სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
29 30
           
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 31
მსოფლიო რაგბის ფედერაციამ გამოაგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩატარებულმა 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობამ უმაღლესი შეფასება მიიღო. 
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 ივლისი 31
35 წლის შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა კარიერაში სარეკორდო მე-19 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა. როჯერმა უიმბლდონის ფინალში მარტივად ხორვატი მარინ ჩილიჩი 6:3, 6:1, 6:4 დაამარცხა და უიმბლდონი კარიერაში მერვედ მოიგო, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ჩილიჩს ფეხის ტრავმა აწუხებდა და ამანაც ხორვატის თამაშს დაღი დაასვა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 ივლისი 31
უიმბლდონის ჩემპიონი ქალთა თანრიგში გარბინიე მუგურუსა ბლანკო გახდა. 23 წლის ესპანელმა გადამწყვეტ მატჩში ვინუს უილიამსი 7:5, 6:0 დაამარცხა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 28
26 ივლისს, ბუდაპეშტში გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა გოგოლაძისა და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის დავით რურუას შეხვედრა სპორტის საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრთან ტუნდე საბოსთან.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით სოფელ ფოლადაურში „საერთაშორისო  საზაფხულო სკაუტური ბანაკი" გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 28
დღეს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფანკლუბი დაფუძნდა. ღონისძიებას ნაკრების ყოფილი მოთამაშეები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 28
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდს ძიუდოისტებმა კიდევ ორი მედალი შემატეს - 27 ივლისს თავი გამოიჩინეს მარიამ ჭანტურიამ (63კგ) და ვლადიმერ ახალკაცმა (81კგ). მარიამმა ყველა მეტოქე დაჯაბნა და დიორში მეორედ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი, ახალკაცი კი ბრინჯაოს დაეუფლა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 27
27 ივლისს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეწვია ევროპის საბჭოს სპორტული კონვენციების დეპარტამენტის წარმომადგენელი, იურისტი,  ექსპერტი სპორტის საკითხებში, პროექტ „სპორტი დანაშაულის გარეშე" კოორდინატორი კასანდრა ფერნანდესი.  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივლისი 27
27 ივლისს, სასტუმრო „ბილტმორის" კონგრესჰოლის ფოიეში საჭადრაკო მსოფლიო თასთან დაკავშირებით გაიმართა პრესკონფერენცია. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 27
საქართველოს მოქალაქე ყველა ახალგაზრდას 18 დან 25 წლამდე  საშუალება აქვს გაუგზავნოს  წერილი გაეროს გენერალურ მდივანს! გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, გიორგი ტუმასიანის ინიციატივით იწყება პროექტი "წერილი გაეროს გენერალურ მდივანს". კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო წერილი გადმოეცემა გაეროს გენერალურ მდივანს სექტემბერში ნიუ-იორკში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ვიზიტის დროს. გამარჯვებულთა გამოსავლენად შეიქმნება სპეციალური კომისია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივლისი 27
სარაევოში დასრულებულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში ჩემპიონები გახდნენ გიორგი ჭოლაძე (42კგ) და გიორგი გეგელაშვილი (46კგ).
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 27
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველთაგან მეორე მედალი, ამჯერად ოქროსი, კვლავ ძიუდოისტმა მოიპოვა. დიორის ოლიმპიურ პარკში საქართველოს ჰიმნი 66კგ წონაში მოასპარეზე გიორგი ჩიხელიძის გამარჯვების აღსანიშნავად აჟღერდა!
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 26
დღეს 26 ივლისს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 26
უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზდულ ოლიმპიურ ფესტივალზე  საქართველოს გუნდს პირველი მედალი ძიუდოისტმა ბექა წიფიანმა (55კგ) მოუტანა. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 25
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში სიახლეა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სლოვენიაში შეკრებაზე მყოფ რუსეთის სტუდენტურ ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში არ შედიოდა, თუმცა რუსეთის სტუდენტური ნაკრები სლოვენიაში შეკრებას გადის და 28 ივლისს სლოვენიელთა ეროვნულ გუნდს გაეჯიბრება, მანამდე კი, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ნაკრებს შეხვდება. 
კატეგორია : U20 ნაკრები თარიღი : 2017 ივლისი 24
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 24
დღეს თბილისის დინამოს ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩის 80 წლის იუბილეა: 1937 წლის 24 ივლისს საქართველოს საუკეთესო კლუბმა ბასკეთის ნაკრებს თბილისში, ლავრენტი ბერიას სახელობის დინამოს სტადიონზე უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 0:2.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 24
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-7 ადგილზე დაასრულა. მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდმა პორტუგალიას 61:53 სძლია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 21
დღეს ვერის საკალათბურთო დარბაზში ოფიციალურად დაიხურა ესპანური სასკი ბასკონიას და  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი კემპი, რომელშიც 75 პერსპექტიული მოზარდი მონაწილეობდა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 21
23-29 ივლისს უნგრეთის ქალაქი დიორი ევროპის XIV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. საქართველოს გუნდის გაცილების საზეიმო ცერემონია დღეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 21
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენთა კონტინენტური შეჯიბრებაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივლისი 20
20 ივლისს, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საახლეში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილე აღინიშნა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 20
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ორწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება - XIV თამაშებს უნგრეთის ქალაქი დიორი 23-30 ივლისს უმასპინძლებს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 19
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 19
22-23 ივლისს მოსკოვი ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის  კაცთა და ქალთა ნაკრებები მიიღებენ
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 ივლისი 19
ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოყვარულთა შორის 4 აგვისტოს დაიწყება, გამარჯვებულები კი 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან. ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : 2017 თარიღი : 2017 ივლისი 19
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 ივლისი 19
ვენაში, ხელბურთის ევროპული ფედერაციის ოფისში გაიმართა ერთბაშად 4 ტურნირის წილისყრა ქართული გუნდების მონაწილეობით.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 19
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 1/4-ფინალში ასპარეზობა გაინაღდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ჯგუფში ოთხიდან სამი მატჩი მოიგო და ბოლო სათამაშო დღის წინ პირველ ადგილზეა.
კატეგორია : 2017-2018 თარიღი : 2017 ივლისი 19
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 18
ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 17
17 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 17
16 ივლისს, 21:00  საათზე ანაკლიის „მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 17
19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა 2:1 დაამარცხა პორტუგალია და ამ ასაკში პირველად მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტული. თავის მხრივ პორტუგალია, რომელმაც ინგლისის დარად მესამედ ითამაშა ფინალში, კვლავ მეორე ადგილზე დარჩა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 14
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპს  იწყებს. ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეების დიდი უმრავლესობა თბილისში შეიკრიბა და 16 ივლისს, გუნდის სამწვრთნელო შტაბთან ერთად გენერალურ შეკრებაზე სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გაემგზავრება. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 14
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროგრამის ,,ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების პროგრამის'' ფარგლებში პანკისის ხეობაში,  გორში, ზუგდიდსა და ახალციხეში  ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლის'' მონაწილეთა შესარჩევად კრეათონი გაიმართა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 13
13 ივლისს, სპორტულ კომპლექს "არენა 1-ში" გაიმართა ტაეკვონდოს კორეელი სპეციალისტების თეორიული და პრაქტიკული სემინარი, რომელსაც კორეელი მწვრთნელები ქართველი სპორტსმენებისთვის ატარებენ. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.  
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 13
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ინგლისის და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ. ფინალური შეხვედრა 15 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაში 20 საათზე დაიწყება.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 12
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მორიგი სოციალური პროექტი „შემოსე თანამოქალაქე" სტარტს დღეიდან იღებს. პროექტს სამინისტრო მეორე წელია აფინანსებს. წელს პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დაფინანსებით და ხელშეწყობით განხორციელდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 3 000 ბენეფიციარს დაურიგდა ტანსაცმელი და სათამაშოები. მიმდინარე წელს ორგანიზატორები დაახლოებით იგივე რაოდენობის ბენეფიციარს დაეხმარებიან ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 12
ერთი თვეც არ გასულა რაც საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა და ჩვენმა ქვეყანამ პირველი ნაყოფი უკვე მიიღო. გაისად მაისში, 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ გაიმართება ტურნირი, რომელშიც უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის წარმომადგენლებთან ითამაშებს.
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2017 ივლისი 12
ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში პროექტ „შემოსე თანამოქალაქეს" ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტ „შემოსე თანამოქალაქეს" ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები,რომლებიც უსასყიდლოდ განაწილდება ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით. ნივთების შესაგროვებლად ბრენდირებული ყუთები განთავსდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასა და ახალი სპორტის სასახლეში. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და პროექტში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები დაესწრებიან.  
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 12
საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა სამტრედიამ ევროსეზონის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის უძლიერეს კლუბთან ყარაბაღთან 0:5 წაგებით გახსნა. საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 11
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტი ჟღ.NBA-GBF ლიგა  ჩატარდა. 
კატეგორია : 2017-2018 თარიღი : 2017 ივლისი 11
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 11
საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ ლეგენდარულ მთამსვლელს, მსოფლიოს ყველა უმაღლესი მწვერვალის დამლაშქრავს, იტალიელ რეინჰოლდ მესნერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ვერის პარკში მდებარე ალპინისტთა კლუბში შეხვდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 10
საქართველოს ჩემპიონატი 3x3 კალათბურთში თბილისის შესარჩევი ტურით, ლისის ტბაზე გაიხსნა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 10
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს საქართველოს 2016 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, მსოფლიო თასის მორიგ ეტაპში გამარჯვებული, მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მოინახულა. მინისტრთან ერთად ირმას მისი თანაგუნდელი ნინა თიბილაშვილიც ესტუმრა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 08
7 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია- ფესტივალი - ბაჩოს თასი 2017 გაიმართა. "ბაჩოს თასი 2017" მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში ჩატარდა, ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებულმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა მიიღეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 06
6 ივლისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უმასპინძლეს მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კონტაქტური კარატეს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს პირველობაზე ისტორიული შედეგი აჩვენა  - ანდრეი ზინჩენკომ (65 კგ) ვერცხლის და მიხეილ წიკლაურმა (75 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.   
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 06
7 ივლისს, 10:30 საათიდან ოლიმპიური სასახლე სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციულ ფესტივალს - ბაჩოს თასი 2017 - უმასპინძლებს. შეჯიბრებები ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 06
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა ჩაატარა: თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთს 2:1 სძლია. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიამ ამავე ანგარიშით სძლია ჩეხეთს და 1/2-ფინალში ასპარეზობა გაინაღდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 05
5 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებების მიღება. ევროპირველობაზე წარმატებით გამოსულ მოჭიდავეებს და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 05
თბილისის პირველ გიმნაზიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ფერეიდნელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 04
"ზედაზენის" ოფისის ეზოში საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში, მინისტრს, ძიუდოს ფედერაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 04
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე გუშინ B ჯგუფის შეხვედრები გაიმართა: თბილისში, მიხეილ მესხზე ინგლისის ნაკრებმა ბულგარეთს 2:0 სძლია, ჰოლანდიამ კი გერმანია 4:1 გაანადგურა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 03
თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით,განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 03
ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში არგენტინელ კარლოს ბერლოკს დაუპირისპირდა. მსოფლიოს მე-80 ჩოგანს ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 6:4; 7:6(7:3); 6:1 სძლია და მეორე წრეში გავიდა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 03
საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრი, ირმა ხეცურიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპის გამარჯვებული გახდა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივლისი 03
27 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით გერმანიის ქალაქმა დორტმუნდმა უმასპინძლა ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს, რომელზეც საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა და ჯამში 13 მედალი მოიპოვა.   
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 03
1-2 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ჩატარდა შინკიოკუშინკაი კარატეში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიგო: ვერცხლი და ბრინჯაო.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 03
საქართელოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 3 ივლისიდან დიდი სლემის მორიგ გათამაშებაში ჩაერთვება.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ივლისი 03
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში უნგრეთს სძლია და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ოქროს მედალი მოიპოვა. გუნდურ შეჯიბრში უნგრეთის წინაღმდეგ ქართველმა სპორტსმენებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს და 4:1 იმაეჯვეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 03
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი 2 ივლისს, თბილისსა და გორში გამართული A ჯგუფის ორი მატჩით დაიწყო. თბილისში, მიხეილ მესხზე ჩეხეთის ნაკრებმა 2:1 სძლია შვედეთს, საქართველო კი გორის თენგიზ ბურჯანაძეზე პორტუგალიასთან 0:1 დამარცხდა.