სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფარიკაობის ქუთაისური პერსპექტივები

თარიღი: 2012 თებერვალი 17

თბილისში გამართულ კადეტ მოფარიკავეთა შორის საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა მოფარიკავეებმა, რომლებმაც საერთო ჯამში 12 მედალი  მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ: გივი მერკვილაძე (ხმალი), თამარ ჭეიშვილი  და ლევან ფცქიალაძე (ორივე დაშნა).

ვერცხლის მედლებს დაეულნენ: ოთარ შანიძე, ანა სინატაშვილი (ორივე  ხმალი), მარია ზაკირჩენკო  და ირაკლი ფანჩხავა (ორივე დაშნა). მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ: თამარ კენჯია (ხმალი), გიორგი ჭუმბურიძე (რაპირა), ნინო ფცქიალაძე, ქრისტინე მიქაძე და გიორგი ყურაშვილი (სამივე დაშნა).

ქუთაისელი მოფარიკავეების წარმატებული გამოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა. რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობის მიმართ დამოკიდებულება ბოლო წლებში არსებითად შეიცვალა. გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობები, შეიქმნა იმერეთის რეგიონალური ფედერაცია, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კირკიტაძე ხელმძღვანელობს. ქუთაისსა და მთლიანად იმერეთში ფარიკაობის პერსპექტივებზე სწორედ რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელი გვესაუბრა.

,,ქუთაისს ყოველთვის ჰყავდა კარგი მოფარიკავეები და ტრადიციები დღესაც გრძელდება. ქუთასური ფარიკაობის სკოლის აღზრდილი სანდრო ბაზაძე 23-წლამდე ხმალში ევროპის თასის  გამარჯვებულია. მიხეილ მარდალეიშვილი (ხმალი) იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია, ბექა ბაზაძე კი თავის ასაკში ევროპის მე-3 პრიზიორია.

კადეტთა შორის საქართველოს პირველობაზე ჩვენი მოფარიკავეების შესანიშნავი გამოსვლა იმის დასტურია, რომ  ქუთაისში ფარიკაობა აღმავლობის გზას ადგას.  კარგი თაობა მოდის და ალბათ, შორს არ არის ის დრო, როცა ოლიმპიადის ლიცენზიებს ამ სახეობაშიც მოვიპოვეთ."

- როგორი სავარჯიშო პირობები აქვთ ქუთაისში  მოფარიკავეებს და რამდენად შესაძლებელია აქ წარმატებული სპორტსმენების გაზრდა?

ქალაქის ხელმძღვანელობა და ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი დავით აბულაძე გვერდში გვიდგას. მათი ხელშეწყობით გაკეთდა ფარიკაობის დარბაზი, სადაც ყველანაირი პირობები შეიქმნა ვარჯიშისა და შეჯიბრებების ჩასატარებლად. სპორტსმენებისთვის შეგვიძინეს ფორმები. ერთადერთი  პრობლემა ინვენტარის ნაკლებობაა, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამ მხრივ დახმარებას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გვპირდება.

ქალაქის ხელმძღვანელობაც დაინტერესებულია, რომ ინვენტარი შევიძინოთ და იმედია, ამ პრობლემას მალე გადავჭრით. წარმატებული მოფარიკავეები გვყავს და სამომავლოთ მათგან კიდევ უფრო დიდ შედეგებს ველოდებით. მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა და სანდრო ბაზაძეები რომში იტალიისა და იაპონიის გუნდებთან ერთად ემზადებიან მსოფლიო თასის მორიგი ეტაპისთვის, რომელიც კვირის ბოლოს პადოვაში გაიმართება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოფარიკავეები იტალიაში წარმატებებს მიაღწევენ.

-იმერეთის  ფედერაცია ალბათ, მხოლოდ ქუთაისით არ იქნება შემოფარგლული. რეგიონის სხვა ქალაქებში თუ არსებობს ფარიკაობის ჯგუფები?

-საჩხერეში, ჭიათურაში, წყალტუბოში და ზესტაფონში მწვრთნელები მივავლინეთ და ფარიკაობის აღორძინება დავიწყეთ. ვცდილობთ სპორტსმენებს კარგი სავარჯიშო პირობები შევუქმნათ, მაგრამ აქაც ინვენტარის ნაკლებობა გვიშლის ხელს. მთავარია, მრავალწლიანი უძრაობის შემდეგ ამ ქალაქებში ფარიკაობა ისევ დაბრუნდა და თანდათან სხვა პრობლემებიც გადაიჭრება.

დავით კოხრეიძე ქუთაისიდან

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 24
ქუთაისში  სპორტული ინფრასტრუქტურის  სრული რეაბილიტაცია დაიწყო. უკვე  გარემონტდა ჭიდაობის, ფეხბურთის,  ხელბურთის, სტრონგმენების,  რაგბის და ფარიკაობის სპორტული სკოლები.  მალე დასრულდება ტყვიის მსროლელთათვის ორი დარბაზისა და  ადმინისტრაციული ნაწილის  სარემონტო სამუშაოები. სპორტული სკოლები ახალი სპორტული ფორმებითა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
თამარ ჭეიშვილი ქუთაისელ მოფარიკავეთა ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელზედაც სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ. ჭეიშვილმა თებერვლის დასაწყისში კადეტთა შორის  საქართველოს ჩემპიონატზე (დაშნაში) პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა სპორტსმენს  მის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.    
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
ამ დღეებში თერჯოლაში ჩატარდა  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო თასის მფლობელის, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორისა და სიდნეისა და ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის მირიან გიორგაძის სახელობის ტურნირი  ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს თითმის ყველა ქალაქის ჭაბუკმა ფალავნებმა  მიიღეს მონაწილეობა . შეჯიბრება  16 წონით კატეგორიაში გაიმართა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 იანვარი 18
17 იანვარს,  ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დარბაზში  ,,ტორპედოს" ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია და ვეტერანი მოთამაშეების გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო. კლუბის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ და ,,ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მასმედიას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს გუნდის ახალწვეულები წარუდგინეს.
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 იანვარი 03
ქუთაისის საკრებულოს ხელმძღვანელობამ ქალაქის წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები საახალწლო ნობათით დააჯილდოვა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ძირითადად ის სპორტსმენები იყვნენ თავმოყრილნი, რომლებიც ქუთაისის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, თუმცა შედეგებით ამ სიაში მყოფებს არ ჩამოუვარდებიან.