სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქუთაისში სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

თარიღი: 2012 თებერვალი 24



ქუთაისში  სპორტული ინფრასტრუქტურის  სრული რეაბილიტაცია დაიწყო. უკვე  გარემონტდა ჭიდაობის, ფეხბურთის,  ხელბურთის, სტრონგმენების,  რაგბის და ფარიკაობის სპორტული სკოლები.  მალე დასრულდება ტყვიის მსროლელთათვის ორი დარბაზისა და  ადმინისტრაციული ნაწილის სარემონტო სამუშაოები. სპორტული სკოლები ახალი სპორტული ფორმებითა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა.

სპორტული ტრადიციების აღორძინების მიზნით ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სპორტსკოლაში პანსიონი გაიხსნა, სადაც განსაკუთრებული ნიჭის 50 ახალგაზრდა სპორტსმენს უფასოდ ვარჯიშის, ცხოვრებისა და დასვენების განსაკუთრებული პირობები ექნება. პანსიონში იმერეთის რაიონებიდან ჩამოსული მოზარდები გადამზადდებიან.

სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 600 ათასი ლარი დაიხარჯება. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სპორტულ სკოლებში შესრულებული სამუშაოები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ქუთაისის მერ გიორგი თევდორაძესთან  და ქალაქის სპორტის მესვეურებთან ერთად დაათვალიერა.

ლაშა მაქაცარია:" ქუთაისი განსაკუთრებული სპორტული  ტრადიციებით გამოირჩევა. სწორედ  ამ ტრადიციების გაგრძელებისა და პერსპექტიული სპორტსმენების წახალისების მიზნით   დავაარსეთ პანსიონი. პანსიონის არსებობა საშუალებას იძლევა რეგიონში მოეწყოს სხვა ქვეყნების ნორჩ სპორტსმენთა საწვრთნელი შეკრებები, რაც ხელს  შეუწყობს ქუთაისის სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბებას".

ვით კოხრეიძე ქუთაისიდან

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
თამარ ჭეიშვილი ქუთაისელ მოფარიკავეთა ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელზედაც სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ. ჭეიშვილმა თებერვლის დასაწყისში კადეტთა შორის  საქართველოს ჩემპიონატზე (დაშნაში) პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა სპორტსმენს  მის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.    
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
ამ დღეებში თერჯოლაში ჩატარდა  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო თასის მფლობელის, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორისა და სიდნეისა და ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის მირიან გიორგაძის სახელობის ტურნირი  ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს თითმის ყველა ქალაქის ჭაბუკმა ფალავნებმა  მიიღეს მონაწილეობა . შეჯიბრება  16 წონით კატეგორიაში გაიმართა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 17
თბილისში გამართულ კადეტ მოფარიკავეთა შორის საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა მოფარიკავეებმა, რომლებმაც საერთო ჯამში 12 მედალი  მოიპოვეს. ქუთაისელი მოფარიკავეების წარმატებული გამოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა. რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობის მიმართ დამოკიდებულება ბოლო წლებში არსებითად შეიცვალა. გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობები, შეიქმნა იმერეთის რეგიონალური ფედერაცია, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კირკიტაძე ხელმძღვანელობს.  
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 იანვარი 18
17 იანვარს,  ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დარბაზში  ,,ტორპედოს" ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია და ვეტერანი მოთამაშეების გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო. კლუბის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ და ,,ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მასმედიას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს გუნდის ახალწვეულები წარუდგინეს.
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 იანვარი 03
ქუთაისის საკრებულოს ხელმძღვანელობამ ქალაქის წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები საახალწლო ნობათით დააჯილდოვა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ძირითადად ის სპორტსმენები იყვნენ თავმოყრილნი, რომლებიც ქუთაისის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, თუმცა შედეგებით ამ სიაში მყოფებს არ ჩამოუვარდებიან.