სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მათე ტაკიძემ აჭარელ ჩოგბურთელებს წარმატება მიულოცა

თარიღი: 2010 აპრილი 21

საქართველოს ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრები გუნდის სპორტსმენებმა.
 
საერთო ჯამში, აჭარის გუნდის წარმომადგენლებმა ჩემპიონატზე 14 ოქროს, 9 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

სპორტსმენებს დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მატე ტაკიძე და მოადგილე რაულ თავართქილაძე შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 

გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ბათუმში გაიმართება. 

ჩემპიონატში სომხეთის, თურქეთის, კვიპროსის, ბულგარეთისა და საქართთველოს გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.  

http://www.moecs.ge/ge/index.php?page=shownews&id=552  

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2011 აგვისტო 22
ბულგარეთის ქალაქ პრიმორსკოში 12-18 აგვისტოს გამართულ საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირზე - "პოსეიდონის თასი" წარმატებით ითამაშა ბათუმის სპორტსკოლის გუნდმა "ბათუმი", რომელმაც ყველა მეტოქეს სძლია, ფინალში მასპინძელი ქვეყნის - ბულგარეთის "რუსეს" სპორტსკოლის გუნდი დაამარცხა 67:50 და ჩემპიონობა მოიპოვა.
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 16
ანგისის სპორტკომპლექსის ბაზაზე გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელშიც აჭარის 21 და თბილისის 18 მშვილდოსანი მონაწილეობდა. 15-29 აპრილს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ანგისის კომპლექსურ ბაზაზე ჩაუტარდება ორკვირიანი საწვრთნო შეკრება და 1-8 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ხორვატიის ქალაქ პორეკში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე.    
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 16
ორი დღის მანძილზე ბათუმის ტანვარჯიშის დარბაზში  მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც საქართველოს საუკეთესო ტანმოვარჯიშეებთან ერთად  უკონკურსოდ აზერბაიჯანის ვაჟთა გუნდი მონაწილეობდა. ქალთა შორის აბსოლუტური ჩემპიონის წოდება მოიპოვა ეროვნული ნაკრების წევრმა ქეთევან ბოლქვაძემ, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 მაისს მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში მსოფლიო თასის I ეტაპზე.    
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 09
7 აპრილს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია - ფილას ბიუროს წვერი - სტეფან კაზარიანი,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გია გალდავასთან და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ედიშერ მაჩაიძესთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა, სადაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2011 წელს პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 09
6 აპრილს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მათე ტაკიძე, მოადგილე რაულ თავართქილაძესთან ერთად, სპორტულ ტანვარჯიშსა და სპორტულ აკრობატიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ვარჯიშებს დაესწრო. მინისტრმა ახალგაზრდებს შორის, ევროპის  ჩემპიონის, ბატუტზე ხტომაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის - ლუბა გოლოვინას საწვრთნელი ვარჯიშიც იხილა.