სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საერთაშორისო თანამშრომლობა

თარიღი: 2016 აგვისტო 19

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის" ფარგლებში ქვეყნის ახალგაზრდობის ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებს „საერთაშორისო თანამშრომლობის" ქვეპროგრამას. სამინისტროსათვის საერთაშორისო თანამშრომლობის განვიათარება ახალგაზრდულ სფეროში, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო დონეზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სახელმწიფოების დონეზე, არანაკლებ მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა და მათი ინტეგრაცია ევროპულ ახალგაზრდულ სტრუქტურებში. მხარდაჭერილია ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული პროექტების პოპულარიზაცია. საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის მიხედვით სახელმწიფოს საქმიანობის ერთ-ერთ პრინციპს ახალგაზრდობის მიმართულებით წარმოადგენს - საერთაშორისო თანამშრომლობა. ამავე დოკუმენტის მიხედვით ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. "საქართველო მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცნობიერებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების, ნატო-ს, აშშ-ს, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს როლს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში." აქედან გამომდინარე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შემდეგ აქტივობებს: „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში"- აღნიშნული პროგრამის საფუძველს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუცია (A/RES/39/22), რომელიც წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, გაეროს ასამბლეის ყოველწლიურ სხდომებზე თითოეულ ქვეყანას ეროვნულ დელეგაციაში ჰყავდეს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. რეკომენდაციას ყოველწლიურად მრავალი ევროპული ქვეყანა ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, რომელიც ჩატარდა სპეციალური კომისიის მიერ, კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, ისევე როგორც მოქმედი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში. კონკურსი ჩატარდა სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატების შეფასება მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტებისა და წინასწარ განსაზღვრული თემის შეფასების შედეგად, მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გადიან გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან ინგლისურ ენაზე, ხოლო გასაუბრების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები სიტყვით გამოდიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ საჯარო ღონისძიებაზე. გამარჯვებული კანდიდატი პროგრამის ფარგლებში ატარებს ეროვნულ ტურს ახალგაზრდების პრობლემების უშუალოდ გამოკვლევის მიზნით რის შემდეგაც წარსდგება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

„ევროპის საბჭოს ახალგაზრდული კამპანია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ინტერნეტ სივრცეში"- აღნიშნული კამპანია ევროსაბჭოს მიერ 2012 წელს იქნა ინიცირებული, რაშიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები აქტიურად არიან ჩართულნი. საქართველოში ამ ინიციატივის განხირციელებასა და კოორდინირებას უზრუნველყობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. კამპანიის მიზანია ცნობიერების ამაღლება სიძულვილის ენისა და მისი საფრთხეების შესახებ და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ინტერნეტ სივრცეში ნებისმიერი დისკრიმინაციის გამოვლინების წინააღმდეგ.  გარდა ამისა ამ ინიციატივის აქტიურად და წარმატებით წარმართვა ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისთვის, რადგან იგი საერთო ევროპული კამპანიის ნაწილია. მიმდინარე წელს დაგეგმილია ვებგვერდისა და საინფორმაციო ვიდეორგოლის შექმნა.

„საერთაშორისო კონკურსი ალიანტე 2016" - ალიანტე 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისაგან შემდგარი ორ წევრიანი გუნდების კონკურსია, რომელიც გათვლილია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში ჩრდილოატლანტკური ალიანსისა და უსაფრთხოების საკითხებზე ასევე საერთაშორისო ურთიერთობებზე ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა ლიტერატურიდან თუ ინტერნეტ რესურსებიდან საჭირო ინფორმაციის მოძიების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოსაყენებლად, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნებისათვის  საჭირო პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების. პროექტის ერთერთი მთავარი კომპონენტია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ეძლევათ საშუალება შეხვდნენ და გაეცნონ თავიანთ თანატოლებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, ისწავლონ გუნდური მუშაობა, წინააღმდეგობების გადალახვა, გაიუმჯობესონ კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარჩვევები.

„გაეროს საერთაშორისო მოდელირება საქართველოში" - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელს „ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს „გაეროს პირველ საერთაშორისო მოდელირებას საქართველოში". გაეროს მოდელირება არის პრესტიჟული შემეცნებითი და სასწავლო პროგრამა, რომელიც ტარდება ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პროექტში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციებით, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით და საერთაშორისო ურთიერთობებით. მონაწილეები წარმოადგენენ გაეროს 193 წევრ სახელმწიფოს. მოდელირების თემატიკა განისაზღვრება წინასწარ და ხდება კომიტეტების მიხედვით გადანაწილება. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 200 ახალგაზრდა, ისინი სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ კომიტეტებში და მეოთხე დღეს დახურვის ცერემონიაზე წარადგენენ შემუშავებულ რეზოლუციებს. მოდელირება ზედმიწევნით იმეორებს ორგანიზაციის მუშაობის სისტემას და წესებს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები დაესწრებიან კონფერენციას მაღალი რანგის დიპლომატებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით წინასწარ შემუშავებულ თემატიკაზე. ამ კონფერენციის ფარგლებში მათ ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და გამართონ დისკუსიები.

"ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა VI საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი  " - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კინოსტუდია „ქართულ ფილმთან" და კინომემკვიდრეობის დაცვის ასოციაციასთან ერთად მიმდინარე წელს გეგმავს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო ფესტივალი - სემინარის განხორციელებას. აღნიშნული ფესტივალი წელს პირველად ჩატარდება თბილისში, პროექტში მონაწილეობა მიიღო 50მა კინემატოგრაფისტმა სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალი გაიმართა 29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით. პროექტის „ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა VI საერთაშორისო ფესტივალი-სემინარი" ჩატარება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ „ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა VI საერთაშორისო ფესტივალი-სემინარი" მნიშვნელოვანი მოვლენაა კულტურათა ინტეგრაციის თვალსაზრისით - მონაწილეები წარმოადგენენ ევროპისა და აზიის კინოსკოლებს; თბილისი სულ უფრო მეტად ხდება კულტურული ღონისძიებების მოწყობის ადგილი. ინტერესი ამ მხრივ მოიცავს ხელოვნების ყველა სფეროს. პროექტის „ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა VI საერთაშორისო ფესტივალი-სემინარი" კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი გახდება თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. ამასთანავე, „ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა VI საერთაშორისო ფესტივალი-სემინარი" გამორჩეულია არა მხოლოდ იმით, რომ იგი ფესტივალია, არამედ უპირატესად იმით, რომ აქვს არჩეული საგანმანათლებლო რაკურსი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს ქართული კინოს განვითარებისთვის. სხვადასხვა ქვეყნისა და ქართველი ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების დაახლოება, გამოცდილების გაზიარება, დისკუსიებში და სემინარებში მათი მონაწილეობა კულტურული ინტეგრაციის პროცესებს შეუწყობს ხელს; სტუდენტების ჩართვა პროექტში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის აღნიშნული ფორუმის ჩატარებას.

ასევე მიმდინარე წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელ ორგანოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მნემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდობის სფეროში, შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც სექტემბრის თვეში დაგეგმილია ლიტვის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

მიმდინარე წელს საერთაშორისო თანამშრომლობის ქვეპროგრამის ბიუჯეტია 61000 ლარი. ხოლო სულ ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 1000 ახალგაზრდას.