სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

21 ივლისს, 13 საათზე, ვერის საკალათბურთო დარბაზში ოფიციალურად დაიხურება ესპანური სასკი ბასკონიასა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი კემპი, რომელშიც 75 პერსპექტიული მოზარდი მონაწილეობდა.

თარიღი: 2017 ივლისი 20

სასკი ბასკონიას და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივ კემპში 2001-2006 წლებში დაბადებული მოზარდი კალათბურთელები მონაწილეობდნენ. სასკი ბასკონია ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ ლაბორალ კუჩას და ბავშვთა საკალათბურთო სკოლების მეპატრონეა. ამ სკოლაში აღზრდილი კალათბურთელები თამაშობენ როგორც ევროპის წამყვან, ასევე NBA-ს  გუნდებში.

თბილისურ კემპს ესპანელი მწვრთნელები უძღვებოდნენ. ისინი კემპში მონაწილე ქართველი მოზარდებიდან 16 საუკეთესოს შეარჩევენ, რომლებსაც აგვისტოში ესპანეთში, ქალაქ ვიტორიაში ლაბორალ კუჩას კემპზე წაიყვანენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად გენერალურ კემპს ჩაუტარებენ.

გენერალური კემპის შემდეგ შეირჩევიან  მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთში დარჩებიან და ლაბორალ კუჩაში ან ამ  კლუბთან დაახლოებულ სხვა კლუბებში გააგრძელებენ ვარჯიშს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები