სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქუთაისის საკრებულომ სპორტსმენები დააფასა

თარიღი: 2012 იანვარი 03

ქუთაისის საკრებულოს ხელმძღვანელობამ ქალაქის წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები საახალწლო ნობათით დააჯილდოვა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ძირითადად ის სპორტსმენები იყვნენ თავმოყრილნი, რომლებიც ქუთაისის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, თუმცა შედეგებით ამ სიაში მყოფებს არ ჩამოუვარდებიან.

საკრებულოს თავჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა  ქუთაიში სპორტის მნიშვნელობაზე და გამორჩეულ სპორტსმენთა დამსახურებაზე იასუბრა, მურმისი თქმით ქუთაისის საკრებულო ყოველთვის სპორტსმენების გვერდით იქნება.

ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ ლევან კირკიტაძე კი ყურადღება გაამახვილა ქუთაისში სპორტის დაფინანსების გაზრდაზე, მისი თქმით ქუთაისში სპორტისთვის გამოიყო სარეკორდო თანხა 4 მილიონი ლარი, რაც სპორტული ბაზების კეთილმოწყობას, საცურაო აუზის გაკეთებასა და სპორტსკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება. მუშაობა მიმდინარეობს სპორტსმენების სამივლინებო-კვებისა და სასტუმროს თანხების გაზრდაზეც. კირკიტაძის თქმით, შეიცვლება დაჯილდოების სისტემა, სპორტსმენები და მწვრთნელები ხელფასსა თუ პრემიას შედეგებისა და დამსხურების მიხედვით მიიღებენ.

,,დღეს გაიმართა წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილოება და მათი ღვაწლის დაფასება, რაც საკრებულოს მხრიდან ძალიან კარგი ნაბიჯია. საბედნიეროდ, ქუთაისში ბევრი ძლიერი სპორტსმენი გვყავს, შევეცდებით, რომ ყველა მათგანს  შრომა დავუფასოთ და  გამარჯვებებისთვის მეტი სტიმული მივცეთ."-აღნიშნა ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათ გაერთიანების ხელმძღავნელმა დავით აბულაძემ

სპორტსმენების დაჯილდოებაში საკრებულოს ხელმძღვანელობასთან და ქალაქის სპორტის მესვეურებთან  ერთად ქუთაისის მერმა გია თევდორაძემაც მიიღო მონაწილეობა.


სპორტსმენები:

კობა ფხაკაძე (კრივი)

ლაშა გოგიტაძე (ბ/რ ჭიდაობა)

კოტე ჯანაშია (სტრონგ-მენი)

ზვიად ქაჯაია (სტრონგ-მენი)

გაგა ჯიხვაძე (სამბო)

გიორგი ლომთაძე (ძალოსნობა)

თამარ ესაძე (ჭადრაკი)

ჯემალ შალამბერიძე (კრივი)

ომარ გურჯიძე (თავისუფალი ჭიდაობა)

პაპუნა მარგველაშვილი (კიკბოქსინგი)

ბექა ბაზაძე (ფარიკაობა)

გიორგი ხიმშიაშვილი (წყალბურთი)

ირაკლი გამთენაძე (მკლავჭიდი)

თეონა გიორგაძე (კარატე)

დათა სანაია (ძალისმიერი სამჭიდი)

 

მწვრთნელები:
 

ზაალ ჯავახაძე (კრივი)

ხვიჩა გოგიტაძე (ბ/რ ჭიდაობა)

დაზმირ ონიანი (ძიუდო)

მალხაზ ლომთაძე  (ძალოსნობა)

მურმან ესაძე (ჭადრაკი)

თემურ ლორთქიფანიძე (კრივი)

კობა ახვლედიანი (თავისუფალი ჭიდაობა)

თემურ მურღულია (თავისუფალი ჭიდაობა)

გიორგი ქუთათელაძე (წყალბურთი)

ალექსანდრე დონაძე (კარატე)

გივი სარდანაძე (სამბო)

დავით თევდორაძე (ძიუდო)

გურამ ჯინჭარაძე (ტანვარჯიში)

სულიკო ბოგვერაძე (ფარიკაობა)

ნონა ჭეფხოძე (ჭადრაკი)


დავით კოხრეიძე ქუთაისიდან 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 24
ქუთაისში  სპორტული ინფრასტრუქტურის  სრული რეაბილიტაცია დაიწყო. უკვე  გარემონტდა ჭიდაობის, ფეხბურთის,  ხელბურთის, სტრონგმენების,  რაგბის და ფარიკაობის სპორტული სკოლები.  მალე დასრულდება ტყვიის მსროლელთათვის ორი დარბაზისა და  ადმინისტრაციული ნაწილის  სარემონტო სამუშაოები. სპორტული სკოლები ახალი სპორტული ფორმებითა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
თამარ ჭეიშვილი ქუთაისელ მოფარიკავეთა ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელზედაც სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ. ჭეიშვილმა თებერვლის დასაწყისში კადეტთა შორის  საქართველოს ჩემპიონატზე (დაშნაში) პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა სპორტსმენს  მის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.    
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
ამ დღეებში თერჯოლაში ჩატარდა  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო თასის მფლობელის, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორისა და სიდნეისა და ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის მირიან გიორგაძის სახელობის ტურნირი  ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს თითმის ყველა ქალაქის ჭაბუკმა ფალავნებმა  მიიღეს მონაწილეობა . შეჯიბრება  16 წონით კატეგორიაში გაიმართა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 17
თბილისში გამართულ კადეტ მოფარიკავეთა შორის საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა მოფარიკავეებმა, რომლებმაც საერთო ჯამში 12 მედალი  მოიპოვეს. ქუთაისელი მოფარიკავეების წარმატებული გამოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა. რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობის მიმართ დამოკიდებულება ბოლო წლებში არსებითად შეიცვალა. გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობები, შეიქმნა იმერეთის რეგიონალური ფედერაცია, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კირკიტაძე ხელმძღვანელობს.  
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 იანვარი 18
17 იანვარს,  ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დარბაზში  ,,ტორპედოს" ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია და ვეტერანი მოთამაშეების გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო. კლუბის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ და ,,ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მასმედიას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს გუნდის ახალწვეულები წარუდგინეს.