სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

9-10 სექტემბერი. ძიუდოს აკადემია (ბელიაშვილის 5) მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის - არჩილ ჩოხელის საერათშორისო მემორიალური ტურნირი სამბოში. დასაწყისი 10:00, გახსნა 9 სექტემბერს 16:30, ფინალები 17:00 საათიდან

თარიღი: 2017 სექტემბერი 08



9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის N5) სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართება.

საერთაშორისო ტურნირში, რომელიც მესამედ ჩატარდება, მონაწილეობას 12 ქვეყნის (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუმინეთი, მოლდოვა, კვიპროსი, საბერძნეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელარუსი და საქართველო) 200-მდე სპორტსმენი მიიღებს 9 წონით კატეგორიაში.არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი 9 და 10 სექტემბერს 10:00 საათიდან დაიწყება, 9 სექტემბერს 16:30 წუთიდან კი დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ცერემონია.

9 სექტემბერს მედლებისთის 52, 62, 74, 90 და +100 კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, 10 სექტემბერს 57, 68, 82, და 100 კატეგორიის სამბისტები.  ფინალური შეხვედრები 17:00 საათიდან გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები