სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა

თარიღი: 2016 დეკემბერი 13

 „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის" მიზანი და ამოცანები

პროგრამის  მიზანია, ხელი შეუწყოს  ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

მიზნის მისაღწევად „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა" უზრუნველყოფს:

1.      საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობას;

2.      ახალგაზრდებისათვის შესაბამისი და მაღალხარისხიანი განათლების მიღების, დასაქმებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;

3.      ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას;

4.      სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვას და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას.

2016 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამაში მითითებულ პროგრამულ მიმართულებებს შეიძლება დაემატოს ან გამოაკლდეს ღონისძიებები და ქვეპროგრამები. ასევე, შეტანილ იქნას ცვლილებები  დაგეგმილ პროგრამებში.

პროგრამის ობიექტი

საქართველოს  ახალგაზრდობა, ახალგაზრდული და ბავშვთა ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობები.

პროგრამის განცორციელების ვადები: 01.01.2016- 31.12.2016

პროგრამის ღირებულება: 1 500 000 ლარი

დაფინანსების წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი

პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო