სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის პროგრამა

თარიღი: 2016 დეკემბერი 13

 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის პროგრამა

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016

პრობლემა:  დღესდღეობით საქართველოში ახალგაზრდული არასამთავრობო  ორგანიზაციების საჯარო პოლიტიკაში ჩართულობა საკმაოდ დაბალია, აუცილებელია დიალოგი, თანამშრომლობა და ისეთი მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებსა თუ დედაქალაქში არსებული ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობას და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრვას სამთავრობო უწყებებთან დიალოგის პროცესში.

მიზანი: პროგრამის მიზანია გააქტიურდეს ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი - ფორუმზე მოწვეულნი იქნებიან ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე მომუშავე ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები, ექსპერტები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ფორუმის მიზნები:

  • სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა;
  • მონაწილე ორგანიზაციებს შორის საქმიანობის კოორდინაცია და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
  • სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ სიახლეების გაცნობა და დისკუსია

ფორუმი გაიმართება პლენარული სხდომისა და ღია სივრცის ფორმატში. პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით მოხდება საწვრთნელ-სატრეინინგო, მომსახურებისა და საქონლის შეძენა.

ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც მათ შეეძლებათ საკუთარი გამოგონებები და მიღწევები წარუდგინონ ფართო საზოგადოებას.

2.    ახალგაზრდულ სფეროში წლის ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოება - პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისება და მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე ორგანიზაციებისგან შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც განსაზღვრავს წლის განმავლობაში გამოსავლენ ახალგაზრდულ ნომინაციებს, გამოაცხადებს კონკურსს, შეაფასებს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. 

წლის ბოლოს გაიმართება  ნომინაციების მიხედვით გამოვლენილი  გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია,  სადაც  ისინი  დასაჩუქრდებიან სიგელებით და ფასიანი ნივთებით. პროგრამის ფარგლებში მოხდება საქონლისა და მომსახურების შეძენა.

3.    ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების მხარდაჭერა - პროგრამის მიზანია:

  • ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების მაქსიმალური ხელშეწყობა
  • ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობისა და პრობლემების შესწავლა
  • ახალგაზრდობის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირების ხელშეწყობა
  • ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს კოორდინაცია
  • არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა
  • არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მონაცემთა ბაზის დახვეწა

პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით მოხდება საწვრთნელ-სატრეინინგო, მომსახურებისა და საქონლის შეძენა.

შედეგი: პროგრამის განხორციელების შედეგად გამოვლინდება სხვადასხვა ახალგაზრდულ ნომინაციებში გამარჯვებული სუბიექტები. პროგრამის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება/მხარდაჭერა.