სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბათუმმა სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა

თარიღი: 2010 აპრილი 16

ორი დღის მანძილზე ბათუმის ტანვარჯიშის დარბაზში  მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც საქართველოს საუკეთესო ტანმოვარჯიშეებთან ერთად  უკონკურსოდ აზერბაიჯანის ვაჟთა გუნდი მონაწილეობდა.

ქალთა შორის აბსოლუტური ჩემპიონის წოდება მოიპოვა ეროვნული ნაკრების წევრმა ქეთევან ბოლქვაძემ, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 მაისს მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში მსოფლიო თასის I ეტაპზე. 

კაცთა შორის პირველი ადგილი თბილისელმა პაატა ნოზაძემ დაიკავა, მეორეზე ბათუმელი გია საყვარელიძე გავიდა.

კაცებში მრავალჭიდში გამარჯვებული გახდა აზერბაიჯანელი ხალილ ბელი ახმედი. გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა მათე ტაკიძემ.

http://www.moecs.ge/ge/index.php?page=shownews&id=546  

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2011 აგვისტო 22
ბულგარეთის ქალაქ პრიმორსკოში 12-18 აგვისტოს გამართულ საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირზე - "პოსეიდონის თასი" წარმატებით ითამაშა ბათუმის სპორტსკოლის გუნდმა "ბათუმი", რომელმაც ყველა მეტოქეს სძლია, ფინალში მასპინძელი ქვეყნის - ბულგარეთის "რუსეს" სპორტსკოლის გუნდი დაამარცხა 67:50 და ჩემპიონობა მოიპოვა.
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 21
საქართველოს ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრები გუნდის სპორტსმენებმა.  საერთო ჯამში, აჭარის გუნდის წარმომადგენლებმა ჩემპიონატზე 14 ოქროს, 9 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სპორტსმენებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მატე ტაკიძე და მოადგილე რაულ თავართქილაძე შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 16
ანგისის სპორტკომპლექსის ბაზაზე გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელშიც აჭარის 21 და თბილისის 18 მშვილდოსანი მონაწილეობდა. 15-29 აპრილს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ანგისის კომპლექსურ ბაზაზე ჩაუტარდება ორკვირიანი საწვრთნო შეკრება და 1-8 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ხორვატიის ქალაქ პორეკში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე.    
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 09
7 აპრილს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია - ფილას ბიუროს წვერი - სტეფან კაზარიანი,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გია გალდავასთან და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ედიშერ მაჩაიძესთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა, სადაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2011 წელს პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 09
6 აპრილს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მათე ტაკიძე, მოადგილე რაულ თავართქილაძესთან ერთად, სპორტულ ტანვარჯიშსა და სპორტულ აკრობატიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ვარჯიშებს დაესწრო. მინისტრმა ახალგაზრდებს შორის, ევროპის  ჩემპიონის, ბატუტზე ხტომაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის - ლუბა გოლოვინას საწვრთნელი ვარჯიშიც იხილა.