სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში კორტები და ტანვარჯიშის დარბაზი გახსნა

თარიღი: 2010 მაისი 04

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 4 მაისს ქუთაისში კორტები და ტანვარჯიშის დარბაზი გახსნა. სპორტული ობიექტების პრეზენტაციას უამრავი ადამიანი დაესწრო.

სააკაშვილმა ახლადგაკეთებულ ჩოგბურთის მოედანზე ახალგაზრდა ჩოგბურთელებთან ერთადაც ითამაშა. როგორც მან განაცხადა კორტების გაკეთების იდეა თავად ქუთათურებიდან წამოვიდა.

კორტებისა და ტანვარჯიშის დარბაზის შემდეგ, უახლოეს დღეებში ქუთაისში ახალი საცურაო აუზი და "ტორპედოს" ცენტრალური სტადიონი გაიხსნება. 

მიხეილ სააკაშვილი: ”შარშან მეგობრებთან ერთად ბათუმის კორტებზე ვთამაშობდი. იქ ვნახე ქუთაისური ოჯახი, რომელთაგანაც გავიგე რომ ქუთაისში კორტები არ არსებობდა და ამის გამო სავარჯიშოდ ბათუმში უწევდათ ბავშვის ჩაყვანა. 250 000-იან ქალაქში კომუნისტების დროსაც კი არ გაკეთებულა საჩოგბურთო მოედანი. თუმცა, ახლა ქუთაისს ულამაზესი კორტები აქვს.

მოშლილი და დანგრეული იყო სტადიონი, რომლის გაკეთებაც მალე დასრულდება. ადრე აქ იატაკზე ასწავლიდნენ ცურვას და ამ პრობლემასაც მალე მოევლება. აუზი უკვე არის და მალე შიგ წყალსაც ჩავასხამთ.

ჩვენ ბევრი სხვა პრობლემაც გვაქვს გადასაჭრელი, მაგრამ ასეთი თანამედროვე სპორტული ობიექტების მშენებლობა სახელმწიფოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. შესაძლოა ამ ბაზებზე მომავალი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები აღიზარდონ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბავშვებს ჯანსაღ და ნორმალურ ატმოსფეროში მოუწევთ ვარჯიში."

დავით კოხრეიძე ქუთაისიდან 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 24
ქუთაისში  სპორტული ინფრასტრუქტურის  სრული რეაბილიტაცია დაიწყო. უკვე  გარემონტდა ჭიდაობის, ფეხბურთის,  ხელბურთის, სტრონგმენების,  რაგბის და ფარიკაობის სპორტული სკოლები.  მალე დასრულდება ტყვიის მსროლელთათვის ორი დარბაზისა და  ადმინისტრაციული ნაწილის  სარემონტო სამუშაოები. სპორტული სკოლები ახალი სპორტული ფორმებითა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
თამარ ჭეიშვილი ქუთაისელ მოფარიკავეთა ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელზედაც სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ. ჭეიშვილმა თებერვლის დასაწყისში კადეტთა შორის  საქართველოს ჩემპიონატზე (დაშნაში) პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა სპორტსმენს  მის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.    
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
ამ დღეებში თერჯოლაში ჩატარდა  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო თასის მფლობელის, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორისა და სიდნეისა და ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის მირიან გიორგაძის სახელობის ტურნირი  ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს თითმის ყველა ქალაქის ჭაბუკმა ფალავნებმა  მიიღეს მონაწილეობა . შეჯიბრება  16 წონით კატეგორიაში გაიმართა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 17
თბილისში გამართულ კადეტ მოფარიკავეთა შორის საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა მოფარიკავეებმა, რომლებმაც საერთო ჯამში 12 მედალი  მოიპოვეს. ქუთაისელი მოფარიკავეების წარმატებული გამოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა. რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობის მიმართ დამოკიდებულება ბოლო წლებში არსებითად შეიცვალა. გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობები, შეიქმნა იმერეთის რეგიონალური ფედერაცია, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კირკიტაძე ხელმძღვანელობს.  
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 იანვარი 18
17 იანვარს,  ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დარბაზში  ,,ტორპედოს" ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია და ვეტერანი მოთამაშეების გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო. კლუბის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ და ,,ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მასმედიას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს გუნდის ახალწვეულები წარუდგინეს.