სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

11 ივლისს 19:00 საათზე კინოს სახლში, კინორეჟისორ გოგი თორაძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ქართველი მორკინალები“ პრემიერა გაიმართება.

თარიღი: 2017 ივლისი 11



11 ივლისს 19:00 საათზე  კინოს სახლში, კინორეჟისორ გოგი თორაძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის - „ქართველი მორკინალები" პრემიერა გაიმართება.

დოკუმენტური ფილმი მოგვითხობს საქართველოში ჭიდაობის განვითარების ისტორიას და მოიცავს უნიკალურ საარქივო მასალას, რომელიც მოძიებულია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.  

ფილმში მაყურებელი პირველად იხილავს 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების  პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ციმაკურიძის  ფინალური შეხვედრის მომენტებს ირანელი სპორტმენის წინააღმდეგ.

ფილმში  ნაჩვენები იქნება საინტერსო მასალები როგორც ქართული ჭიდაობის და ცნობილი ფალავნების, ასევე ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობების და ქართველი ჩემპიონების შესახებ. მაყურებელი ასევე იხილავს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ფრაგმენტებს, ალავერდის ტაძრის ჭიდაობის სცენას და სხვა მნიშვნელოვან  ფაქტებს, რომელიც უკავშირდება საქართველოში ჭიდაობის დამკვიდრებას და შემდგომ განვითარებას, სხვადასხვა პერიოდში მოპოვებულ გამარჯვებებსა და წარმატებებს, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩათვლით.

დოკუმენტური ფილმი მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის დაკვეთით, ფილმის რეჟისორია გოგი თორაძე, სცენარის ავტორი ნონა ღამბაშიძე, კონსულტანტი ვლადიმერ კანკავა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები