სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  05 06
19 20
23 24 25 26 27
28 29 30 31      
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 22
  22 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან  ერთად,  ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე მოქმედ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში, ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალს დაესწრნენ. ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.      
კატეგორია : მსოფლიო ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 22
კატეგორია : ევროპის ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 22
კატეგორია : თბილისის გრან პრი თარიღი : 2017 აგვისტო 22
კატეგორია : ევროპის ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 22
კატეგორია : მსოფლიო ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 22
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 22
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17-წლამდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, გამთენიისას  ათენში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აგვისტო 22
წარმატებული გამოდგა პარიზში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 4 წონითი კატეგორიიდან 2 მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები რობერტ კობლიაშვილმა (85) და რევაზ ნადარეიშვილმა (98) მოიპოვეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 21
21 აგვისტოს, "ქორთიარდ მერიოტში" (თავისუფლების მოედანი) გაიმართა წიგნის პრეზენტაცია ვლადიმერ ბოისას შესახებ. წიგნის პრეზენტაციას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 აგვისტო 21
კიდევ ერთხელ გვასახელა ქართული ჭადრაკის ლეგენდამ  ნონა გაფრინდაშვილმა! უბერებელი ჩემპიონი, ბარსელონაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 65+ ასაკის ქალთა შორის  პირველ ადგილზე გავიდა.
კატეგორია : მსოფლიო ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 21
კატეგორია : ევროპის ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 21
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 21
პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ უკვე მეორე წელია ფინანსდება და მას „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21" უწევს ორგანიზებას.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აგვისტო 21
21-26 აგვისტოს სააფრანგეთოს დედაქალაქი პარიზი თავისუფალი და ბერძნულ/რომაული სტილით მოჭდავეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართული საერთაშორისო ტურნირი, ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშება მოიგო!
კატეგორია : U16 ნაკრები თარიღი : 2017 აგვისტო 21
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-3 ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დრამატულ ბრძოლაში, ქულის სხვაობით 64:63 მოუგო და ბრინჯაოს მედალთან ერთად მოიგო გაცილებით ძვირფასი ტიტული - ელიტარული, A დივიზიონის საგზური!
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
მაშ ასე, გაიცანით - მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები! ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა. მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 18
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად დამატებით დაფინანსებას მიიღებენ.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 18
თბილისში, ქიაჩელის 14 ნომერში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მუსიკოსები არიან დასაქმებული. გარდა იმისია, რომ  "Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული. სოციალური საწარმოს მიზანია, გადაჭრას დასაქმების საკითხი ახალგაზრდებში.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 18
საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ნახევარფინალშია! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს ერთი ნაბიჯი აკლია ელიტარულ, A დივიზიონში გადასვლამდე.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 18
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო უკრაინის საერთაშორისო ტურნირი. კიევში, ვიკტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშებაში გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ დაამარცხა ბელარუსი და უკრაინელი თანატოლები და ფინალში ასპარეზობა გაინაღდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 18
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 17
17 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ოჯახის წევრებს შეხვდა და ჩილეში მოპოვებული წარმატება მიულოცა,
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 17
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. 3 დღეც და რიგით მეშვიდე 19-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება.    
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 16
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ნორვეგიასთან 21:39 წააგო. ხვალ, 17 აგვისტოს, ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიას დაუპირისპირდება, რომელიც პარალელურ მატჩში სერბეთთან 26:27 დამარცხდა.      
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 16
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის აცხადებს რეგისტრაციას ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი გაიმართება ქალაქ თბილისში 9-10 სექტემბერს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 16
16 აგვისტოს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა სამინისტროს ესტუმრა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს და მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს შეხვდა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 15
14 აგვისტოს, "ფუნიკულიორზე" გაიმართა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაცილების ღონისძიება, რომელსაც მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილესთან აკაკი ლოდიასთან და მოადგილეებთან შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად დაესწრო.  
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 15
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მსოფლიოს მე-7 ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის მეხუთე ტურში ჩილესთან 24:29 დამარცხდა. ბექა ორჯონიკიძის გუნდმა B ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა, 1/8-ფინალში ვერ გავიდა და 16 აგვისტოდან პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებს. საქართველოსთან ერთად ითამაშებს ჯგუფის მეექვსე ადგილოსანი ალჟირი და სხვა ჯგუფებში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდები.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 14
ბორჯომში, სოფელ ჩითახევში განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯარისკაცები ხელმისაწვდომი გარემოსათვის", რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებებში, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ-დაშავებულმა 16-მა ჯარისკაცმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. დაშავებული ჯარისკაცებისთვის ჩითახევში მოეწყო ადაპტირებული ბანაკი, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.    
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 14
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 13
ჩემპიონატის ინდივიდუალური პროგრამის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი +70 კგ. წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი გახდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 12
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 11
10 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გორს ესტუმრა. მინისტრმა,  შიდა ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, იოსებ ოქრომელიძესთან  და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან ერთად, რაგბის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამუშაოები დაათვალიერა და ლევან ტარყაშვილისგან მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო - ტარყაშვილი "სპორტმშენსერვისის" დირექტორია, თავის მხრივ, "სპორტმშენსერვისი",  სპორტის სასახლის დროულად და ხარისხიანად მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 აგვისტო 10
2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ დღეს ფიდე-ს მაღალჩინოსნებს, ვიცე-პრეზიდენტს ისრაელ გელფერს და გენერალურ მდივანს ჯეფრი ბორგს უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 10
ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრმა ლუკა კაპანაძემ (55 კგ) ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 10
ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები იაპონიასთან 22:30 დამარცხდა.
კატეგორია : ევროპის ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 09
კატეგორია : ევროპის ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 09
კატეგორია : მსოფლიო ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 09
კატეგორია : მსოფლიო ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 09
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 09
8 აგვისტოს ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარმა დარბაზმა უმასპინძლა. სანახაობა ანსამბლ სუხიშვილების მიერ შესრულებულმა ხორუმმა დაამშვენა.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 09
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მოჭიდავეებს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს უმასპინძლა. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა , 1-6 აგვისტოს ფინეთის ქალაქ ტამპერეში გამართულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 08
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონის თასი თბილისის სპორტის სასახლეში გამოფინა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ჯილდოს ოფიციალურ წარდგენაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 08
   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად,  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე  2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.    
კატეგორია : U18 ნაკრები თარიღი : 2017 აგვისტო 07
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2017 აგვისტო 07
სტაიერმა დავით ხარაზიშვილმა მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მარათონი 56-ე ადგილზე დაასრულა. პლანეტის პირველობას ამ დღეებში ლონდონი მასპინძლობს, ხარაზიშვილი კი ერთადერთი ქართველია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს.
კატეგორია : მსოფლიო ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 07
კატეგორია : მსოფლიო ჩემპიონატები თარიღი : 2017 აგვისტო 07
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 04
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და შპს "სპორტმშენსერვისის" დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დიღმის ოლიმპიურ აუზზე უმასპინძლეს. ოლიმპიური აუზის მომსახურებით ამ ეტაპზე 12 ბავშვმა ისარგებლა,სამომავლოდ დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება და სპორტულ აქტივობებში უფრო მეტი ბავშვის ჩართულობა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 03
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიტვური შეკრება გრძელდება. ქალაქ კლაიპედაში 31 ივლისს ჩასული ჩვენი ერვონული გუნდი ევრობასკეტის მოსამზადებელ ციკლში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 4-5 აგვისტოს გაიმართება. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 02
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი,გიორგი ტუმასიანის ინიციატივით და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით,30 ივლისს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა და ახალგაზრდა ეთნიკურმა უმცირესობებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან  ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სწავლება -"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 02
2 აგვისტოს, ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა უნგრეთის ქალაქ დიორში ჩატარებული 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნების მიღება და ჯილდოების გადაცემის ცერემონია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 01
1 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ თავისუფალ და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებებს.  
კატეგორია : II კვარტალი თარიღი : 2017 აგვისტო 01