სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მათე ტაკიძემ ტანმოვარჯიშეებს წარმატება უსურვა

თარიღი: 2010 აპრილი 09

6 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მათე ტაკიძემ და მოადგილემ რაულ თავართქილაძემ მოინახულეს სპორტულ ტანვარჯიშსა და სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების, ქეთევან ბოლქვაძის, ანა ურუშაძის, სალომე სარიშვილის და ნინო დიასამიძის საწვრთნელი ვარჯიშები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ.

ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრმა  კმაყოფილება გამოხატა  ბათუმელი სპორტსმენების მომზადებით და მან აღნიშნა, რომ სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს ინტესიურ დახმარებას ქართველი სპორტსმენებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან ბოლქვაძე თბილისელი მწვრთნელის ჯუმბერ ლაშხის ხელმძღვანელობით წარმატებით ემზადება მსოფლიოს თასზე მონაწილეობისთვის, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის მაისში ქალაქ მოსკოვში. ბათუმელი აკრობატები - გოგონათა სამეული და გოგონათა ორეული კი მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

აქვე, მინისტრი გაეცნო ახალგაზრდებს შორის, ევროპის  ჩემპიონის, ბატუტზე ხტომაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, თბილისელი ლუბა გოლოვინას საწვრთნელი ვარჯიშების მიმდინარეობას, რომელიც ბათუმის ტანვარჯიშის სპორტულ  დარბაზში თავის პირად მწვრთნელთან, საკუთარ მამასთან ერთად ვარჯიშობს

http://www.moecs.ge/ge/index.php?page=shownews&id=542

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2011 აგვისტო 22
ბულგარეთის ქალაქ პრიმორსკოში 12-18 აგვისტოს გამართულ საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირზე - "პოსეიდონის თასი" წარმატებით ითამაშა ბათუმის სპორტსკოლის გუნდმა "ბათუმი", რომელმაც ყველა მეტოქეს სძლია, ფინალში მასპინძელი ქვეყნის - ბულგარეთის "რუსეს" სპორტსკოლის გუნდი დაამარცხა 67:50 და ჩემპიონობა მოიპოვა.
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 21
საქართველოს ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრები გუნდის სპორტსმენებმა.  საერთო ჯამში, აჭარის გუნდის წარმომადგენლებმა ჩემპიონატზე 14 ოქროს, 9 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სპორტსმენებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მატე ტაკიძე და მოადგილე რაულ თავართქილაძე შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 16
ანგისის სპორტკომპლექსის ბაზაზე გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელშიც აჭარის 21 და თბილისის 18 მშვილდოსანი მონაწილეობდა. 15-29 აპრილს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ანგისის კომპლექსურ ბაზაზე ჩაუტარდება ორკვირიანი საწვრთნო შეკრება და 1-8 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ხორვატიის ქალაქ პორეკში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე.    
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 16
ორი დღის მანძილზე ბათუმის ტანვარჯიშის დარბაზში  მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც საქართველოს საუკეთესო ტანმოვარჯიშეებთან ერთად  უკონკურსოდ აზერბაიჯანის ვაჟთა გუნდი მონაწილეობდა. ქალთა შორის აბსოლუტური ჩემპიონის წოდება მოიპოვა ეროვნული ნაკრების წევრმა ქეთევან ბოლქვაძემ, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 მაისს მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში მსოფლიო თასის I ეტაპზე.    
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 09
7 აპრილს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია - ფილას ბიუროს წვერი - სტეფან კაზარიანი,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გია გალდავასთან და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ედიშერ მაჩაიძესთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა, სადაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2011 წელს პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება