სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

20-23 აპრილი. ევროპის ჩემპოინატი ძიუდოში. ვარშავა (პოლონეთი) იხილეთ პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია და შედეგები

თარიღი: 2017 აპრილი 21

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები პოლონეთის დედაქლააქ ვარშავაში 20-23 აპრილს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.

იხილეთ შედეგები

იხილეთ პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია 

20 აპრილს ტურნირს მამაკაცთა შორის -60, -66, -48, -52 და ქალთა შორის -58 კგ. წონითი კატეგორიებში მონაწილე ძიუდოისტები გახსნიან, 21 აპრილს შეჯიბრში -73, -81, -63 და -70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენები ჩაერთვებიან, მესამე დღეს, 22 აპრილს კი მედლებისათვის მძიმეწონოსნები (მამაკაცთა შორის -90, -100 + 100 და ქალთა შორის -78, + 78) იბრძოლებენ. 23 აპრილს გაიმართება გუნდური შეჯიბრი.

ევროპის ჩემპიონატზე წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, გარდა 22 აპრილისა, მესამე საშეჯიბრო დღე 14:00 საათიდან აიღებს სტარტს. ფინალური ბლოკი კი ოთხივე საშეჯიბრო დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტრანსლირებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ვაჟები

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი,
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი,
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი,
-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი,
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი,
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი,
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.

ქალები

-48კგ - ოლღა ალადოშვილი,
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი,
+78კგ - ელენე ქებაძე.


გუნდურ შეჯიბრში ვაჟთა ნაკრებს კიდევ 4 ძიუდოისტი დაემატება:

-66კგ - ლაშა გიუნაშვილი
-73კგ - ფრიდონ გიგანი
-81კგ - ამბაკო ავალიანი
-90კგ - უშანგი მარგიანი.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები