სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

23 სექტემბერი 10:00, ლისის ტბა. ვეტერან სპორტსმენთა ნახევარმარათონი

თარიღი: 2017 სექტემბერი 21


23 სექტემბერს 10:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება ნახევარმარათონი 21 კმ-იან დისტანციაზე 35 წელს ზემოთ ვეტერან სპორტსმენებს შორის.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის".

ნახევარმარათონი ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და საქართველოს ვეტერან მარათონელთა ასოციაციის თანაორგანიზებით.

ნახევარმარათონში მონაწილეობას მიიღებს 50 მონაწილე.

გამარჯვებულები მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში:

მამაკაცები

I კატეგორია: 35-დან 45 წლამდე
II კატეგორია: 45-დან 60 წლამდე
III კატეგორია: 60-75+

ქალები


35+

ასევე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან აბსოლუტური გამრჯვებულები.

სხვა ახალი ამბები