სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სპორტული ორგანიზაციებისა და ფედერაციების საყურადღებოდ ! სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მასთან არსებული „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო“ აცხადებს აღიარების მსურველი სპორტული ორგანიზაციების განცხადებების მიღებას. დოკუმენტაცია მიიღება მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე

თარიღი: 2017 სექტემბერი 15



სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს სხდომაზე აღიარების საკითხის განხილვის მიზნით სპორტულმა ორგანიზაციებმა სამინისტროში უნდა წარადგინონ
შესაბამისი დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე.

სპორტული ორგანიზაციების აღიარების საკითხის განხილვისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1) რეგისტრაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
2) ორგანიზაციის წესდება
3) შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი
4) გრძელვადიანი სტრატეგია (სულ მცირე 5-წლიანი)
5) მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში (დანართი #1-ის შესაბამისად)
6) სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა რაოდენობა (დანართი #2-ის შესაბამისად)

საკონტაქტო პირები:

თეო ბარამიძე - 591 30 45 83
მანანა შაფაქიძე - 593 22 34 73

დანართი 1
დანართი 2

სხვა ახალი ამბები