სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
22 23 24
25 26 27 28 29 30  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 05
თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები, დღეს თბილისის დროით 22:30 საათზე  ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ისრაელის ნაკრები იქნება. ლიტვასთან გამარჯვების და გერმანიასთან და უკრაინასთან მარცხის შემდეგ ჩვენს გუნდს დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, იმისთვის რომ ჯგუფური ეტაპის დაძლევა და სტამბოლში პლეი ოფში თამაში შეძლოს.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
ვარლამ ლიპარტელიანი ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონატს მედლის გარეშე არ ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მან რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ წონა შეიცვალა, მედლის მოპოვება ახალ წონაშიც მოახერხა. იგი ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი -100კგ წონით კატეგორიაში გახდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 05
საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან და უკრაინასთან მარცხით ჯგუფიდან გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ახლა პლეი ოფში თამაში მარტო საქართველოს ნაკრებზე აღარ არის დამოკიდებული. 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
უშანგი მარგიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ევროპის ჩემპიონი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 05
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კახეთის მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან, თელავის მერ პლატონ კალმახელიძესთან და შპს „სპორტმშენსერვისის" დირექტორთან, ლევან ტარყაშვილთან ერთად თელავში მშენებარე სპორტის სასახლე მოინახულა.