სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

პროექტი ,,ახალგაზრდობის კეთილდღეობის ზრდისა და განვითარების მხარდაჭერის პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერების გზით“.

თარიღი: 2017 ივნისი 05

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციების WORLD VISION-საქართველოს და USAID ,,ზრდა'' პროექტის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 5 ივნისიდან  23 ივნისის ჩათვლით, ახორციელებს პროექტს - ,,ახალგაზრდობის კეთილდღეობის ზრდისა და განვითარების მხარდაჭერის პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერების გზით".
ამ მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, მოხდება სამიზნე მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურების კომპეტენციების გაზრდისა და მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი მდგრადი ინსტიტუციონალური მექანიზმების დანერგვის მხარდაჭერა. ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, როგორც ახალგაზრდებთან ყველაზე დაახლოებულ ინსტიტუტებს, განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერაში. პროქტის მიზანია, მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ ცხოვრებაში და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებსა და პორბლემებზე იქნება ორიენტირებული.

  • მუნიციპალური ახალგაზრდული კოორდინატორის სამუშაოს აღწერილობის გაუმჯობესება/პროფესიული სტანდარტის შექმნა;
  • მუნიციპალური ახალგაზრდული კოორდინატორის მომზადების პროგრამის განვითარება, დანერგვა და შეფასება.

პროექტი ითვალისწინებს სამ ნაკადად 25 მონაწილისაგან შემდგარი მუნიციპალური სამუშაო ჯგუფების გადამზადებას.

ნაკადების განრიგი და დრო:

2017 წლის 5 ივნისი 1300 საათ-დან  9 ივნისი 1600 საათ-მდე. - I ჯგუფი;

2017 წლის 12 ივნისის 1300 საათ-დან  16 ივნისის 1600 საათ-მდე -  II ჯგუფი;

2017 წლის 19 ივნისის 1300 საათ-დან  23 ივნისის 1600 საათ-მდე - III ჯგუფი.

I ჯგუფში შედიან შემდეგი მუნიციპალიტეტები:

1.        ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერია

2.        თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა

3.        გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა

4.        ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა

5.        ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა

6.        ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

7.        ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა

8.        წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

9.        ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა

10.     ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია

11.     ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

12.     ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა

13.     ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა

14.     ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა

15.     ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერია

16.     გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

17.     ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

18.     კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა

19.     ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა

20.     მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა

21.     ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

22.     წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა

23.     ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა

24.     ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა

25.     დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

II ჯგუფში შედიან შემდეგი მუნიციპალიტეტები:

1.        ქ. რუსთავის მერია

2.        თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა

3.        გარდაბნისმუნიციპალიტეტის გამგეობა

4.        დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

5.        ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა

6.        ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

7.        თიღვას მუნიციპალიტეტის გამგეობა

8.        თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

9.        ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა

10.     მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

11.     მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

12.     თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა

13.     ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა

14.     ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა

15.     ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

16.     სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა

17.     დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა

18.     საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა

19.     ქ. ფოთის მერია

20.     აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა

21.     ჩხოტოწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა

22.     აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა

23.     მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა

24.     მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა

25.     სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა

III ჯგუფში შედიან შემდეგი მუნიციპალიტეტები:.

  • გურია მთლიანად რეგიონი;
  • იმერეთი (ბაღდათისა და ზესტაფონის გარდა);
  • რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონი;
  • აჭარის ა/რ.

სხვა ახალი ამბები