სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

პრობლემა: სამინისტრო ახორციელებს უამრავ პროგრამას ახალგაზრდობის სფეროში, თუმცა ხშირ შემთხვევაში ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი ამ პროგრამების შესახებ და შესაბამისად საზოგადოების ჩართულობის დონეც სასურველთან შედარებით დაბალია

პრობლემა:  დღესდღეობით საქართველოში ახალგაზრდული არასამთავრობო  ორგანიზაციების საჯარო პოლიტიკაში ჩართულობა საკმაოდ დაბალია, აუცილებელია დიალოგი, თანამშრომლობა და ისეთი მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებსა თუ დედაქალაქში არსებული ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობას და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრვას სამთავრობო უწყებებთან დიალოგის პროცესში.

პრობლემა: მოხალისეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდული არასათავრობო ორგანიზაციების განვითარებაში, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნდამენტია ღია დემოკრატიული და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობისათვის. რეგიონებში ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და  ახალგაზრდებთან შეხვედრებმა გამოკეთა, სახელმწიფოს მხირდან მოხალისეობის მხარდაჭერის აუცილებლობა.

  • მოხალისეთა ქსელის არ არსებობა
  • მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა
  • მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების ნაკლებობა
  • რეგიონებში მოხალისეობის ინსტიტუტის სისტუსტე
  • მოხალისეობის შესახებ დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები
  • მოხალისეთა უნარჩვევების ნაკლებობა
  • ბაზის შექმნა

პრობლემა: სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოში მრავალი სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი ცხოვრობს. მზრუნველობამოკლებულია ბავშვი, რომელიც ვერ იკმაყოფილებს საბაზისო  მოთხოვნილებებს, ანუ ბავშვი, რომელიც ვერ იღებს განათლებას, ვერ იკვებება, არ აქვს უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო პირობები, არ აქვს თავშესაფარი, ან თუ აქვს, წამოსულია იქიდან.

პრობლემატურია საკითხი საზოგადოების, მზრუნველობამოკლებულ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. საზოგადოებას უჭირს გააცნობიეროს საკუთარი დანაშაული და როლი ამ ბავშვების წინაშე და მათი დამოკიდებულება ამ მიმართულებით არაერთგვაროვანია. ზოგს ეცოდება, ზოგს ეშინია, ნაწილი კი შეურაცხოფას აყენებს მათ. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებსა და ახალგაზრდებთან დაკავშირებით საქმე გაცილებით რთულადაა. ბევრ მათგანს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. არ არიან ჩართული არცერთ სახელმწიფო პროგრამაში, შესაბამისად არ ფინანსდებიან და ვერ იღებენ განათლებას. ყოველივე ამის გამო მათ აქვთ დაბალი თვითშეფასების შეგრძნება და სუსტი უნარჩვევები. ნაკლებად ცდილობენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ისინი ხშირად არღვევენ კანონებს და კონფლიქტი აქვთ სამართალდამცავ ორგანოებთან.

პრობლემა: თანამდეროვე მსოფლიოში ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს ადამიანისეული რესურსების ეფექტიანად გამოყენება, დასაქმების ხელშეწყობა, შრომის ცვალებად ბაზართან ადაპტირება წარმოადგენს. შრომის ბაზრის მობილურობის ზრდა,  შესაძლებლობების განვითარებისა და გამოყენების აუცილებლობა, გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების, ისე პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემას. მოზარდებსა თუ ზრდასრულებს უჭირთ პროფესიის არჩევასთან, კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება. ისინი ხშირად იღებენ გაუზრებელ პროფესიულ გადაწყვეტილებას. ყოველივე ეს საბოლოოდ არაკვალიფიციური, შესაბამისი ცოდნის, უნარების, პიროვნული მახასიათებლებისა და კომპეტენციების არმქონე კადრების სიჭარბეს განაპირობებს, რაც თავის მხრივ აისახება ახალგაზრდების განათლებაზე, დასაქმებასა და უმუშევრობაზე.

პრობლემის განსაზღვრა:  არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულები  საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეფიციტს. მსჯავრდებულებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა ყოველდღიური ფსიქოლოგიური სტრესი, დაბალი თვითშეფასება, ნევროტულობა ქცევებში, პესიმისტური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, მიდრეკილება ასოციალური ქცევისაკენ. აუცილებლობას წარმოადგენს მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით ღონისძიებების/აქტივობების განხორციელებით, რის საფუძველსაც იძლევა გასული სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ წარმატებით განხორციელებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესს. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებთან შედარებით, სარგძნობლად შემცირებულია არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი. გასული წელის გამოცდილებიდან გამომდინარე, პროგრამა მიმდინარე წელს განხორციელდება მსჯავრებულების რიცხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან შეთანხმებით.

პრობლემა: საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდულ აქტივობებსა თუ არაფორმალურ საგანმანათლებლო პროექტებში, რომელიც დაეხმარება მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, საზოგადოებაში ინტეგრაციის და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაში, ჯანსაღი ცხოვრების  წესის  გათავისებაში.

მიზანი: სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას თანაბარი პირობები რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული განვითარებისათვის, წაახალისოს, მოახდინოს მათი  სტიმულირება  და ხელშეწყობა, რათა მათ მიეცეთ საშუალება გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ და იყვნენ მეტად ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად  და  გამოიჩინონ ინიციატივა  ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი  საკითხების  განხილვის პროცესში. რადგან  ახალგაზრდობაა ის ძალა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და უზრუნველყოფს  მის განვითარებას.

პრობლემა: საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპაციის შედეგად, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიასა და სახრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა შეწყვეტილია. კავშირის ერთადერთი საშუალება კი, არაფორმალური დიალოგის პროცესია. იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს, არ აქვთ სპორტულ და სოციალურ აქტივობებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება.
მიზანი: პროგრამის მიზანია ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერა. ასევე, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება არსებული კონფლიქტებით და მათი ინიციატივებისა და ჩართულობის მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების უპირობო საშუალებაა. პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს შეექმნათ პირობები სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის, არაფორმალური განათლების მისაწვდომობა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.

პრობლემა:  არსებობს არაერთი პრობლემა განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში,  რომელთაგან უპირველესია სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც ხელს უშლის ეთნიკური

მიზანი:  საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაცია დამყარებული თანასწორობის პრინციპებზე, სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, აქტიური მოქალაქეობის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ეთნიკური უმცირესობების როლი საზოგადოების ცხოვრებაში და მათ მოქალაქეობას მეტი სოციალური ფუნქცია მივანიჭოთ, განსაკუთრებით გაიზარდოს ეთნიკური უმცირესობების კონკურენტუნარიანობის დონე დასაქმების საკითხებში.

 

პრობლემა: ძირითად პრობლემად  სტუდენტური თვითმმართველობების, მართვისა და მენეჯმენტის საკითხები გამოიკვეთა, რაც ხშირ შემთხვევაში სტუდენტების უკმაყოფილებით გამოიხატება. გარდა ამისა სტუდენტებს გააჩნიათ მრავალი სასარგებლო ინიციატივა, რომლის განხორციელებაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. აღნიშნული ინიციატივების და თვითმმართველობის ინსტიტუტის მხარდაჭერა ხელს უწყობს სტუდენტებს საკუთარი ნიჭის გამოვლენას და  თვითრეალიზებას, ასევე თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას.

მიზანი: პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობების გააქტიურება და  თვითმმართველობების რეფორმის მხარდაჭერა, ასევე საუკეთესო სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

ახალგაზრდული საქმიანობა (ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისათვის გაწეული საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც ფორმალური განათლების, ოჯახისა და სამსახურის კონტექსტის მიღმა ხორციელდება) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით განსაზღვრული საგანმანათლებლო მიზნების მიღწევის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული სისტემური ხედვა და მიდგომები, რაც ხელს უშლის სახელმწიფოს, მხარი დაუჭიროს აღნიშნული საქმიანობის განვითარებას, მისი მასშტაბებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრობლემას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის საქმიანობის განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და ადამიანური კაპიტალის სიმცირე და/ან არარსებობა საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში (განსაკუთრებით, ნაკლებად განვითარებულ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში). 

 „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის" მიზანი და ამოცანები

პროგრამის  მიზანია, ხელი შეუწყოს  ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდობის მასობრივ ჩართულობას. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას, ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, პრობლემიდან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ინტენსიური ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებისაკენ. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნას სადაც მათ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების საშუალება ექნებათ. პროგრამის ფარგლებში გაიმართება კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, სტუდენტური დღეები, საგანმანათლებლო ღონისძიებები, ინტელექტუალური კონკურსები და სხვა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის" ფარგლებში ქვეყნის ახალგაზრდობის ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებს „საერთაშორისო თანამშრომლობის" ქვეპროგრამას. სამინისტროსათვის საერთაშორისო თანამშრომლობის განვიათარება ახალგაზრდულ სფეროში, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო დონეზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სახელმწიფოების დონეზე, არანაკლებ მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა და მათი ინტეგრაცია ევროპულ ახალგაზრდულ სტრუქტურებში. მხარდაჭერილია ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული პროექტების პოპულარიზაცია.

პრობლემა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  მიმართ სტიგმა, კომუნიკაციის არ ქონა საზოგადოების სხვადასხვა თემებს შორის, შშმ პირთა მიმართ არასწორი დამოკიდებულება და ცნობიერების დაბალი დონე.

მიზანი:

  • შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზია;
  • სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • კულტურულ-შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობის მოტივაცია;
  • ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მოტივირება;
  • საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება შშმ პირთა თემაზე;
  • შშმ პირთა გადამზადება,მათთვის საჭირო უნარჩვევების შეძენა;
  • შშმ პირთა დასაქმება.