სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

19 ივლისს, 14 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

თარიღი: 2017 ივლისი 18

ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ არჯევანიძე შეხვდებიან.

ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ახალი პროექტია. ის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩემპიონატი 4 აგვისტოს დაიწყება და 15 ოქტომბერს დასრულდება. მასში 18-დან 29-წლამდე დაახლოებით 6 ათასამდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები