სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
06
09 12
20 21
26 28
       
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 01
1 მაისს, სამინისტროში "სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს" სხდომა გაიმართა.   
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 მაისი 01
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 01
29-30 აპრილს, დიღმის ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი კონტაქტურ კარატეში ბავშვთა და მოზარდთა შორის.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მაისი 01
1 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტარტი აიღო საქველმოქმედო პროექტმა „წიგნი ყველა სოფელს". პროექტი „წიგნი ყველა სოფელს" მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შეუქმნას თანაბარი პირობები  შემოქმედებითი, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში შეგროვდა 50 000- მდე წიგნი და მომარაგდა 200-მდე ბიბლიოთეკა. წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, შეგროვილი წიგნები კი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლების სასკოლო და ცენტრალურ ბიბლიოთეკებს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 01
საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები "ევროპის დიდი პრიზის" გამარჯვებულია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 მაისი 01
საქართველოს თასის მფლობელი საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010" გახდა. შარშან წაგებული ფინალის შემდეგ იმერულმა კლუბმა ამჯერად მოახერხა „დინამოს" დამარცხება და სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ტიტულს დაეპატრონა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 01
17-წლამდელ წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირი ნოდარ გვახარიას თასზე რუსეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებულებზე ორით ნაკლები, 11 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მაისი 01
საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიის ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის თასი აღმართა! გადამწყვეტ შეხვედრაში არნემელებმა ალკმაარის აზ 2:0 დაამარცხეს.