სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

29 ივნისს, 14 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წიგნის - „დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე“ - პრეზენტაცია გაიმართება.

თარიღი: 2017 ივნისი 28


ქართული სპორტის მუზეუმის ეს გამოცემა თბილისის დინამოს კალათბურთელთა უდიდეს გამარჯვებაზე, 1962 წლის 29 ივნისს მოგებულ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე მოგვითხრობს. 55 წლის წინ დინამოელებმა მთავარი საკალათბურთო ევროტურნირის ფინალში მადრიდის რეალს 90:83 სძლიეს. გადამწყვეტი შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა.

„დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე" პირველი გამოცემაა, რომელიც კალათბურთელთა წარმატებას ეძღვნება. 48-გვერდიან წიგნში თავმოყრილია ჩემპიონთა თასის მოგებასთან დაკავშირებით ქართულ სპორტულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, ასევე ის იშვიათი ფოტომასალა, რომელიც 55 წლის წინანდელ ფინალს ეხება.

წიგნს თან ერთვის აუდიოდისკი, რომელზეც ჩაწერილია საქართველოს რადიოს მიერ 55 წლის წინ განხორციელებული რადიოჩართვა ჟენევიდან. ფინალის პერიპეტიებზე თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი ოთარ ქორქია, გუნდის კაპიტანი გურამ მინაშვილი და ალექსანდრე კილაძე საუბრობენ, ასევე გასული საუკუნის პოპულარული საბჭოთა კომენტატორი ნიკოლაი ოზეროვი, რომელიც მატჩის რეპორტაჟს უძღვებოდა. წიგნის შემდგენელია სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

„დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე" ქართული სპორტის მუზეუმის მესამე გამოცემაა: 2015 წელს, მუზეუმის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით კატალოგი დაიბეჭდა, შარშან კი სპეციალური წიგნით აღინიშნა თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილე.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები