სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

27 ივნისს 17:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ოლიმპიურ სასახლეში Junior NBA-GBF ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრება და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

თარიღი: 2017 ივნისი 27

ჟუნიორ NBA-GBF ლიგის ფინალისტები ცნობილია. 27 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 17:00 საათზე ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი „ჩიკაგო ბულსი" და ქუთაისური „ლეიკერსი" შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს ნახევარფინალური მატჩები მოიგეს და ჟუნიორ NBA-GBF ლიგის მეორე გათამაშების მოსაგებად იბრძოლებენ.

პირველი ნახევარფინალი, რომელშიც „ზაზა-ჩიკაგომ" „ჰიუნდაი-ფილადელფია" 50:41 დაამარცხა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი პერიოდი ჰიუნდაელებმა 7:4 მოიგეს, ხოლო მეორე 8:9 დათმეს და დიდი შესვენებისთვის 2 ქულით ლიდერობდნენ. ზაზას აკადემიის გუნდმა გარდატეხა მესამე პერიოდში მოახდინა, რომელიც 20:12 მოიგო და წინ დამაჯერებლად გაჭრილს ლიდერობის ბოლომდე შენარჩუნება აღარ გასჭირვებია.

მეორე ნახევარფინალში „ლეიკერსის" სახელით მოთამაშე ქუთაისის გუნდმა 55:29 დაამარცხა გორის „იუტა ჯაზი" და ფინალში „ჩიკაგო ბულსს" (ზაზას აკადემია) შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ჟუნიორ NBA-GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ. მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტრო. ჟუნიორ NBA-GBF ლიგა მეორე წელია, ტარდება და მასში 1000-ზე მეტი ბავშვია ჩართული მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სპეციალურად ფინალზე დასასწრებად დასაქართველოში ჟუნიორ NBA-ის ევროპული ოფისის ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ, ხოლო ნბა-ს ელჩად ჟუნიორ NBA-GBFლიგის ფინალზე წარმოდგენილი იქნება მარკო მილიჩი - სლოვენიის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რომელსაც ნბა-ში სოლიდური წარმატებით უთამაშია.

27 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში 15:20 საათზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართბა, რომელშიც გორის „იუტა ჯაზი" და „ჰიუნდაი-ფილადელფია" დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი კი 17:00 საათზე დაიწყება. 13:00 საათზე გაიმართება საკალათბურთო კემპი, რომელსაც ამერიკიდან ჩამოსული სპეციალისტები ქართველ მწვრთნელებთან ერთად ჩაატარებენ. 



WWW.GBF.GE

სხვა ახალი ამბები