სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 24
ქუთაისში  სპორტული ინფრასტრუქტურის  სრული რეაბილიტაცია დაიწყო. უკვე  გარემონტდა ჭიდაობის, ფეხბურთის,  ხელბურთის, სტრონგმენების,  რაგბის და ფარიკაობის სპორტული სკოლები.  მალე დასრულდება ტყვიის მსროლელთათვის ორი დარბაზისა და  ადმინისტრაციული ნაწილის  სარემონტო სამუშაოები. სპორტული სკოლები ახალი სპორტული ფორმებითა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
თამარ ჭეიშვილი ქუთაისელ მოფარიკავეთა ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელზედაც სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ. ჭეიშვილმა თებერვლის დასაწყისში კადეტთა შორის  საქართველოს ჩემპიონატზე (დაშნაში) პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა სპორტსმენს  მის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.    
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
ამ დღეებში თერჯოლაში ჩატარდა  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო თასის მფლობელის, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორისა და სიდნეისა და ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის მირიან გიორგაძის სახელობის ტურნირი  ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს თითმის ყველა ქალაქის ჭაბუკმა ფალავნებმა  მიიღეს მონაწილეობა . შეჯიბრება  16 წონით კატეგორიაში გაიმართა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 17
თბილისში გამართულ კადეტ მოფარიკავეთა შორის საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა მოფარიკავეებმა, რომლებმაც საერთო ჯამში 12 მედალი  მოიპოვეს. ქუთაისელი მოფარიკავეების წარმატებული გამოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა. რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობის მიმართ დამოკიდებულება ბოლო წლებში არსებითად შეიცვალა. გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობები, შეიქმნა იმერეთის რეგიონალური ფედერაცია, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კირკიტაძე ხელმძღვანელობს.  
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 იანვარი 18
17 იანვარს,  ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დარბაზში  ,,ტორპედოს" ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია და ვეტერანი მოთამაშეების გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო. კლუბის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ და ,,ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მასმედიას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს გუნდის ახალწვეულები წარუდგინეს.
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 იანვარი 03
ქუთაისის საკრებულოს ხელმძღვანელობამ ქალაქის წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები საახალწლო ნობათით დააჯილდოვა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ძირითადად ის სპორტსმენები იყვნენ თავმოყრილნი, რომლებიც ქუთაისის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, თუმცა შედეგებით ამ სიაში მყოფებს არ ჩამოუვარდებიან. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2011 დეკემბერი 29
ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა სპორტის მესვეურებმა  ქუთაისის 2011 წლის შედეგების მიხედვით საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები გამოავლინეს. საუკეთესოების დასახელებაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძემ, მერის მოადგილე ნიკო კაჭკაჭიშვილმა, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახლაგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თემურ ცამციშვილმა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2011 დეკემბერი 11
ქუთაისის ახალ ტანვარჯიშის დარბაზში 10-11 დეკემბერს სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს ჩემპიონატი ტარდება, რომელიც ტანვარჯიშის ეროვნულ სახეობათა ფედერაციისა და ქუთაისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ტურნირში ძირითადად ქუთაისისა და თბილისის ტანმოვარჯიშეები მონაწილეობენ. ტურნირის დასკვნითი ეტაპი 11 დეკემბერს გაიმრთება, 13:00 საათიდან კი დაჯილდოების ცერემონიალი შედგება. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2011 ნოემბერი 25
საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრი, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი კობა ფხაკაძე, რომელმაც წლეულს 64 კგ.წონით კატეგორიაში იასპარეზა, მთავარ მიზნად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას ისახავს. მართალია, იგი ახლახანს ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალსა და შესაბამისად  ოლიმპიადის ლიცენზიას ვერ შეწვდა, თუმცა ამის შანსი მომდევნო ტურნირებში მიეცემა და ნიჭიერი მოკრივე მის გამოყენებას შეეცდება. გთავაზობთ კობა ფხაკაძესთან  ინტერვიუს. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2011 ნოემბერი 25
ქუთაისში ჩატარდა  საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მურად დოხტურაშვილისა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის ზაურ შეყრილაძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 1995-97 წლებში დაბადებულთა შორის. საქართველოს სხვადასხვა რეგიონების გუნდებთან  ერთად შეჯიბრებაში სომხეთის სამმა გუნდმაც მიიღო მონაწილეობა. 
გვერდი 1 სულ 6