სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
07 08
10 14 15
21 22
26 28 29
         
კატეგორია : ევროპის ჩემპიონატები თარიღი : 2017 ოქტომბერი 31
კატეგორია : მსოფლიო ჩემპიონატები თარიღი : 2017 ოქტომბერი 31
კატეგორია : 2017 თარიღი : 2017 ოქტომბერი 31
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 31
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპი იტალიასთან 0:2 წაგებით დაასრულა. მარცხის მიუხედავად, გიორგი ნემსაძის გუნდი გაისად ელიტ-რაუნდში იასპარეზებს. მასპინძელი ქვეყანა და მეტოქეები მოგვიანებით დადგინდება.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
2017-2018 წლების სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა სპორტის ისეთი სანახაობითი სახეობისათვის, როგორიც ფიგურული ციგურაობაა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
27 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე რევაზ ჯაველიძე დაბა კიკეთს ესტუმრნენ და ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობები მოინახულეს, რომელიც კიკეთში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში დამონტაჟდა. მინისტრი და მინისტრის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრნენ და სპორტული ინვენტარი გადასცეს.     
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
28 ოქტომებრს,  18:00 საათზე ,,ფაბრიკაში'' (მის: თბილისი, ე.ნინოშვილის N8)  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა'' შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა გაიმართება. პროექტის მონაწილები გორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან, პანკისის ხეობიდან წარმოადგენენ პროექტის ფარგლებში შექმნილ პროტოტიპებს - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველად ვერსიას, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. სამინისტროს პროექტი - „მეწარმეობის რეგიონული სკოლა"  2017 წლის ივნისში დაიწყო და განხხორციელდა ოთხ მუნიციპალიტეტში - ახალციხეში, გორში, ზუგდიდსა და პანკისის ხეობაში. პროგრამის მიზანს  ახალგაზრდებში სამეწარმეო და ინოვაციური უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 25
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ჰიმალაიდან დაბრუნებულ მთამსვლელებს არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 25
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საწყის მატჩში ლატვიას 1:0 მოუგო. გიორგი ნემსაძის გუნდმა მეტოქეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 24
24 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს. ძიუდოისტებთან შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.     
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 24
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები მოინახულა, რომელიც ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 23
ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს, რაც მედლების რაოდენობის მხრივ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 23
20-21 ოქტომბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ გრან პრის სერიის პირველ ეტაპზე ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა თავისი ახალი პროგრამები პირველად წარმოადგინა. 
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
გამორჩეული დღე ჰქონდა ზაზა ფაჩულიას. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანმა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
თბილისის საბურთალომ უეფას ჭაბუკთა ლიგის პირველი ეტაპი დაძლია! რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა საპასუხო შეხვედრაში თურქეთის ბურსასფორთან ფრედ 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო და ნოემბერში მეორე წრეში იასპარეზებს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
სასტუმრო ბილტმორის კონგრეს-ჰოლში სპორტული სააგენტო SBM-ის 10 წლის იუბილე აღინიშნა და ამავდროულად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო, მეათე სეზონის კენჭისყრა გაიმართა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. მოგეხსენებათ, ფიბა-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 17
ალბანეთის ქალაქ დურესიდან, სადაც ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა, სასიხარულო ცნობა მოვიდა - 2019 წელს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს! ეს ამბავი ჩვენი ქვეყნის სპორტის და ზოგადად ქართული ძალოსნობის მორიგი აღიარებაა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 17
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და საუკეთესო გუნდის ტიტული მესამედ მოიპოვა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 10 ნოემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი კვიპროსს გორში დაუხვდება, 13 ნოემბერს კი ქუთაისში ბელარუსს უმასპინძლებს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის განვითარების სააგენტო  თბილისში საწარმო: ,,სოციალური სამყარო'' გახსნა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.    
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 12
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი დაგულშემატკივრები დაესწრნენ.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
1 ოქტომბერს, დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაში, კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი" გაიმართა. შეჯიბრებაში 7 ქვეყნის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ირანის, ყაზახეთისა და საქართველოს 60-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებიც კაცებში 4 წონით, ხოლო ქალებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
  ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში, პროექტის „შემოსე თანამოქალაქე" შემაჯამებელი ღონისძიება და შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის'' მიერაა ორგანიზებული და უკვე მეორე წელია ხორციელდება.     
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
7-8 ოქტომბერს, სომხურმა ვანაძორმა "სტეპან სარგსიანის თასის" რიგით 22-ე საერთაშისო გათამაშებას უმასპიძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 06
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს 28 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიება, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით გახლდათ აღსანიშნავი.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 06
  გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.  გიორგი ტუმასიანმა მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ამასთან, უპასუხა რუსეთის წარმომადგენელს. ტუმასიანის განცხადებით, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევს არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას.    
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 06
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დღეს ბოლოსწინა შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქე უელსის ნაკრებია, რომელიც ჯგუფში მეორე ადგილზეა და რუსეთის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 05
თბილისის ივენთჰოლმა გუშინ წყალბურთის კლუბის დინამოს პრეზენტაციას უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ თბილისის დინამო წყალბურთს 22-წლიანი შესვენების შემდეგ წლის დასაწყისში დაუბრუნდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც დაიბრუნა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
საქართველოს უშუ სანდას ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო მე-14 უშუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქალაქ ყაზანში, სადაც ნაკრების წევრმა მანუჩარ კვაშილავამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
1 ოქტომბერს, რუსთვის რაგბის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 1 და 3 ოქტომბერს ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ბელარუს თანატოლებთან და ორივე შემთხვევაში 1:2 დამარცხდა. მატჩები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 03
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ლისის იპოდრომზე ქართველი ცხენოსნები მოინახულა. სპორტსმენებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ.
კატეგორია : საერთაშორისო ტურნირები თარიღი : 2017 ოქტომბერი 02
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 02
კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში 23-30 სექტემბერს გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა: 15-წლამდელებში კონტინენტის ჩემპიონები გურამ გიორბელიძე (62კგ) და ლაშა თაქთაქიშვილი  (94კგ) გახდნენ.