სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2016 დეკემბერი 13

არასრულწლოვანი და ახალგაზრდა  მსჯავრდებულების  რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა  

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016          

პრობლემის განსაზღვრა:  არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულები  საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეფიციტს. მსჯავრდებულებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა ყოველდღიური ფსიქოლოგიური სტრესი, დაბალი თვითშეფასება, ნევროტულობა ქცევებში, პესიმისტური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, მიდრეკილება ასოციალური ქცევისაკენ. აუცილებლობას წარმოადგენს მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით ღონისძიებების/აქტივობების განხორციელებით, რის საფუძველსაც იძლევა გასული სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ წარმატებით განხორციელებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესს. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებთან შედარებით, სარგძნობლად შემცირებულია არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი. გასული წელის გამოცდილებიდან გამომდინარე, პროგრამა მიმდინარე წელს განხორციელდება მსჯავრებულების რიცხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან შეთანხმებით.

მიზანი:  პროგრამის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი დაინტერესება სწავლისა და შრომითი საქმიანობისადმი, აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდების ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სპორტული უნარ-ჩვევების გამოვლენა-განვითარება, გარე სამყაროსადმი სწორი ორიენტაციის შემუშავება, მავნე ჩვევების გაცნობიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

განხორციელების გზები: პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობას რამდენიმე მიმართულების განხორციელებით, როგორიცაა:

  • სარეაბილიტაციო და დანაშაულის პრევენციის მიზნით სპორტში აქტიურად ჩართვა;
  • არაფორმალური განათლების მიმართულებით ტრენინგ-სემინარების, სწავლების უზრუნველყოფა;
  • პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფა;
  • ინტელექტუალური, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების, შეხვედრებისა და სხვა აქტივობების განხორციელება;
  • საზოგადოების წევრებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან, პოეტებთან, სპორტსმენებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან შეხვედრების ორგანიზება.

ყოველივე აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ქვეპროგრამის ფარგლებში მსჯავრდებულებთან განხორციელდება:

  • ფეხბურთის სწავლება;
  • ხეზე კვეთის, ხის მხატვრული დამუშავების სწავლება;
  • ფიტნესი;
  • ტრენინგები (2 მოდული);
  • ეიდეტიკური სწავლება;
  • სპორტული ტურნირები (შესაბამის ასაკობრივ ჯგუფთან და ასევე, შიდა ტურნრები);
  • ,,რა, სად, როდის?'' და სხვა სახის ინტელექტუალური თამაშები, ვიქტორინები.

დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები ძირითადად განხორციელდება სასჯელაღსრულების N11 არასრულწოვანთა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებთან.

შედეგი: პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების, წვრთნების, სწავლების, ტრენინგების უზრუნველყოფა მსჯავრდებულებისათვის იქნება კრიმინალური ცხოვრების ალტერნატივის შეთავაზება სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესში. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პატიმრებს გახდნენ მეტად თავდაჯერებულნი საკუთარ შესაძლებლობებში, გააცნობიერონ და დაძლიონ უარყოფითი ჩვევები და არასრულფასოვნების კომპლექსი, შეისწავლონ, აითვისონ პროფესიული, სპორტული, ინტელექტუალური, კომუნიკაციური უნარ-ჩვევები, დაეუფლონ სპორტულ სახეობებს, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ ჯანსაღი ცხოვრებისეული მიზნების ჩამოყალიბებაში.