სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა

თარიღი: 2016 დეკემბერი 13

ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016      

ახალგაზრდული საქმიანობა (ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისათვის გაწეული საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც ფორმალური განათლების, ოჯახისა და სამსახურის კონტექსტის მიღმა ხორციელდება) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით განსაზღვრული საგანმანათლებლო მიზნების მიღწევის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული სისტემური ხედვა და მიდგომები, რაც ხელს უშლის სახელმწიფოს, მხარი დაუჭიროს აღნიშნული საქმიანობის განვითარებას, მისი მასშტაბებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრობლემას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის საქმიანობის განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და ადამიანური კაპიტალის სიმცირე და/ან არარსებობა საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში (განსაკუთრებით, ნაკლებად განვითარებულ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში). 

მიზანი: პროგრამის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებისათვის აუცილებელი სისტემური მექანიზმების შექმნა, განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სფეროში მომუშავე ადამიანური რესურსის გადამზადება, ახალგაზრდული მუშაკებისათვის ერთიანი სასერთიფიკაციო სისტემის დანერგვა და ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    ახალგაზრდული მუშაკების მოსამზადებელი ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შექმნა - 2015 წლის განმავლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, სფეროს ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშავა ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკთხებთან ერთად მოიცავს ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების ჩარჩოს. ჩარჩო-დოკუმენტი დეტალურად აღწერს ყველა იმ კომპეტენციას, რომლებსაც ახალგაზრდული მუშაკები უნდა ფლობდნენ გადამზადების შემდეგ. 2016 წლისათვის იგეგმება კომპეტენციების განმავითარებელი სასწავლო პროგრამების შექმნა, რომელიც გულისხმობს პროგრამის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სასწავლო მასალების თავმოყრას და დამუშავებას, შეფასების სისტემის შედგენას და სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის საჭირო ადამიანური კაპიტალის განსაზღვრას.

2.    ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შეფასება:

  • ყოველწლიური ანგარიშის მომზადება სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ;
  • ინფრომაციის შეგროვება პოლიტიკის დოკუმენტის მიზნების განხორციელების შესახებ;
  • არსებული ინფორმაციის საფუძველზე ახალგაზრდული პოლიტიკის და მისი სამოქმედო გეგმის მიზნების, ამოცანების, საქმიანობების და ინდიკატორების თანხვედრის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმის განახლებისთვის წინადადებების მომზადება.
  • სამოქმედო გეგმის შეფასებისა და მონიტორინგის ელექტრონული მექანიზმის - www.youth.gov.ge - ამოქმედება და საჭირო პუბლიკაციებითა და სხვადასხვა სახის მასალებით უზრუნველყოფა.

3.    ახალგაზრდობის სფეროს კვლევა - სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური შეფასებისა და ახალგაზრდული საჭიროებების დადგენის მიზნით კვლევის განხორციელება.

1.    ახალგაზრდული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პილოტირება კახეთის მაგალითზე - პროგრამა ითვალისწინებს, მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მიზნით, თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მაგალითზე სტრუქტურული დიალოგის განვითარებას, ახალგაზრდებს, სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა და ანალიზი, რომლის მიხედვითაც უნდა შემუშავდეს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მუნიციპალური სამოქმედო გეგმა, მოხდეს გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორიელებაზე მონიტორინგი, მათი შეფასება და მიღებული შედეგების გაანალიზება, საპილოტე მოდელის განვრცობის მიზნით სხვა მუნიციპალიტეტებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი საპილოტე მოდელის განხორციელების ეტაპები და მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელების ინსტრუქცია.