სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიის პროგრამა

თარიღი: 2016 აგვისტო 19

ვადები: 20.02.16-30.12.16

პრობლემა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  მიმართ სტიგმა, კომუნიკაციის არ ქონა საზოგადოების სხვადასხვა თემებს შორის, შშმ პირთა მიმართ არასწორი დამოკიდებულება და ცნობიერების დაბალი დონე.

მიზანი:

  • შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზია;
  • სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • კულტურულ-შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობის მოტივაცია;
  • ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მოტივირება;
  • საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება შშმ პირთა თემაზე;
  • შშმ პირთა გადამზადება,მათთვის საჭირო უნარჩვევების შეძენა;
  • შშმ პირთა დასაქმება.

განხორციელების გზები: შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში და ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ინიციატივით 2016  წლის განმავლობაში დაგეგმილია და განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:

1.    სპორტული  და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის აქტივობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

2016 წლის განმავლობაში პარაკალათბურთის სპორტის სახეობის განვითარების ხელშეწყობა, გუნდი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა განაგრძობს ვარჯიშებს.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სპორტული აქტივობისა და შეჯიბრის ჩატარება რიგ სპორტულ სახეპობებში.

2.       ხელოვნება და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები შშმ პირთათვის:

  • თეატრალური დადგმების განხორციელება რეგიონებსა და დედაქალაქში, შშმ პირთა დასაქმებისა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
  • 1 ივნისისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ჩვენ ვხედავთ მზეს" - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება ყოველწლიური „მზის ფესტივალი - "ჩვენ ვხედავთ მზეს ". პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი და საბავშვო ღონისძიებები. ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მერვედ ტარდება, განკუთვნილია ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სტატუსისა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიების სპეციალური სტუმრები არიან - სხვადასხვა ბავშთა სახლების მზრუნველობა მოკლებული ბავშვები.
  • ფლეშმობი, კონცერტები, გამოფენები - ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია განხორციელდეს თვეში ერთხელ სხვადასხვა ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში.

3.     არაფორმალური განათლება, სპეციალური გადამზადება, დასაქმება და შემეცნებითი აქტივობები:

  • პროფესიული ტრენინგები,გადამზადების კურსები შშმ პირთათვის და დასაქმება.
  • ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება შშმ პირთა სწავლება და გადამზადება მათი შემდგომი დასაქმების მიზნით. შშმ პირები შეისწავლიან სხვადასხვა ხელსაქმესა და პროფესიას რაც მათთვის იქნება ბიძგი დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობაში.დაგეგმილია კომპიუტერული პროგრამების, უცხო ენის, პროექტის წერის, დებატების ხელოვნებისა და სხვადასხვა პროფესიურლი უნარ ჩვევების შესწავლა.ასევე, ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება შშმ პირთა დასაქმება სხვადასხვა სამინისტროსათვის საჭირო მიმართულებებით.
  • დაგეგმილია შშმ პირთა დისტანციური დასაქმება სხვადასხვა სამუშაოს შესრულებით.

4.    ბანაკები შშმ პირთათვის:

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ასპინძასა,ურეკსა და სენაკში შშმ პირთათვის ბანაკების მოწყობა, რომლებშიც ისინი გაივლიან სხვადასხვა სარეაბილიტაციო და სასწავლო კურსს. იგეგმება ასევე გაცვლითი პროგრამის განხორციელება აზერბაიჯანსა და სომხეთთან, რაც ითვალისწინებს სამმხრივ მონაწილეობას ბანაკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

5.    მატერიალურ ტექნიკური ბაზის აღჭურვა, აპარატურის, განათების, სცენის, შეზღუდვის ტიპის მიხედვით ადაპტირება, ტრანსპორტირება, ბეჭდვა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა

ქვეპროგრამის ფარგლებში შშმ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყველა პროგრამაში.

მათთვის შეიქმნება შესაბამისი გარემო რაც მათ პროგრამებში ჩართულობასა და  გააქტიურებას გამოიწვევს.

         ღონისძიების ფარგლებში მოხდება სცენის, აპარატურის, განათების უზრუნველყოფა და           სატრანსპორტო მომსახურეობის გაწევა, ასევე ბეჭდური და მუსიკალური საქონლის შექმნა.

         უსინათლოთათვის სპორტული კომენტატორების სპეციალური დანადგარის შეძენა, რომელიც ყველა საჭირო ადგილას დამონტაჟდება და მისი საშუალებით უსინათლოები მოისმენენ კომენტირებას.

შედეგები:

  • შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის სტიმულირება;
  • შშმ პირთა გააქტიურება და მოტივირება;
  • ნიჭიერი შშმ პირების გამოვლენა და მათი წახალისება;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია შშმ პირებში.