სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

7 ივლისს, 11 საათიდან, ოლიმპიური სასახლის (უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან) მცირე დარბაზი მედიაფესტივალს - ბაჩოს თასი 2017 - უმასპინძლებს.

თარიღი: 2017 ივლისი 04

სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული ტურნირი მეექვსედ ჩატარდება. მედიაფესტივალი 2010 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა სპორტული ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის სახელს ატარებს. ღონისძიება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით ტარდება, ფესტივალის მხარდამჭერები კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ფეხბურთის და კალათბურთის ფედერაციები არიან.

წლევანდელი ფესტივალის სპორტული პროგრამა ვაჟთა შორის საფეხბურთო და საკალათბურთო (3X3) ტურნირებს მოიცავს, ასევე გოგონათა საფეხბურთო მატჩს. ბაჩოს თასი 2017-ის ეგიდით გაიმართება ამხანაგური შეხვედრა მინიფეხბურთში ქართველ და 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს შორის. ფესტივალის გამარჯვებულებს და პრიზიორებს ბაჩო სვანიძის სახელობის თასები და მედლები გადაეცემათ. საფეხბურთო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ალეკო ჯიბლაძის სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

სპორტული პროგრამის დასრულების შემდეგ, 20 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიური პრემიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები