სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მოსწავლე-ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2016 დეკემბერი 13

მოსწავლე-ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016

პრობლემა: თანამდეროვე მსოფლიოში ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს ადამიანისეული რესურსების ეფექტიანად გამოყენება, დასაქმების ხელშეწყობა, შრომის ცვალებად ბაზართან ადაპტირება წარმოადგენს. შრომის ბაზრის მობილურობის ზრდა,  შესაძლებლობების განვითარებისა და გამოყენების აუცილებლობა, გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების, ისე პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემას. მოზარდებსა თუ ზრდასრულებს უჭირთ პროფესიის არჩევასთან, კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება. ისინი ხშირად იღებენ გაუზრებელ პროფესიულ გადაწყვეტილებას. ყოველივე ეს საბოლოოდ არაკვალიფიციური, შესაბამისი ცოდნის, უნარების, პიროვნული მახასიათებლებისა და კომპეტენციების არმქონე კადრების სიჭარბეს განაპირობებს, რაც თავის მხრივ აისახება ახალგაზრდების განათლებაზე, დასაქმებასა და უმუშევრობაზე.

ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით, მიუხედავად წინგაგადგმული ნაბიჯებისა, არასრულყოფილია საკონსულტაციო სერვისები და არსებული სერვისების შესახებ ნაკლებია მოსწავლე-ახალგაზრდების ცნობადობა. პრობლემას წარმოადგენს პროფორიენტაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებულობა.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, 2013 წლიდან ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ხორცილდება პროფორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პროფორიენტაციის ვებ-გვერდი www.myprofession.gov.ge  და სახელმძღვანელო მოზარდებისათვის ,,აირჩიე პროფესია''. შეძენილი და ადაპტირებული იქნა პროფორიენტაციისათვის განკუთვნილი ფსიქოლოგიური საკვლევი ინსტრუმენტები, შეიქმნა სარეკომედაციო მასალები, ინტერვიუს ფორმატის ვიდეორგოლები 70 სხვადასხვა პროფესიის შესახებ. უნდა აღინიშნოს, 2014 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მთავრობის №721 დადგენილების თანახმად დამტკიცდა საქართველოში უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარების კონცეფცია და მისი განხორციელების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა უნდა განახორციელონ კონცეფციით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის და ზემოაღნიშნული კონცეფციის შესაბამისად, მიმდინარე წელს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი აგრძელებს ახალგაზრდებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამას, რომელიც მიმართულია მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი პროფორიენტაციის ინტერნეტ-სერვისის განვითარებაზე და  მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდაზე შექმნილი სერვისის და ზოგადად, კარიერის დაგეგმვის საჭიროებისა და მნიშვნელობის მიმართულებით მოსწავლე-ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე. 2016 წელს განსახორციელებელი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება ,,პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სრულყოფილი სერვისის სტანდარტის განსაზღვრისა და სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული კონსულტირების და კარიერის დაგეგმვის ქვესტანდარტის დამტკიცების შესახებ'' 2015 წლის 30 დეკემბრის N676 საქართველოს მთავრობის დადგენილების გათვალიწინებით.

მიზანი: პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მოზარდებსა და ახალგაზრდებს გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში, პროფესიის არჩევის, კომპეტენციების ათვისების, განვითარებისა და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში შექმნილი ვებ-გვერდისა და სახელმძღვანელოს, სარეკომენდაციო მასალების, საკვლევი ინსტრუმენტების, საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვადასხვა პროფესიის შესახებ შექმნილი ვიდეორგოლების საშუალებით.  პროგრამის მიზანია, ზემოაღნიშნული (საქართველოს მთავრობის დადგენილება N676) სტანდარტის შესაბამისად, მიაწოდოს მომხმარებლებს, მოსწავლე-ახალგაზრდებს ვებზე დაფუძნებული პროფორიენტაციის საკონსულთაციო თვითდახმარების კვალიფიციური სერვისი.

განხორციელების გზები:  პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

მოდული 1ვებგვერდისა და მხარდამჭერი ფეისბუკის გვერდის ადმინისტრირება. განხორციელდება ვებგვერდის განვითარება როგორც შინარსობრივი და ასევე, ვებგვერდისათვის საჭირო ტექნიკური რეკონსრუქციის კომპონენტის გათვალისწინებით.

მოდული 2. ვიდეორგოლები პროფესიების შესახებ: ვებ-გვერდზე www.myprofesiion.gov.ge  განსათავსებლად, დაგეგმილია ინტერვიუს ფორმატის 25 ვიდეორგოლის დამზადება, სადაც კონკრეტული პროფესიის წარმატებული წარმომადგენელი ისაუბრებს პროფესიის არჩევის, სამუშაო გარემოს, საჭირო ცოდნებისა და უნარების, პიროვნული მახასიათებლებისა და რჩევების შესახებ, სადაც მეტ-ნაკლებად ასახული იქნება სამუშაო პროფესიონალის სამუშაო გარემოც.

მოდული 3.  საძებო სისტემის შექმნა: დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს საძიებო სისტემა, რომელიც დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემდა, მარტივად მოიძიოს ინფორმაცია მისთვის სასურველი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების, კურსების თუ ტრენინგ-პროგრამების შესახებ. დაგეგმილია ვებ-გვერდზე www.myprofesiion.gov.ge  ყველასათვის ხელმისაწვდომი საძიებო სისტემის შექმნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში არსებული სასწავლო პროგრამების და სხვა სახის საგანმანათლებლო კურსების შესახებ.

მოდული 4. საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება მოსწავლე-ახალგაზრდებთან საქართველოს მასშტაბით: საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში, შეხვედრებზე გათვლასწინებული იქნება ორი კომპონენტი - ერთის მხრივ, სამინისტროს მიერ შექმნილი თვიტდახმარების ვებზე დაფუძნებული სერვისის და სახელმძღვანელოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შექმნილი ვებგვერდის პოპულარიზაცია და მეორეს მხრივ, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საჭიროების მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. საინფორმაციო შეხვედრებში ჩაერთვებიან სპეციალურად გადამზადებული ახალგაზრდები, რომლებიც სამინისტროს თანამშორმლებთან ერთად უზრუნველყოფენ საინფორმაციო შეხვედრებს.

მოდული 5. კვლევა - პროგრამის ფარგლებში განხორციელდება როგორც რაოდენობრივი, ასევე ტვისებრივი კვლევა ,,მოსწავლე-ახალგაზრდებში პროფესიული ორიენტაციასთან დაკავშირებული არსებული სიტუაცია, პრობლემები, გამოწვევები, მოლოდინები'' .

მოდული 6. პროგრამის PR სტრატეგიის შექმნა - განხორციელება. შექმნილი სერვისის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა სარეკლამო ღონისძიებების უზრუნველყოფა, როგორიცაა:

  • სატელევიზიო რეკლამა;
  • ინტერნეტ-რეკლამა (სოც. ქსელების საშუალებით (FB და სხვა); ინტერნეტ-გვერდების საშუალებით).

შეიქმნება შესაბამისი ფორმატის (სატელევიზიო, ან ინტერნეტისათვის) სარეკლამო რგოლი, რომელიც განთავსდება ტელევიზიასა და ინტერნეტ სივრცეში. გარდა ამისა, ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები (იხ. მოდული 4.).

შეიქმნება და გავრცელდება ნაბეჭდი პროდუქცია პროგრამის შესახებ, როგორიცაა ბანერი, ფლაერი, მაისური, კალამი, სამკერდე ნიშანი და სხვა (პროგრამის ლოგოთი და სლოგანით).

მოდული 7. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით მომუშავე მონაწილე და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა

აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სმინისტროსთან, სსიპ. სოცილაური მომსახურების სააგენტოსთან, სსიპ. გამოცდების ეროვნულ ცენრთან, ევროკავშირის ,,დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის'' გუნდთან, საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან  და ა.შ.  ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

მოდული  8. სახელმძღვანელო ,,აირჩიე პროფესია'' ბეჭდვა და გავრცელება მოსწავლე-ახალგაზრდებში.

მოდული 9. პროგრამა ითვალისწინებს პროექტით გათვალისწინებული აქტივობებისა და ღონისძიებების, შექმნილი სიახლეების შესახებ პრეზენტაციების გამართვას.

შედეგები: აღნიშნული პროექტის განხორციელებით მოზარდებს და ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ხელმისაწვდომი პროფკონსულტაციის თვითდახმარების ინტერნეტ - სერვისით; ინტერაქტიულ ვებ-გვერდზე განთავსებული პროფორიენტაციის ტესტების, კითხვარების, სხვადასხვა საჭირო ინფორმაციული და სარეკომენდაციო ხასიათის მასალების, ასევე,  გზამკვლევის,  პროფესიებზე შექმნილი ვიდეორგოლების საშუალებით მიიღონ ინფორმაცია თავიანთი უნარების, შესაძლებლობების, ძირითადი პიროვნული მახასიათებლების, პროფესიებთან შესატყვისი ფსიქოტიპების შესახებ, მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ, პროფესიული გადაწყვეტილების მიღების ხერხების შესახებ. მოიძიონ მათთვის საჭირო სასწავლო პროგრამები შესაბამის უმაღლეს და პროფეიულ სასწავლებლებში. პროგრამა ხელს შეუწყობს მშობლების სწორი მიმართულებით ჩართულობას ახალგაზრდების პროფესიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საჭიროების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. პროექტის განხორციელება დაეხმარება ახალგაზრდებს გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში.