სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2016 დეკემბერი 13


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა
ვადები:  01.02.2016 - 30.12.2016
პრობლემა: საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპაციის შედეგად, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიასა და სახრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა შეწყვეტილია. კავშირის ერთადერთი საშუალება კი, არაფორმალური დიალოგის პროცესია. იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს, არ აქვთ სპორტულ და სოციალურ აქტივობებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება.
მიზანი: პროგრამის მიზანია ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერა. ასევე, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება არსებული კონფლიქტებით და მათი ინიციატივებისა და ჩართულობის მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების უპირობო საშუალებაა. პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს შეექმნათ პირობები სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის, არაფორმალური განათლების მისაწვდომობა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.
განხორციელების გზები:
1.    იძულებით გადაადგილებული და ოკუპაციის შედეგად არსებული გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და სპორტულ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობის პროგრამა.
პროგრამა მიზნად ისახავს, იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერას, ასევე მათთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას
2.    "ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური არაფორმალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამა"
ღონისძიების/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრების ორგანიზებას. აღნიშნული  შეხვედრების ფარგლებში ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგის მონაწილეები და ფასილიტატორები შეხვედებიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ ადგილობრივ ახალგაზრდებს (50-70 ადამიანი), შეხვედრის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ  ახალგაზრდები გაეცნობიან დიალოგის პროცესს, რეალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ ვითარებას, კონფლიქტის მხარეთა პოზიციებს. შეხვედრების ფარგლებში მოეწყობა დისკუსია არსებული კონფლიქტების შესახებ.
3.      სადისკუსიო პლატფორმის შექმნა მშვიდობის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტი განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები გამართავენ ღია დისკუსიებს მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების მოგვარების და ამ პროცესებში ახალგაზრდობის როლის მნიშვნელობის შესახებ.
4.    პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა საჭირო ინვენტარის (სპრტული, საგანმანათლებლო, წიგნების და სხვ.) შეძენა.
შედეგი - პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ოკუპირებული ტერიტორიებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხი. ახალგაზრდები აიმაღლებენ ცოდნას და გაითავისებენ საკუთარ როლსა და მნიშვნელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით. იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები შეძლებენ აქტიურად ჩართვასა და მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ თუ სოციალურ აქტივობებში.