის მშენებლობა დასრულდება.   
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 08
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 08
ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ჩტარებული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შემდეგ დამტკიცდა ტურნირის კალენდარი.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 08
8 მაისს კახეთმა ზედიზედ მეოთხედ უმასპინძლა ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას სპორტის ისტორიაში - მსოფლიო რბენას Wings for Life. გარბენი ტრადიციულად ლოპოტის გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ გაიმართა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 07
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედლით დაასრულა გამოსვლა - გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა - ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით მოიპოვა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მაისი 05
თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 05
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში სუმოს კავშირის ხელმძღვანელობას და საქართველოს სუმოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სპორტსმენებს შეხვდა, რომლებმაც თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.   
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 05
4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 04
4 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, სპორტკომპლექსში „არენა 2", ახლადგახსნილი საბავშვო სპორტული ტანვარჯიშის ცენტრი დაათვალიერა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 04
3 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც ზურაბ იაკობიშვილის (65) და ელიზბარ ოდიკაძის (97) ანგარიშზეა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 მაისი 03
მზიურში მდებარე საჩოგბურთო კომპლექსს ლეგენდარული ქართველი მოთამაშის ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 03
თბილისმა პარაფრენბურთის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირში საქართველოს, ლატვიის, პოლონეთისა და ყაზახეთის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირის გამარჯვებული პოლონეთის ნაკრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვა.    
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 03
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრის - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტ უორიორზმა" ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მაისი 03
გურამ კაშიას შემდეგ კიდევ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მოიგო ქვეყნის თასი. ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა ლუკა ზარანდიამ პოლონეთის, ხოლო ეროვნულის მცველმა საბა კვირკველიამ რუსეთის თასი აღმართა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მაისი 02
2-5 მაისს  საქართველოში ოფიციალური მისიით იმყოფება გაერო-ს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მატეო ლანდი, ინდუსტრიული განვითარების ექსპერტი (UNIDO) და ფრანჩესკო კანდელარი, სოციალური მეწარმეობის ექსპერტი (UNIDO).
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 02
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ხმლით ფარიკაობაში.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მაისი 02
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 02
2 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში. 2-4 მაისს მედლებისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ, 5-7 მაისს კი ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები.  
კატეგორია : 2017 თარიღი : 2017 მაისი 02
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მაისი 02
17-წლამდელთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მოიგო! იუნიორთა საერთაშორისო ტურნირი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 01
1 მაისს, სამინისტროში "სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს" სხდომა გაიმართა.   
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 მაისი 01
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 01
29-30 აპრილს, დიღმის ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი კონტაქტურ კარატეში ბავშვთა და მოზარდთა შორის.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მაისი 01
1 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტარტი აიღო საქველმოქმედო პროექტმა „წიგნი ყველა სოფელს". პროექტი „წიგნი ყველა სოფელს" მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შეუქმნას თანაბარი პირობები  შემოქმედებითი, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში შეგროვდა 50 000- მდე წიგნი და მომარაგდა 200-მდე ბიბლიოთეკა. წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, შეგროვილი წიგნები კი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლების სასკოლო და ცენტრალურ ბიბლიოთეკებს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 01
საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები "ევროპის დიდი პრიზის" გამარჯვებულია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 01
საქართველოს თასის მფლობელი საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010" გახდა. შარშან წაგებული ფინალის შემდეგ იმერულმა კლუბმა ამჯერად მოახერხა „დინამოს" დამარცხება და სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ტიტულს დაეპატრონა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 01
17-წლამდელ წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირი ნოდარ გვახარიას თასზე რუსეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებულებზე ორით ნაკლები, 11 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მაისი 01
საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიის ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის თასი აღმართა! გადამწყვეტ შეხვედრაში არნემელებმა ალკმაარის აზ 2:0 დაამარცხეს.