სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2012 იანვარი 03
29 დეკემბერს ქალაქ ფოთში გაიმართა ქალაქის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების ტრადიციული საზეიმო ცერემონიალი. საზეიმო საღამოს პროგრამა უხვად იყო გაჯერებული საკონცერტო ნომრებით, რამაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა ცერემონიალის მსვლელობას. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მესვეურები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქალაქში სპორტის განვითარებაში.  
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2010 ნოემბერი 26
გასულ კვირას ზუგდიდის სპორტის სასახლემ პირველად უმასპინძლა "შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ჩემპიონატს" სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში. ტურნირი საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.   
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2010 მარტი 30
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურმა 18-19 მარტს ჩაატარა ოლიმპიური ჩემპიონის რომან რურუას სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობა მიიღო 150–მდე სპორტსმენმა  საქართველოს სახვადასხვა რეგიონებიდან - ბორჯომიდან, რუსთავიდან, სენაკიდან, ფოთიდან, ხობიდან, თერჯოლადან, ძველი სენაკიდან, ქუთაისიდან, აბაშიდან.   
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2010 მარტი 29
ფოთში სპორტული ინფრასტრუქტრის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება იწყება. პროგრამის ფარგლებში ფოთში სარაგბო მოედანი აშენდება, ასევე გარემონტდება ცენტრალური სტადიონი, სპორტული ობიექტები კი შესაბამისი ინვენტარით მომარაგდება და სამომავლოდ რეგიონში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გამართვის საშუალება გაჩნდება.    
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2010 მარტი 28
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის - ნიკოლოზ რურუას რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ხელოვნების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან. ქუთაისში ვიზიტის შემდეგ, 28 მარტს მინისტრი ფოთში ჩავა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგნელების გარდა, ფოთის სპორტულ საზოგადოებასთან საგანგებო შეხვედრას გამართავს.
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2010 მარტი 15
გთვაზობთ რეგიონალურ სპორტულ გაზეთ - "ტაიმაუტში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს ფოთის სპორტის სამსახურის უფროსს - ზურაბ ტიბუასთან. ტიბუას, რომელიც ამავე დროს კრივში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახლავთ, "ტაიმაუტის" ჟურნალისტი - ინგა გვასალია ესაუბრა.    
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2010 მარტი 15
ფოთის ყოველკვირეულ სპორტულ გაზეთ „ტაიმაუტში" ფოთის „კოლხეთის"  საფეხბურთო გუნდის პრეზიდენტ თემურ ბარქაიასთან ინტრევიუ გამოქვეყნდა, რომელსაც მცირედი შესწორებით გთავაზობთ.      
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2009 ოქტომბერი 26
სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის - მაია აზარაშვილის თასის გათამაშება სამეგრელოში უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მარტვილისა და ჩხოროწყუს შემდეგ ესტაფეტა ამჯერად წალენჯიხას ერგო. ტურნირში, რომელიც 24 ოქტომბერს წალენჯიხის ცენტრალურ გამზირზე გაიმართა, სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 რეგიონის 200-მდე სხვადასხვა ასაკის გოგონებმა და ბიჭებმა მიიღეს მონაწილეობა.  
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2009 ივლისი 13
11-12 ივლისს ფოთში ქალაქის სპორტის სამსახურის და კრივის სკოლის თაოსნობით ჩატარდა წარსულში გამოჩენილი მოკრივის, ზურაბ სარსანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი კრივში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის, თბილისის, გორის, ბათუმის, სპორტული კლუბი "დ.კ.დ. (თბილისი) და ფოთის გუნდები. ტურნირი ჩატარდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და მედლებით.