სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

16 აგვისტოს, 11 საათზე, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა და პირველი ვიცე-პრეზიდენტი მიგელ როკა მასი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრებიან.

თარიღი: 2017 აგვისტო 15

დოქტორი ჰასან მუსტაფა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას 2000 წლიდან ხელმძღვანელობს. წლების წინ მას ეგვიპტის კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, იყო საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ეგვიპტის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მესვეურები თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. საქართველოს დედაქალაქი 8 აგვისტოდან ჭაბუკთა (U19) მე-7 მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. 24-გუნდა ჩემპიონატის ფინალი კვირას, 20 აგვისტოს გაიმართება.

ხელბურთში ამ დონის საერთაშორისო ტურნირი საქართველოში პირველად ტარდება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობის დებიუტანტია. გუნდს ბექა ორჯონიკიძე და უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი პორტნოი წვრთნიან. ქართველმა ჭაბუკებმა B ჯგუფში ასპარეზობა დაასრულეს და დღეიდან პრეზიდენტის თასისთვის ითამაშებენ. ალჟირთან 28:24, იაპონიასთან 22:30, ისლანდიასთან 25:42, გერმანიასთან 25:41, ჩილესთან 24:29 - ასეთი იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შედეგი ჯგუფში.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები