სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქუთაისელ მოფარიკავეთა ახალგაზრდა ჩემპიონი

თარიღი: 2012 თებერვალი 21

თამარ ჭეიშვილი ქუთაისელ მოფარიკავეთა ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელზედაც სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ. ჭეიშვილმა თებერვლის დასაწყისში კადეტთა შორის  საქართველოს ჩემპიონატზე (დაშნაში) პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა სპორტსმენს  მის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

-  მამაც და დედაც მოფარიკავეები იყვნენ. გარკვეული წარმატებებიც ჰქონდათ და  მე და ჩემ უფროს დას ფარიკაობა მათ შეგვაყვარეს. ამჟამად  კი ქუთაისის მე-15 ფარიკაობის სკოლაში  მწვრთნელ ნათია ჩუბინიძესთან ვვარჯიშობ.

-კადეტთა შორის მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობა შენთვის პირველი წარმატება არის, თუ აქამდეც გქონდა რაიმე მიღწევები?

-შეჯიბრებაზე პირველად ორი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ ყოველთვის პრიზიორი ვხვდებოდი, ჩემპიონი კი პირველად გავხდი და ძალიან ბედნიერი ვარ.

-რთული აღმოჩნდა ოქროს მედლის მოპოვება?

-ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. ყველაზე მეტად ფინალში გამიჭირდა, სადაც  მეტოქედ ჩემი თანაქალაქელი მარია ზაკირჩენკო მყავდა, რომელიც ადრე საქართველოს ჩემპიონიც იყო. დაძაბულ ფარიკაობაში მას  15:9 მოვუგე და პირველი ადგილი დავიკავე.

-სამომავლო მიზნებზე რას გვეტყვით, ფარიკაობა შენთვის გართობაა თუ დიდ სპორტზეც გიფიქრია?

-ფარიკაობა ძალიან მიყვარს და მინდა მას ბოლომდე გავყვე. ვეცდები არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებით ვიასპარეზო. ადრე თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე გამოვედი, თუმცა მაშინ ახალბედა ვიყავი და წარმატებისთვის არ მიმიღწევია.  მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე და იმედი მაქვს, რომ განვითარებას გავაგრძელებ. ჩემი მწვრთნელი ნათია ჩუბინიძე  ამ მხრივ ძალიან მეხმარება.

-როგორი სავარჯიშო პირობები გაქვთ და თუ არის შესაძლებელი დღევანდელ პირობებში ძლიერი მოფარიკავის გაზრდა?

-ფარიკაობის დარბაზი  ძალიან კარგად გააკეთეს, ყველაფერი უმაღლეს დონეზე არის და ვარჯიშისთვის ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი. დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული.

დავით კოხრეიძე ქუთაისიდან 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 24
ქუთაისში  სპორტული ინფრასტრუქტურის  სრული რეაბილიტაცია დაიწყო. უკვე  გარემონტდა ჭიდაობის, ფეხბურთის,  ხელბურთის, სტრონგმენების,  რაგბის და ფარიკაობის სპორტული სკოლები.  მალე დასრულდება ტყვიის მსროლელთათვის ორი დარბაზისა და  ადმინისტრაციული ნაწილის  სარემონტო სამუშაოები. სპორტული სკოლები ახალი სპორტული ფორმებითა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
ამ დღეებში თერჯოლაში ჩატარდა  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო თასის მფლობელის, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორისა და სიდნეისა და ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის მირიან გიორგაძის სახელობის ტურნირი  ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს თითმის ყველა ქალაქის ჭაბუკმა ფალავნებმა  მიიღეს მონაწილეობა . შეჯიბრება  16 წონით კატეგორიაში გაიმართა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 17
თბილისში გამართულ კადეტ მოფარიკავეთა შორის საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა მოფარიკავეებმა, რომლებმაც საერთო ჯამში 12 მედალი  მოიპოვეს. ქუთაისელი მოფარიკავეების წარმატებული გამოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა. რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობის მიმართ დამოკიდებულება ბოლო წლებში არსებითად შეიცვალა. გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობები, შეიქმნა იმერეთის რეგიონალური ფედერაცია, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კირკიტაძე ხელმძღვანელობს.  
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 იანვარი 18
17 იანვარს,  ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დარბაზში  ,,ტორპედოს" ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია და ვეტერანი მოთამაშეების გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო. კლუბის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ და ,,ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მასმედიას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს გუნდის ახალწვეულები წარუდგინეს.
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 იანვარი 03
ქუთაისის საკრებულოს ხელმძღვანელობამ ქალაქის წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები საახალწლო ნობათით დააჯილდოვა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ძირითადად ის სპორტსმენები იყვნენ თავმოყრილნი, რომლებიც ქუთაისის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, თუმცა შედეგებით ამ სიაში მყოფებს არ ჩამოუვარდებიან.