სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პროგრამების ვიდეო რგოლების დამზადება და საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფა

თარიღი: 2016 დეკემბერი 13

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პროგრამების ვიდეო რგოლების დამზადება და საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფა

ვადები: 01.02.2016- 30.12.2016

პრობლემა: სამინისტრო ახორციელებს უამრავ პროგრამას ახალგაზრდობის სფეროში, თუმცა ხშირ შემთხვევაში ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი ამ პროგრამების შესახებ და შესაბამისად საზოგადოების ჩართულობის დონეც სასურველთან შედარებით დაბალია

მიზნები: ვიდეო რგოლების დამზადებით შესაძლებელი გახდება საზოგადოებამდე იმ ინფორმაციისა და სიახლეების მიტანა რასაც სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი გეგმავს და ახორციელებს მთელი წლის განმავლობაში.  სამინისტროს პროექტები ცნობადი და პოპულარული გახდება საზოგადოების იმ სეგმენტში, რომელზეც კეთდება გათვლა და შესაბამისად მოიმატებს სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2015 წელს განხორციელებული ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში გამართავს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას, რომლის საშუალებითაც საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის  აღნიშნული პროგრამების, განხორციელებული ღონისძიებების,  კონკრეტული თემების შესახებ.

აღნიშნული ქვეპროგრამა გულისხმობს სატელევიზიო, რადიო, ინტერნეტ და სხვა სახის საინფორმაციო კამპანიების წარმართვას.

  • სამინისტროს მიერ დაგეგმილი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებებისათვის საინფორმაციო, სარეკლამო რგოლების და ბეჭდური მასალის მომზადება. ასევე, პროგრამული მიმართულებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა წამახალისებელი პრიზების დაწესება. ვიდეო-რგოლის საშუალებით, მნიშვნელოვან, სამინისტროსთვის აქტუალურ თემებზე საინფორმაციო კამპანიების წარმოება.
  • დამზადდება კლიპები პროგრამებისა და ღონისძიებებისათვის, რომლებიც საჭიროებენ საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირებას (მაგ:„ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი", ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული განათლება, არაფორმალური განათლება და ა.შ)

შედეგები: აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელია შედეგებია - ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა სამინისტროს სხვადასხვა პროექტებში, სამინისტროს ცნობადობის გაზრდა; სამინისტროს  პროექტების პოპულარიზაცია და საზოგადოების ინტერესის კონცენტრირება იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებზეც სამინისტრო მუშაობს ახალგაზრდობის სფეროში.  საზოგადოებასთან ღია დიალოგის წარმოება, რაც თავის მხრივ შესაძლებელი გახდება მოქალაქეებთან ორმხრივი, განუწყვეტელი კომუნიკაციის წარმართვით, საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის აუცილებელი და საჭირო ინფორმაციის მიწოდების გზით.