სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

12ივლისს,14:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში სოციალური პროექტის „შემოსე თანამოქალაქე“ ახალი ეტაპის პრეზენტაცია მოეწყობა.

თარიღი: 2017 ივლისი 12

ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში პროექტ „შემოსე თანამოქალაქეს" ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტ „შემოსე თანამოქალაქეს" ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები,რომლებიც უსასყიდლოდ განაწილდება ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით. ნივთების შესაგროვებლად ბრენდირებული ყუთები განთავსდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასა და ახალი სპორტის სასახლეში.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და პროექტში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები დაესწრებიან.

სხვა ახალი ამბები