სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      03 04
10 11
18
23 24 25
26 27 28 29 30    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 13
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" გამარჯვებული  გიორგი ტუმასიანი გახდა. 21-მა კონკურსანტმა სამი შესარჩევი ეტაპი გაიარა. მესამე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა კომისიის წინაშე წარმოადგინეს საჯარო გამოსვლა თემაზე „Challenges facing youth on national and international level - similarities and differences". გამარჯვებული ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 13
13 ივნისს, სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან ტომ ვაიკინგთან და ვიცე-პრეზიდენტთან შაჰინ ვაიკინგთან. სტუმრებს, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან - ზაქარია ჯაჭვაძესთან ერთად უმასპინძლა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ.   
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივნისი 13
ზაზა ფაჩულია მსოფლიოს ჩემპიონია! სწორედ ასე უწოდებენ ამერიკელები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებულს და რეალურადაც ასეა: ნბა გახლავთ მსოფლიოს უძლიერესი ლიგა, სადაც თავი მოყრილი აქვთ პლანეტის საუკეთსო მოთამაშეებს. პირველად, ისტორიაში, ამერიკის ნაციონალური პროფესიული ლიგის გამარჯვებული გახდა ქართველი კალათბურთელი.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივნისი 13
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს ბაადურ ჯობავას უმასპინძლა.