სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ენგურ გოგიჩაიშვილის მემორიალური ტურნირი

თარიღი: 2012 თებერვალი 21

ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი ძიუდოისტის ენგურ გოგიჩაიშვილი მემორიალური ტურნირი არაერთი წელია რაც იმართება გორში. შეჯიბრებას ამჯერადაც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა უმასპინძლა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ შარშან გუნდის დაკომპლექტებისას საქართველოს პირველობასთან ერთად სწორედ ამ შეჯიბრების შედეგებიც გაითვალისწინა.

წლეულს ეს ფუნქცია ანზორ მარგველანის ხსოვნის ტურნირს დააკისრეს, რომელიც ორი კვირის წინ ბოლნისში ჩატარდა. მართალია ამის გამო ამჯერად გორში გამართული ასპარეზობა შარშანდელივით წარმომადგნელობითი არ იყო და არც ნაკრების მწვრთნელი დასწრებია მას, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გორის ტატამზე ხელწამოსაკრავი ძიუდოისტები შეიკრიბნენ. საასპარეზოდ აქ ახალგაზრდული ნაკრების წევრობის არაერთი კანდიდატი ჩავიდა. ნიშანდობლივია, რომ ბოლნისში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე გასულმა რამდენიმე ძიუდოისტმა გორში ფინალშიც ვერ გააღწია.

გამონაკლისი ირაკლი ლომიძე (66 კგ) და ალეკო ზაალიშვილი (81 კგ) იყვნენ, რომლებიც ქვემო ქართლში საპრიზო ადგილებით დაკმყოფილდნენ, გორში კი ყველა შეხვედრა დროზე ადრე, სუფთა გამარჯვებებით დაასრულეს და კვარცხლბეკის პირველ საფეხუზე ავიდნენ. გარდა ამისა ყველა წონით კატეგორიაში პრინციპული და საინტერესო დაპირისპირებები იხილა დარბაზში შეკრებილმა მაყურებელმა. კვარცხლბეკზე ადგილები თითქმის ყველა გუნდის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

გუნდური შედეგით კი მასპინძლები საუკეთესონი იყვნენ. რვიდან ექვს წონაში სწორედ გორელებმა იპირველეს, ორში კი თბილისელებმა იმარჯვეს. ტურნირს მრავალად დაესწრნენ ახლო წარსულის ცნობილი ფალავნები და თვითონ ენგურ გოგიჩაიშვილის ოჯახის წევრები. შეჯიბრების ერთ-ერთი ორგანიზატორი კი ენგურის ძმა ბორის გოგიჩაიშვილი გახლდათ, რომელიც დიდი ხანია შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელია.   

55 კგ.

1. რატი ასლანიშვილი (თბილისი)

2. გიორგი შავდათუაშვილი (გორი)

3. შალვა წეველიძე (გორი)

3. სანდრო ხუციანიძე (თბილისი);

60 კგ.

1. ნიკა მშვიდობაძე (გორი)

2. მინდია ღოლიჯაშვილი (გორი)

3. ბექა შავდათუაშვილი (გორი)

3. ალეკო ბუჟღულაშვილი (გორი);

66 კგ.

1. ირაკლი ლომიძე (გორი)

2. ლაშა პარასკევაშვილი (თბილისი)

3. ლევან კირკიტაშვილი (თბილისი)

3. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი);

73 კგ.

1. ანდრო ბერუაშვილი (გორი)

2. ომარ ნიაზაშვილი (თბილისი)

3. ალიკა ნანიევი (ლაგოდეხი)

3. გიორგი ობოლაშვილი (მარტყოფი)

81 კგ.

1. ალეკო ზაალიშვილი (გორი)

2. ილია ოქროპირიძე (გორი)

3. სანდრო მაისურაძე (გორი)

3. გურამ ხოხობაშვილი (თბილისი)

90 კგ.

1. უშანგი გასიტაშვილი (გორი)

2. აბესალომ ასანიძე (ქარელი)

100 კგ.

1. თორნიკე ოთინაშვილი (თბილისი)

2. დავით ჩოქური (მცხეთა)

3. დათო ბურდული (კასპი)

3. გიგა თაყაძე (გორი);

მძიმე

1. გიგა გელაშვილი (გორი)

2. ბექა ფოფხაძე (ზესტაფონი)

3. სერგო ბალიაშვილი (გორი)

3. ბორის ხუხუა (თბილისი);

ვასილ ბალახაძე გორიდან
დავით ასპანიძის ფოტო

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2012 იანვარი 03
წლის საუკეთესო სპორტსმენის, გუნდისა და მწვრთნელის გამოსავლენ გამოკითხვას გაზეთ "ლელოს" და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდის საკორესპონდენტო პუნქტი შიდა ქართლში მესამე წელია ატარებს. შარშან და შარშანწინ ჩვენ გორის სასპორტო სკოლათა ხელმძღვანელებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად ამ ქალაქის საუკეთესონი გამოვავლინეთ. 2011 წელს კი საუკეთესოები შიდა ქართლის რეგიონში გამოვლინდნენ. 
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2012 იანვარი 03
წარმატებით დასრულდა საუბარი გორის ძიუდოს სკოლის ქართული ძიუდოს წამყვან კერათა შორის დაბრუნებაზე. ისინი ისევ ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ფლაგმანები არიან! 90-იანი წლებიდან ძიუდოში თითქმის გაპარტახებულმა და ამ უმნიშვნელოვანესმა რეგიონმა, ფეხზე წამოდგომა 2002 წელს ტიტულოვანი ადგილობრივი ფალავანის გია თენაძის მიერ კობა კურტანიძის სახელობის სკოლის შექმნით დაიწყო.
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 დეკემბერი 06
სპორტული ტრადიციებით მდიდარ გორში `სპორტული ცენტრი~  ჩამოყალიბდა, რომელიც უშუალოდ ადგილზე ჩატარებულ შეჯიბრებათა ორგანიზებით იქნება დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ცენტრის ხელმძღვანელი ოლიმპიური პრიზიორი, ძიუდოში მოღვაწე გია თენაძე იქნება, რომელსაც რამდენიმე წელია გორში არა მხოლოდ ძიუდოისტთათვის, არამედ კიდევ არაერთი სხვა სახეობის წარმომადგენლების  ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. 
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 ნოემბერი 21
ჩვენი ქვეყნის რეგიონები ძიუდოში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადებიან და საამისოდ შესარჩევ პირველობებს მართავენ. შაბათს შიდა ქართლელებმაც შეარჩიეს ქვეყნის უპირველესი შეჯიბრებისთვის ფალავნები. როგორც მოსალოდნელი იყო სპორტის ამ სახეობით გამორჩეულ რეგიონის ძიუდოისტებმა, გუნდში ადგილის მოსაპოვებლად გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში მისულ მაყურებელს უშეღავათო და საკმაოდ საინტერესო პაექრობები აჩვენეს.
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 ოქტომბერი 19
13-16 ოქტომბერს, ოთხი დღის მიმდინარეობდა ვარიანის კრივის კლუბ "ჩემპიონში" გიორგი კარელიძის სახელობის რესპუბლიკური პირველობა კრივში. კარელიძე გორში დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა კრივს და მისი გარდაცვალების შემდეგ დაფუძნებული ეს შეჯიბრებაც უკვე მეექვსე წელს ითვლის. წლევანდელ ტურნირზე თავი მოიყარეს საქართველოს ათზე მეტი სასპორტო სკოლის კრივის სექციების, თუ კრივის დამოუკიდებელი კლუბების აღზრდილებმა.