სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

თარიღი: 2016 დეკემბერი 13

მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და  ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016

პრობლემა: სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოში მრავალი სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი ცხოვრობს. მზრუნველობამოკლებულია ბავშვი, რომელიც ვერ იკმაყოფილებს საბაზისო  მოთხოვნილებებს, ანუ ბავშვი, რომელიც ვერ იღებს განათლებას, ვერ იკვებება, არ აქვს უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო პირობები, არ აქვს თავშესაფარი, ან თუ აქვს, წამოსულია იქიდან.

პრობლემატური საკითხი საზოგადოების, მზრუნველობამოკლებულ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. საზოგადოებას უჭირს გააცნობიეროს საკუთარ დანაშაულ და როლ ამ ბავშვების წინაშე და მათი დამოკიდებულება ამ მიმართულებით არაერთგვაროვანია. ზოგს ეცოდება, ზოგს ეშინია, ნაწილი კი შეურაცხოფას აყენებს მათ. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებსა და ახალგაზრდებთან დაკავშირებით საქმე გაცილებით რთულადაა. ბევრ მათგანს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. არ არიან ჩართული არცერთ სახელმწიფო პროგრამაში, შესაბამისად არ ფინანსდებიან და ვერ იღებენ განათლებას. ყოველივე ამის გამო მათ აქვთ დაბალი თვითშეფასების შეგრძნება და სუსტი უნარჩვევები. ნაკლებად ცდილობენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ისინი ხშირად არღვევენ კანონებს და კოფლიქტი აქვთ სამართალდამცავ ორგანოებთან.

გაეროს კონვენციის საფუძველზე ,,ბავშვთა უფლებების შესახებ"- ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლისა და განვითარების თანაბარი უფლება, ასევე, საკუთარ ოჯახში ცხოვრების უფლება. როცა ეს შესაძლებელია და თუ - შეუძლებელია, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია აღნიშნული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, გაითვალისწინოს ყველა ბავშვის უფლება, იყოს დაცული ძალადობისგან, მათ შორის ოჯახში ძალადობისაგან. სამწუხაროდ, ჩვენთვის ასევე კარგადაა ცნობილი თუ რა უბიძგებს და აიძულებს მოზარდებს მარტო იცხოვრონ ქუჩაში, რომელთაგან უმთავრესი მიზეზი სწორედ სიღარიბეა, რომელიც ხშირად იწვევს ოჯახში ძალადობას ან შეურაცხყოფას, ალკოჰოლიზმს, სოფლიდან ქალაქში უშედეგო მიგრაციას და ათას სხვა პრობლემას. ზოგიერთი ბავშვი მუშაობს, მათხოვრობს ან ქურდობს, რათა ოჯახი შეინახოს ან გაექცეს ოჯახში დამკვიდრებულ ძალადობას. ყველაზე შემზარავი კი ის არის, რომ ქუჩაში გამოქცეულ ბავშვთა ასაკი სულ უფრო და უფრო მცირდება.

ოჯახს განცალკევებული ყველა ბავშვის უფლებაა, მიიღოს სათანადო მზრუნველობა და დაცვა სახელმწიფოსაგან. სიღარიბე, შეზღუდული შესაძლებლობები და ძირითადი მომსახურებების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, არასოდეს არ უნდა იქცეს ბავშვის ოჯახიდან ჩამოშორების მიზეზად

მიზანი: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიზანია სამინისტროს კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საფუძველზე (სხვადასხვა თემატური ტრენინგ-სემინარების, სახელობო და სპორტული  სწავლებების მეშვეობით) ახალგაზრდების ზოგადი განათლების დონის (ერუდიციის) ამაღლება, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა,  სპორტული,  კულტურული და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა /წახალისება, მათი თავისუფალი დროის რაციონალურად და სწორად ორგანიზება, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გააზრების ხელშეწყობა. ასევე, მათი სოციალური დაცვისა  და დასაქმების ხელშეწყობა.

განხორციელების გზები:

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    არაფორმალური განათლების მიმართულებით, მზრუნველობამოკლებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ასევე, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე მოზარდებისათვის მოეწყობა სხვადასხვა პროფესიული სახელობო სწავლებები, საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგ-სემინარები, ერუდიციის (ზოგადი განათლების) ამაღლების  კურსები და სხვა;

2.    განხორციელდება მრავალი კულტურულ - შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები, მოეწყობა თეატრალური დადგმები, სპორტული ტურნირები, სპორტის სხვადასხვა სახეობებში გრძელვადიანი წვრთნები/სწავლებები. ბავშვებისათვის  საინტერესო და სასურველი ცეკვებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების შემსწავლელი კურსები. მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების  მიერ, სახელობო სწავლებების ფარგლებში შექმნილი  ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები და სხვა. ასევე, მოეწყობა ექსკურსიები ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. პროგრამის წარმატებით  განხორციელებისათვის საჭიროების შემთხვევაში მოხდება  სხვადასხვა ინვენტარისა და აღჭურვილობის შეძენა.

3.    ქალაქში არსებულ სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებში დაიდგმება სპეციალური ,,საშემგროვებო ურნები", სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მოათავსონ ტანსაცმელი, წიგნები, პროდუქტი, სათამაშოები, რაც შემდგომში დაურიგდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ      მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს;

4.    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობას.

შედეგი: მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების  თავისუფალი დროის მიზნობრივი და სწორი ორგანიზება, სოციალურად გაუცხოებული ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია, განათლების ზოგადი დონის ამაღლების ხელშეწყობა, მათი კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული უნარების წარმოჩენა-წახალისება, საკუთარი ცოდნის საფუძველზე დასაქმების ხელშეწყობა.