სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ინტერვიუ ნუგზარ სხირელთან

თარიღი: 2010 მარტი 09

რამდენიმე დღის წინ ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი ბირთვი მიმდინარე სეზონში ჩვეულებისამებრ სწორედ ამ შეჯიბრებიდან ირჩეოდა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წარმატებებს ჩვეული ამ ნაკრების წლევანდელ გეგმებზე და უშუალოდ ქვეყნის ჩემპიონატის შესახებ სასაუბროდ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელს -  ნუგზარ სხირელს მივმართეთ.

– პირველ ყოვლისა, მინდა მასპინძელ ქალაქს მადლობა ვუთხრა შეჯიბრების მშვენივრად ორგანიზებაზე. სხვათაშორის ბათუმის სპორტის მესვეურთ თავადაც ვთხოვე, რომ ჩემპიონატი მათთან ჩატარებულიყო, რადგან მიმაჩნია, რომ ქართული სპორტის წინსვლისათვის აუცილებელია ასეთი ტურნირების რეგიონებში გამართვა.

– რაც შეეხებათ ლაურიატებს, რომელთა მიხედვითაც ალბად წლევანდელი ნაკრების ძირითადი ბირთვის შერჩევას აპირებთ...

– ცხადია წონით კატეგორიებში ფავორიტების გამოსავლენად პირველ ყოვლისა საქართველოს ჩემპიონატის შედეგები უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა რიგ შემთხვევებში, ანუ იმ წონებში, სადაც გამარჯვებულებს სხვა საპრიზო ადგილებზე გასულები მცირედით ჩამორჩნენ, თავის გამოჩენის საშუალება სხვა ფალავნებსაც მიეცემათ. 50 კგ-ში მაგალითად ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ერთი თავით ჯობდა ყველას. შესაბამისად ნაკრებში ადგილის მოსაპოვებლად თავის წონაში იგი უკონკურენტოა. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ 50 კგ-ში ბოლო წლებია საკმაოდ გვიჭირს. ამაზე შარშანაც აღვნიშნე. მაშინ, მართალია ლაშა ლომთაძემ ევროპის ჩემპიონტზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ ეს კენჭისყრის გამართლება უფრო იყო, ვინაიდან მას საამისოდ მხოლოდ ერთი მარცხი და მოგება ეყო.

– ლომთაძე წელს 55 კგ-ში გახდა ჩემპიონი...

– მიუხედავად ამისა, ამ წონაში უწინდელივით გამოკვეთილი ლიდერი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ლადო ხინჩეგაშვილია. მან ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის გამოტოვა, იქამდე რამდენიმე დღით ადრე დიდებს შორის ანალოგიურ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და პირველობა არავის დაუთმო. 

– 60 კგ-ში გიგლა მაყიშვილის უფროსებში გადასვლის მერე ახალი ლიდერი იყო გამოსავლენი...

– გიგლა ევროპის ორგზის ჩემპიონის სტატუსთ გადავიდა უფროს ასაკში. ამ წონაში გაჩემპიონებულმა თენგიზ ჩოჩიშვილმა უფროსთა შორისაც ავიდა კვარცხლბეკზე (ბრინჯაოს მედალი მოიპოვა). ნიშანდობლივია, რომ მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, როგორც პირადი მწვრთნელი ამ ადგილს ვუგეგმავდი კიდეც. თენგიზი საპრიზო ადგილებზე გასულ ოთხეულში ყველაზე სტაბილური ფალავანია. აქვს კარგი საერთაშორისო გამოცდილებაც...ასევე ჩვენი ქალაქის საჭიდაო სკოლის აღზრდილი, დავით გალეგაშვილისაგან ველოდით ოქროს მედალს 66 კგ-ში, მაგრამ მას ხელი მოეცარა, თუმცა ჩემპიონი მაინც გორელი დავით ტლაშაძე გახდა. მოქმედ ჩემპიონს წარსულში რაიმე ხელჩასაჭიდი გამარჯვება არ ჰქონია, მაგრამ ამ შეჯიბრებაზე მეტად დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა. საერთოდ ტლაშაძე არაორდინალური ფალავანი მგონია – ხალიჩაზე აბსოლიტურად უემოციოა, აქვს უჩვეულოდ დაბალი დგომი და შორიდან ეჭიდავება მოწინააღმდეგეს.

– 74 და 84 კგ-ში ფავორიტები უცვლელი დარჩებიან?

– საგარეჯოელი დავით ხუციშვილი (74 კგ) და სტეფანწმინდელი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) კვლავ ჩემპიონები გახდნენ. ისინი მოგეხსენბათ შარშანდელ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც წარმატებით გამოვიდნენ და არც საერთაშორისო ტურნირებზე შეურცხვენიათ თავი.

– გასულ წელს გუნდის"აქილევსის ქუსლა" 96 კგ-ს მიიჩნევდით. საიმედოდ ხომ არ შეცვლილა ვითარება?

– არა მგონია მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულიყო. გამარჯვებულმა თორნიკე ხიდეშელმა საქართველოს ჩემპიონატზე შარშანაც არ იასპარეზა ცუდად, მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ძალიან ცუდად გამოვიდა. იმედი მინდა ვიქონიო, რომ წელს უცხოეთშიც მიაღწევს შედეგს. აქ ფინალისტი ომარ გუსოშვილიც მინდა საერთაშორისო სარბიელზე გამოვცადო. მან ხიდეშელთან მცირე უპირატესობით დათმო ფინალი და თანაც მასზე ორი წლით უმცროსი გახლავთ.

– შარშანდელი ფინალი განმეორდა მძიმე წონაში. საკანდელიძე-ბერიანიძის დუელი პირველობისათვის კვლავ გაგრძელდება?

– მძიმე წონაში სხვებთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა. ცუდად არც მესამე ადგილზე გასულმა მოჭიდავეებმა (კვირჭიშვილი-გზირიშვილი) დაგვამახსოვრეს თავი. ლიდერებს შორის გამარჯვებულის გამოვლენაში კი მონეტამ ითამაშა ჩემის აზრით გადამწყვეტი როლი. ჩემპიონ გიორგი საკანდელიძეს გასულ ზაფხულს უხვად ჰქონდა წარმატებები (ვერცხლის მედლები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე), წელს დიდებშიც გახდა ქვეყნის ჩემპიონი (ლექსო მოდებაძეს აჯობა), მაგრამ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მისი გამოსვლა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ გასათვალისწინებელია ბერიანიძის შესაძლებლობებიც. ასე, თუ ისე,  მოსამზადებელ შეკრებებზე გავარკვევთ მოცემულ მომენტში მათ შორის საუკეთესოს ვინაობას. 

– რაც შეეხება მოსამზადებელ შეკრებებს და საერთაშორისო ტურნირებს... 

– სეზონის უმთავრესი შეჯიბრებები მოგეხსენებათ ევროპის (29 ივნისი–4 ივლისი) და მსოფლიოს (20-25 ივლისი) ჩემპიონატებია. დაგეგმილ სამ შეკრებასაც ბუნებრივია მათთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ, ისევე, როგორც დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირებს რიგაში, ბაქოსა და ანკარაში. სამივე ამ შეჯიბრებაზე გამოსვლა შარშანაც კარგად წაგვადგა და ამჯერადაც არ შეგვიცვლია გრაფიკი. თანაც ცხადია გასათვალისწინებლია ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები. განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და თურქეთში გვაძლევს ხელს ასპარეზობა ამ ქვეყნების ტერიტორიული სიახლოვის გამო, ვინაიდან იქ გამგზავრებისა და მონაწილეობისათვის ნაკლებია ხარჯები და უფრო მეტი სპორტსმენი შეგვიძლია ვიახლოთ და გამოვცადოთ. გარდა ამისა ბაქოს ტურნირი კომერციულია და მოჭიდავეებს ფინანსური ხეირის ნახვაც შეუძლიათ. საინტერესო სიახლე გვაქვს ქალ მოჭიდავეებთან დაკავშირებით.

რიგის ტურნირზე პირველი ქალი მოჭიდავე ანი აკოფოვიც მიიღებს მონაწილეობას. ეს გოგონა გორის თავისუფალი ჭიდაობის ქალთა ჯგუფის გამორჩეული წარმომადგენელია და იგი პირველად გამოვა ხალიჩაზე. ანი 17 წლისაა, იგი დიდი მონდომებით ვარჯიშობს ისევე, როგოც მისი თანაგუნდელები. მისი რიგის ტურნირზე ასპარეზობა უდიდესი სტიმული იქნება დანარჩენებისათვის. გორი მოგეხსენებათ საქართველოში ქალთა ჭიდაობის პირველი მერცხალია და მისი განვითარებისა (რასაც ყველა ქვეყანაში თვითონ ფილა-ც მოითხოვს) და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებისათვის ქალ სპორტსმენთა შეჯიბრებებში ჩართვა აუცილებელია. ამასთან ანის ასაკიდან გამომდინარე ზაფხულში ბავშვთა ოლიმპიადაზეც შეუძლია მონაწილეობის მიღება.

– ესეც მორიგი მაგალითია იმისა, თუ რა წვლილი შეაქვს გორს ჩვენი ქვეყნის თავისუფალი ჭიდაობის განვითარებაში. საინტერესოა დარბაზის საკითხს თუ დაადგა საშველი?

– აღარც კი მინდა ამ თემაზე საუბარი! უკიდურესად გულგატეხილი ვარ! გული მწყდება, რომ ჩვენ, რომელთაც დიდი ხანია როგორც პირველ ისე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში საქართველოს ნაკრებების შემადგენლობის ნახევარს ვავსებთ და არც წარმატებების სიმცირით შეგვირცხვენია თავი. ამდენი საუბრის და ხვეწნის მიუხედავად ერთი ნორმალური დარბაზი ვერაფრით დავიმსახურეთ! 

პ.ს. საუბრის შემდგომ ბატონმა ნუგზარმა გორის დარბაზში მიმდინარე ვარჯიშს დაგვასწრო და კიდევ ერთხელ უშუალოდ გვაჩვენა, თუ როგორ სივიწროვეში ემზადებოდნენ ფალავნები. ისედაც არასაკმარის სივრცეში, მოკლე მონაკვეთზე შემოღობილი ერთგვარი "კარავიც" ვნახეთ, რომლისთვისაც ქალთა გასახდელის ფუნქცია მიუციათ (!). მართლაც გასაოცარია ქვეყნისთვის ამდენი გამარჯვების მომტანი მწვრთნელები და მათი შეგირდები როდემდე უნდა მუშაობდნენ ასეთ სასაცილო პირობებში?!
    
ვასილ ბალახაძე გორიდან

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შედეგები

50 კგ


1. ლაშა ტალახაძე (ხაშური)
2. ამირან ყაზარაშვილი (გორი)
3. ამირან ცეცხლაძე (აჭარა) და არჩილ ბეუქლიშვილი (ყვარელი)

55 კგ  

1. ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)
2. გიორგი ტალახაძე (ხაშური)
3. ტრისტან ჩირგაძე და გიორგი კაციტაძე (ორივე ქუთაისი) 

60 კგ

1. თენგიზ ჩოჩიშვილი (გორი)
2. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)
3. თორნიკე ლურსმანაშვილი (ქუთაისი) და ვასილ მამულაშვილი (საგარეჯო)

66 კგ

1. დავით ტლაშაძე (გორი)
2. რევაზ ჯანელიძე
3. ილია ხუციშვილი (ორივე თბილისი) და გიგა ნაგლაძე (ქუთაისი)

74 კგ

1. დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
2. ვანო ახალმოსულიშვილი (ყვარელი)
3. გიორგი აბულაძე (თბილისი) და გიორგი გუგავა (ხონი)

84 კგ

1. დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი)
2. მამუკა კორძააია (აჭარა)
3. სანდრო ამინაშვილი (თბილისი) და ოთარ ურატაძე (ქუთაისი)

96 კგ

1. თორნიკე ხიდეშელი (გარდაბანი)
2. ომარ გუსოშვილი (გორი)
3. შოთა მეტრეველი (თბილისი) და მირიან ბურდული (ჩოხატაური)

120 კგ

1. გიორგი საკანდელიძე (თბილისი)
2. ლევან ბერიანიძე (თბილისი
3. გიორგი კვირჭიშვილი (თბილისი) და ვალერიან გზირიშვილი (კასპი)  

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2011 აგვისტო 22
ბულგარეთის ქალაქ პრიმორსკოში 12-18 აგვისტოს გამართულ საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირზე - "პოსეიდონის თასი" წარმატებით ითამაშა ბათუმის სპორტსკოლის გუნდმა "ბათუმი", რომელმაც ყველა მეტოქეს სძლია, ფინალში მასპინძელი ქვეყნის - ბულგარეთის "რუსეს" სპორტსკოლის გუნდი დაამარცხა 67:50 და ჩემპიონობა მოიპოვა.
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 21
საქართველოს ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრები გუნდის სპორტსმენებმა.  საერთო ჯამში, აჭარის გუნდის წარმომადგენლებმა ჩემპიონატზე 14 ოქროს, 9 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სპორტსმენებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მატე ტაკიძე და მოადგილე რაულ თავართქილაძე შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 16
ანგისის სპორტკომპლექსის ბაზაზე გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელშიც აჭარის 21 და თბილისის 18 მშვილდოსანი მონაწილეობდა. 15-29 აპრილს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ანგისის კომპლექსურ ბაზაზე ჩაუტარდება ორკვირიანი საწვრთნო შეკრება და 1-8 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ხორვატიის ქალაქ პორეკში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე.    
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 16
ორი დღის მანძილზე ბათუმის ტანვარჯიშის დარბაზში  მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც საქართველოს საუკეთესო ტანმოვარჯიშეებთან ერთად  უკონკურსოდ აზერბაიჯანის ვაჟთა გუნდი მონაწილეობდა. ქალთა შორის აბსოლუტური ჩემპიონის წოდება მოიპოვა ეროვნული ნაკრების წევრმა ქეთევან ბოლქვაძემ, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 მაისს მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში მსოფლიო თასის I ეტაპზე.    
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 09
7 აპრილს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია - ფილას ბიუროს წვერი - სტეფან კაზარიანი,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გია გალდავასთან და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ედიშერ მაჩაიძესთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა, სადაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2011 წელს პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება