სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ნამგალაურმა და რურუამ აჭარაში საქმიანი ვიზიტი დაასრულეს

თარიღი: 2010 აპრილი 01



31 მარტს ბათუმში საქმიანი ვიზიტით მყოფი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - ნიკოლოზ რურუა, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაურთან და მის მოადგილე - ირაკლი სამყურაშვილთან ერთად სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო. სტუმრებს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი - მათე ტაკიძე მასპინძლობდა.

მინისტრი თავდაპირველად ბათუმის სასპორტო სკოლას ეწვია და ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში აჭარის პირველობას დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა სპორტსმენმა. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები ნიკა რურუამ და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მათე ტაკიძემ დააჯილდოეს.

მოგვიანებით, სტუმრებმა ბათუმის ჭადრაკის სასახლეში გადაინაცვლეს, სადაც 19:00 საათზე დავით ნამგალაურის, მათე ტაკიძის, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ - გია გიორგაძისა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ, სლოვენიელ ბორის კუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

წელს, 19-29 სექტემბერს ბათუმი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ჭადრაკში 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის და პრესკონფერენციაც სწორედ ამ თემას მიეძღვნა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ასეთი კომენტარები გაკეთდა.

ნიკა რურუა: „ევროპის ასაკობრივ საჭადრაკო ჩემპიონატზე ბათუმში 1000-ზე მეტი სხვადასხვა ასკის ბავშვი მიიღებს მონაწილეობას ევროპის ქვეყნებიდან. ასეთი მღალის რანგის ტურნირი ძალზე სერიოზული ღონისძიება იმისათის, რომ საჭადრაკო რუკაზე საქართველომ ისევ დაიმკვიდროს თავი, როგორც ეს იყო ათწლეულების განმავლობაში."

დავით ნამგალაური:  „წელს ბათუმში მართლაც უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გველის და ერთობლივი ძალისხმევით ყველა საორგანიზაციო საკითხს მოვაგვარებთ. ქართველ  მოჭდარაკეებს მართლაც უნიკალური შანსი ექნებათ იმისასთვის, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტული საქართველოში მოიპოვონ და მათთვის საჭირო სარეიტინგო ქულები დააგროვონ."

მათე ტაკიძე: „აჭარას ნამდვილად აქვს მაღალი დონის ტურნირების ჩატარების გამოცდილება. ადგილობრივი მთავრობის მხრიდან, ევროპის ჩემპიონატს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება"

ბორის კუტინი: „საორგანიზაციო თვალსაზრისით, ბათუმში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისათვის მიმდინარე სამუშაოებს დადებითად შევაფასებ. ჩვენ, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ და ბათუმში არაერთ საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებას დავუჭერთ მხარს"

იხილეთ ფოტოგალერეა
(ფოტოები მოგვაწოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ)

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2011 აგვისტო 22
ბულგარეთის ქალაქ პრიმორსკოში 12-18 აგვისტოს გამართულ საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირზე - "პოსეიდონის თასი" წარმატებით ითამაშა ბათუმის სპორტსკოლის გუნდმა "ბათუმი", რომელმაც ყველა მეტოქეს სძლია, ფინალში მასპინძელი ქვეყნის - ბულგარეთის "რუსეს" სპორტსკოლის გუნდი დაამარცხა 67:50 და ჩემპიონობა მოიპოვა.
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 21
საქართველოს ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრები გუნდის სპორტსმენებმა.  საერთო ჯამში, აჭარის გუნდის წარმომადგენლებმა ჩემპიონატზე 14 ოქროს, 9 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სპორტსმენებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მატე ტაკიძე და მოადგილე რაულ თავართქილაძე შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 16
ანგისის სპორტკომპლექსის ბაზაზე გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელშიც აჭარის 21 და თბილისის 18 მშვილდოსანი მონაწილეობდა. 15-29 აპრილს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ანგისის კომპლექსურ ბაზაზე ჩაუტარდება ორკვირიანი საწვრთნო შეკრება და 1-8 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ხორვატიის ქალაქ პორეკში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე.    
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 16
ორი დღის მანძილზე ბათუმის ტანვარჯიშის დარბაზში  მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც საქართველოს საუკეთესო ტანმოვარჯიშეებთან ერთად  უკონკურსოდ აზერბაიჯანის ვაჟთა გუნდი მონაწილეობდა. ქალთა შორის აბსოლუტური ჩემპიონის წოდება მოიპოვა ეროვნული ნაკრების წევრმა ქეთევან ბოლქვაძემ, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 მაისს მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში მსოფლიო თასის I ეტაპზე.    
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 09
7 აპრილს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია - ფილას ბიუროს წვერი - სტეფან კაზარიანი,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გია გალდავასთან და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ედიშერ მაჩაიძესთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა, სადაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2011 წელს პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება