სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფოთში 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს

თარიღი: 2012 იანვარი 03



29 დეკემბერს ქალაქ ფოთში გაიმართა ქალაქის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების ტრადიციული საზეიმო ცერემონიალი. საზეიმო საღამოს პროგრამა უხვად იყო გაჯერებული საკონცერტო ნომრებით, რამაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა ცერემონიალის მსვლელობას.დაჯილდოებულთა შორის იყვნენ ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მესვეურები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქალაქში სპორტის განვითარებაში. 

საუკეთესო სპორტსმენთა ნომინაციაში ცხრა სპორტსმენი იყო დასახელებული: გურამ ჯიჯელავა (შოტოკან კარატე-დო), საბა ცაავა (შოტოკან კარატე-დო), გივი ნადარეიშვილი (ჭიდაობა-სამბო), ბექა ტუღუში (ჭიდაობა-სამბო), ვასილ წიწილაშვილი (კრივი), ნიკა ღვამბერია (ჭადრაკი), ზაზა ხარებავა (რაგბი), გიორგი ჯღამაია (რაგბი).

2011 წლის ქალაქ ფოთის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ნიკო კუცია (სამბო), საუკეთესო მწვრთნელად - ზურაბ ტუღუში (სამბო).

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერია და სპორტის სამსახური. საუკეთესო სპორტსმენი და მწვრთნელი დააჯილდოვა ქალაქ ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2010 ნოემბერი 26
გასულ კვირას ზუგდიდის სპორტის სასახლემ პირველად უმასპინძლა "შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ჩემპიონატს" სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში. ტურნირი საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.   
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2010 მარტი 30
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურმა 18-19 მარტს ჩაატარა ოლიმპიური ჩემპიონის რომან რურუას სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობა მიიღო 150–მდე სპორტსმენმა  საქართველოს სახვადასხვა რეგიონებიდან - ბორჯომიდან, რუსთავიდან, სენაკიდან, ფოთიდან, ხობიდან, თერჯოლადან, ძველი სენაკიდან, ქუთაისიდან, აბაშიდან.   
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2010 მარტი 29
ფოთში სპორტული ინფრასტრუქტრის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება იწყება. პროგრამის ფარგლებში ფოთში სარაგბო მოედანი აშენდება, ასევე გარემონტდება ცენტრალური სტადიონი, სპორტული ობიექტები კი შესაბამისი ინვენტარით მომარაგდება და სამომავლოდ რეგიონში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გამართვის საშუალება გაჩნდება.    
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2010 მარტი 28
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის - ნიკოლოზ რურუას რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ხელოვნების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან. ქუთაისში ვიზიტის შემდეგ, 28 მარტს მინისტრი ფოთში ჩავა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგნელების გარდა, ფოთის სპორტულ საზოგადოებასთან საგანგებო შეხვედრას გამართავს.
კატეგორია : სამეგრელო თარიღი : 2010 მარტი 15
გთვაზობთ რეგიონალურ სპორტულ გაზეთ - "ტაიმაუტში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს ფოთის სპორტის სამსახურის უფროსს - ზურაბ ტიბუასთან. ტიბუას, რომელიც ამავე დროს კრივში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახლავთ, "ტაიმაუტის" ჟურნალისტი - ინგა გვასალია ესაუბრა.