სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სტუდენტი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

თარიღი: 2016 დეკემბერი 13

სტუდენტი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016

პრობლემა: ძირითად პრობლემად  სტუდენტური თვითმმართველობების, მართვისა და მენეჯმენტის საკითხები გამოიკვეთა, რაც ხშირ შემთხვევაში სტუდენტების უკმაყოფილებით გამოიხატება. გარდა ამისა სტუდენტებს გააჩნიათ მრავალი სასარგებლო ინიციატივა, რომლის განხორციელებაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. აღნიშნული ინიციატივების და თვითმმართველობის ინსტიტუტის მხარდაჭერა ხელს უწყობს სტუდენტებს საკუთარი ნიჭის გამოვლენას და  თვითრეალიზებას, ასევე თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას.

მიზანი: პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობების გააქტიურება და  თვითმმართველობების რეფორმის მხარდაჭერა, ასევე საუკეთესო სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისია - კომისია მიზნად ისახავს სტუდენტური თვითმმართველობების საერთო სისტემის შექმნას,  შეამცირებს სტრუქტურაში ბიუროკრატიულ პროცედურას და ამ ფორმით საქმის სწრაფად წარმოებას,  ერთიანი სისტემა მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის ყველა სტუდენტისთვის  მიმდინარე საქმიანობაში ჩართვას და ასევე საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას.

კომისია პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით გამართავს სხდომებს, კომისიის წევრები შეიმუშავებენ ინიციატივებს,  განხილვის და შეთანხმების შედეგად დაამტკიცებენ მათ. დამტკიცების შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება, შემდგომი ამოქმედების მიზნით სარეკომენდაციო სახით წარედგინება  სტუდენტურ თვითმმართველობებს და მოაწყობენ მათთან საწვრთნელ შეხვედრებს. პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით მოხდება საწვრთნელ-სატრეინინგო, მომსახურებისა და საქონლის შეძენა.

კომისიის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები:

  • სტუდენტთა უფლებების დეკლარაციის და სტუდენტური თვითმმართველობის ეთიკის კოდექსის საინფორმაციო კამპანია, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. სტუდენტთა უფლებების დეკლარაციის ბუკლეტების დარიგება საქართველოს მასშტაბით.
  • კომისიის 2 გასვლითი სამუშაო შეკრება
  • საქართველოს მასშტაბით არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება გამოკითხვა სტუდენტებს შორის, რომლის მთავარ მიზანს, სტუდენტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების გამოკვლევა წარმოდგენს.

2.    სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა - პროგრამის მიზანია სტუდენტისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა სწავლის პროცესის პარალელურად იმოქმედოს თავისი ინტერესის სფეროში, გამოავლინოს  ნიჭი, უნარ ჩვევები, ადვილად ხელმისაწვდომი იყოს მათი ინტერესის სფეროში მყოფი ამა თუ იმ აქტივობის განხორციელება.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტური ინიციატივების საფუძველზე იგეგმება მრავალი ახალგაზრდული პროექტი რომელშიც სრულად გამოხატული იქნება ახალგაზრდების ინტერესი. მოეწყობა როგორც კულტურულ შემოქმედებითი, ასევე სამეცნიერო შემეცნებითი ღონისძიებები. ჩატარებული იქნება სოციალური პროექტები, რაც საბოლოო ჯამში სასურველ დადებით  შედეგს გამოიღებს. პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით მოხდება საწვრთნელ-სატრეინინგო, მომსახურებისა და საქონლის შეძენა.

3.    ლიდერთა სკოლა - წლის განმავლობაში ჩატარდება ლიდერთა უნარ ჩვევების ჩამოყალიბების კურსები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის წესით შერჩეული ახალგაზრდები (სამიზნე ჯგუფი სტუდენტები).

პროექტი მიზნად ისახავს ლიდერთა ჯგუფის შექმნას. კურსდამთავრებული მონაწილეები მიზანმიმართულად იმუშავებენ  და იზრუნებენ (აქტივის მობილიზებაზე) ჯგუფების შექმნაზე, ასევე  აღნიშნულ პროექტს პროპაგანდას გაუწევენ  ქვეყნის მასშტაბით.

შემდგომში ლიდერები ინტერესის სფეროდან გამომდინარე შექმნიან ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლად იმუშავებენ და შექმნიან გარემოს, რათა გააერთიანონ ერთ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები. პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით მოხდება საწვრთნელ-სატრეინინგო, მომსახურებისა და საქონლის შეძენა.

შედეგები: პროგრამის განხორციელების შედეგად ამაღლდება  სტუდენტთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დონე, წახალისდება და მხარდაჭერილი იქნება სტუდენტური ინიციატივები, წარმოჩენილი იქნება მათი ძირითადი ინტერესების სფერო. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები განსაზღვრავს სტუდენტებთან დაკავშირებით განსახორციელებელ პროგრამების პრიორიტეტებს.