სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ანონსი თარიღი : 2017 ივლისი 12
ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში პროექტ „შემოსე თანამოქალაქეს" ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტ „შემოსე თანამოქალაქეს" ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები,რომლებიც უსასყიდლოდ განაწილდება ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით. ნივთების შესაგროვებლად ბრენდირებული ყუთები განთავსდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასა და ახალი სპორტის სასახლეში. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და პროექტში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები დაესწრებიან.  
გვერდი 1 სულ 243