სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      03 04
10 11
18
23 24 25
26 27 28 29 30    
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივნისი 05
5 ივნისს, სპორტკომპლექს ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „მოხალისეში", საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, საფეხბურთო კლუბების - ეროვნული ლიგის და ასევე ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2017 ივნისი 05
სამშაბათს, 6 ივნისს, 12:00 საათზე, ტექნო პარკში(ინოვაციების ქუჩა#7)    ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის'' დახურვის ცერემონია და  პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში შექნილი უსინათლოთათვის ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციის ,,Lari Reader''-ის პრეზენტაცია გაიმართება. საპილოტედ ინკლუზიურ კლასში 10 შშმ პირი შეირჩა,კურსის დახურვა მხოლოდ შვიდმა მოსწავლემ შეძლო. ტრენერების დახმარებით პრაქტიკულ ნაწილში დასაქმდა და  აპლიკაცია შექმნა კურსის წარმატებულმა მონაწილეებმა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 05
29-30 მაისს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) საარჩევნო კონგრესი გაიმართა.
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2017 ივნისი 05
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციების WORLD VISION-საქართველოს და USAID ,,ზრდა'' პროექტის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 5 ივნისიდან  23 ივნისის ჩათვლით, ახორციელებს პროექტს - ,,ახალგაზრდობის კეთილდღეობის ზრდისა და განვითარების მხარდაჭერის პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერების გზით". ამ მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, მოხდება სამიზნე მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურების კომპეტენციების გაზრდისა და მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი მდგრადი ინსტიტუციონალური მექანიზმების დანერგვის მხარდაჭერა. ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, როგორც ახალგაზრდებთან ყველაზე დაახლოებულ ინსტიტუტებს, განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერაში. პროქტის მიზანია, მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ ცხოვრებაში და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებსა და პორბლემებზე იქნება ორიენტირებული.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 05
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის 2016-2017 წლის სეზონის გამარჯვებული დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ოთია გიორგაძის კლერმონი გახდა. კლერმონმა ფინალში 22:16 დაამარცხა ტულონი, რომლის ღირსებასაც მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, ბადრი ალხაზაშვილი და შალვა მამუკაშვილი იცავენ.